უჰ კაი პარტია იყო
ინგლისით ასეთი კარგი სტარტი ჯერ არ მქონია
დაწყებიდან 12 ტრანსპორტი მივყიდე საფრანგეთს და შემდეგ პატარა ომში ყველა ფრანგული პროვინცია დავთმე, რამაც სტაბილურობა მომიმატა და კაი ბონუსები, რადგან საფრანგეთის ტახტზე ვთქვი უარი
5 წელიწადში დამეწყო ვარდების ომი, რომელიც იორკების გამარჯვებით დამთავრდა და ტიუდორების დინასტია გამეფდა, ძალიან კარგი მონარქით, შესაბამისად ტექნოლოგიებით მაგრა წავედი წინ
ჩემი ფლოტი უკვე 40 ხომალდს მოიცავს, აქედან 12 სახაზოა, 16 სავაჭრო, დანარჩენი ტრანსპორტი
4 ხომალდით კი ჩრდ. ამერიკას ვიკვლევ
თამაშის დაწყებიდანვე ირლანდიის სამეფოები დავივასალე, შემდეგ შოტლანდიას გამოვუცხადე ომი და ეგეც დავივასალე
დავაარსე გრენლანდიის და ბალტიმორის კოლონიები
ბრანდებურგი (ფროლესტი) მოკავშირეა და ჰანზასთან ომში მთხოვა დახმარება, რომელშიც ჰანზა ადვილად დავამარცხეთ
მაგრამ რამდენიმე წლის მერე ბრანდებურგს ომი გამოუცხადა ტევტონთა ორდენმა, მე დესანტი გადავიყვანე, 25 000 კაცი და ფაქტიურად ომი მოგებული იყო, როდესაც ბოჰემიამ და მისმა მოკავშირეებმა გამოუცხადეს ომი და მოწინააღდეგეთა ჯარები ფაქტიურად გაორმაგდა
ბრანდებურგს 15 000 კაცი ყავდა, მე 25 000, ანუ ჯამში 40 000
ბოჰემიას, მის მოკავშირეებს და ტევტონების მოკავშირეებს ჯამში 80 000-მდე
ჩვენ დაგვეხმარა შვედეთი და მოსკოვის სამეფო (ეს უკანასკნელი თავის ფრონტზე ებრძოდა ორდენს), შვედეთმა კი დესანტი გადმოსხა და აქტიურად იღებდა ბრძოლებში მონაწილეობას, თანაც ძალიან ჭკვიანურად, კომპიუტერის კვალობაზე

ერთ-ერთ ბრძოლაში 50 000 კაცით მოვსპეთ ბოჰემიის 37 000-იანი არმია
ფართომასშტაბიან ბრძოლებს მოვერიდეთ და მე და ფროლესტი დავსდევდით შედარებით მცირე რიცხოვან მოწინააღმდეგეებს, რამაც მტრების დაქსაქსვა გამოიწვია და სასწორი ისევ ჩვენ მხარეს გადმოიწია, მაგრამ ამ დროს ბრუნსვიკმა და სხვა გერმანულმა ქალაქ-სახელმწიფოების ალიანსმა გამოუცხადა ბრანდებურგს ომი და ჩვენი საკმე უკანალისკენ წავიდა

ამ დროს საფრანგეთის ყოვლისმყრობელმან მირაჟმა დაგვიადა 400 დუკატი, რითიც მე გამოვიყვანე მოსყიდულების 11 000იანი ჯარი (რადგან რეკრუტებში დამენძრა) და სასწრაფოდ გადავიყვანე ჩრდ. გერმანიაში
იგივე ტაქტიკით გავაგრძელეთ ბრძოლა და 3-ივე კოალიციას დავუზავდით
შედეგად, მე დავაბრუნე ჩემი გაძვალტყავებული, მაგრამ ომებში გამობრძმედილი არმია კუნძულზე, რეკრუტები 0-ზე დავსვი
ბრანდებურგმა მხოლოდ ჰამბურგი დათმო, დანარჩენი სტატუს კვო შენარჩუნდა
დანარჩენზე რასაც მე თვალყურს ვადევნებდი, ბრძოლისუნარიანი თავისთვისაა წყნარად, რამდენიმე უშედეგო ომი ჰქონდა მაროკოსთან, დალშე ბრაზილიის კოლონიზაცია დაიწყო და ხმას არ იღებს

საფრანგეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, შავ თუ თეთრბატკნიანმა ალაუქბარებმა მთელი ჯარი გაუცამტვერეს, თუმცა მალევე დაბრუნდა კავკასიაში და ამჯერად ტრაპიზონის იმპერია დაივასალა და იმერეთის სამეფოს ხარჯზე განავრცო
შემდეგ ჩრდ. აფრიკაში შეიჭრა და ტლემცენი შეისრუტა
აი რაც შეეხება სნექსს, ავსტრიით ეცა ყველას და ყველაფერს და თავიდან საკმაო წარმატებებს მიაღწია, დაიპყრო რამდენიმე მეზობელი, შემდეგ ბურგუნდიასაც მიწვდა და წაართვა პროვინციები
რამდენჯერმე შეუკრეს კოალიცია მეზობლებმა, მაგრამ უშედეგოდ
ბოლოს ავსტრია ეცა სამხრეთში ვენეციას და მასაც წაართვა ტერიტორიები, რაც უკვე ყელში ამოუვიდათ მეზობლებს და 150 000-იანი ჯარით გადათელეს ავსტრია
დანარჩენი თქვენეული ისტორიებით განავრცეთ




ეს ომამდელი სურათებია, 1500 წელს მოვრჩით, ომში ისეთი ადრენალინი იყო, არც გამხსენებია რომ გადამეღო


ესეც რუკა