დავხურე როგორც იქნა. მიუხედავად იმ განწყობისა, რაც თამაშის ჩაწერამდე შემიქმნა ინტერნეტში გამოქვეყნებულმა სტატიებმა და ვიდეოებმა მაინც მომეწონა. წინა სერიების ხათრით მაინც ვითამაშე და თურმე არც ისე ყოფილა საქმე როგორც ამბობენ.
თამაშს ისევ აქვს მასეფექტური სიუჟეტი, ემოციური დიალოგები, სიტუაციები, ცუდი გადაწყვეტილებები და ა.შ.
რა მომეწონა:
სიუჟეტი მომეწონა ძალიან. არის ჩახლართული სიტუაციები. რამოდენიმეჯერ ისე მოტრიალდა სიუჟეტი, რომ არც ველოდი. ასევე თამაში არის ძალიან დიდი და მალე არ მთავრდება, თან ეს ედონების გარეშე

მოკლედ, სიუჟეტი საკაიფოა.
საიდ ქვესთებიც საკაიფოა. არის საინტერესოც და ნაკლებად საინტერესოც. თუმცა ჯამურად საიდ ქვესთებისთვის კარგია.
ლოიალითი ქვესთები საკაიფოა. განსაკუთრების ლიამის ქვესთი მომეწონა. ოღონდ კარგად დაფიქრდით ხოლმე ვის გაიყოლებთ ქვესთებზე. დიალოგები არის ხოლმე საკაიფო

რომანსები დაახლოვებით იქ დარჩა სადაც იყო წინა სერიებში. ცოტა უფრო უნდა დაეხვეწათ ჩემი აზრით, თუმცა ესეც ნორმალურია. მითუმეტეს ახალ სამყაროში ჩავიდნენ, სახლს ეძებენ. მოკლედ ამ მიმართულებითაც თუ იმუშავებენ ჩემი აზრით უკეთესი იქნება რომანსების თემაშI. ასევე რაღაც ბევრი პიდარასტი გამეჩითა თამაშში და ცოტა დისკომფორთი შემიქმნა

ქალების დეფიციტია

რა არ მომეწონა:
მთავარი გმირის შექმნა ვერ დავამუღამე. შეიძლება ჩემი ბრალია, მაგრამ ვერ გამომდის ისეთი როგორიც მინდა...
მთავარი გმირების თემფლეითებიც წინა თამაშის სჯობდა აშკარად. სად შეფარდი და სად ეს...
პერსონაჟები არის ჩემი გადმოსახედიდან ცუდად გაკეთებული. წინა ტრილოგიის პერსონაჟები გაცილებით კარგად დახატულები იყვნენ ვიდრე ესენი. ასევე ცოტა სახეა და მთავარი გმირების სახეებიც კი მეორდება თამაშში... ელემენტარულად ტექნიკოსი, რომაა ხომალდზე, მაგისი სახე აქვს ნახევარ საიდ ქვესთს

ასევე აზარი მემგონი სულ ორი სახეა: ერთი პიბისი და მეორე ყველას აქვს, ოღონდ შეღებილები არიან სხვა და სხვა ფერებში... კორა არ მომეწონა, რაღაც მუდო სახე აქვს. ქალის აღნაგობა ცუდადაა დახატული. რომანს სცენებში გახდილები კი გამოუვიდათ, მაგრამ აი ჩაცმულები ვერ ქაჩავენ. პროპორციებში ვერ ჩასვეს თუ რა ქნეს არ ვიცი, მაგრამ რაღაც ვერ არის კარგად. კაცის აღნაგობა გამოუვიდათ, საკაიფოდაა.
ნუ მოძრაობებშიც ვერ არის კარგად საქმე. ღიმილზე და სიცილზე ხომ აღარც ვლაპარაკობ

მაგრამ ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, უმეტესობა ადვილად გამოსასწორებელია და სავარაუდოდ მალევე მოაყომარებენ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასევე არ მომეწონა ის, რომ საიდ ქვესთები და გადაწყვეტილებები ვერ ახდენენ რეალურ გავლენას სიუჟეტის დასასრულზე. ერთი-ორი თანამებრძოლით მეტი თუ მეყოლება ომში არ არის მნიშვნელოვანი. მასს ეფექტს ახასიათებდა რამოდენიმე დასასრული, აქ კიდევ გინდა არ გინდა მაინც ერთი და იგივე დასასრულია. ანუ გინდა თავიდან ბოლომდე დაგიხურავს თამაში და გინდა პირდაპირ მთავარი სიუჟეტი გაგივლია, შედეგი ერთია.
.
დამრჩა ბევრი კითხვა, რომელსაც სავარაუდოდ შემდეგი ეპიზოდები გასცემენ პასუხს. ამ ეპიზოდის დასასრული რეალურად არის დასაწყისი და ველი ბევრ საინტერესო ედონს და შემდეგ სერიებს

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იმედია ქვარიანელებს კარგად დახატავენ ედნებში თუ შემდეგ სერიებში. სახეს გამოაჩენენ რამ რამე ეგეთს იზავენ.
მოკლედ, არ დაუჯეროთ ინტერნეტს, ითამაშეთ, გაერთეთ. ნამდვილად ღირს

მთავარი ეს დროებითი ბაგები ხომ არაა, მთავარი სიუჟეტი, თამაშის აზრი და ის ყველა ემოციაა რაც ამ თამაშს მოაქვს. ასეთი დონის თამაშები მე არ მეგულება სხვა, გარდა ვიჩერისა რათქმაუნდა. საუბრის და მოძრაობის ანიმაციებში ვიჩერი უბრალოდ ჩემპიონია. მეგონა, რომ უკეთესს თუ არა იგივეს მაინც გააკეთებდა ანდრომედა, მაგრამ აშკარად ბევრად უკანაა.
ასევე სად ვიჩერის პერსონაჟები და სად ანდრომედასი... უკან გადადგეს მაგ ამბავში ნაბიჯი აშკარად

იგივე მას ეფექტის ტრილოგიის და ვიჩერის ქალი პესონაჟები აიღეთ: გაცილებით უკეთესი ტანი აქვთ. სახეებზე ხომ აღარც ვსაუბრობ საერთოდ. არადა 2017 წელია, აშკარად წინ უნდა იყვნენ...
იმედია გამოასწორებენ.
პ.ს. კარგი ვიდეოა იმაზე თუ როგორ კეთდება მოძრაობის და საუბრის ანიმაციები. ვისაც გაინტერესებთ ნახეთ
This post has been edited by Interimo on 12 Apr 2017, 13:26