Grrhკოლონიზაციის დისტანციაზეა დამოკიდებული, რამდენად შორს შეგიძლია კოლონიის დაარსება.
კოლონიზაციისთვის უნდა აიღო შესაბამისი იდეები (ისსლედოვატელსკი, არ ვიცი როგორაა ინგლისურად, ორი კოლონისტია იმ იდეაში გასახსნელი).
სადაც კოლონიზაციის დისტანციით წვდები, იქ ირჩევ პროვინციას და ერთად ერთი ღილაკია კოლონიზაციის დასაწყებად.
+ 2K ქვეითიც ჩააყენო ჯობს იმ პროვინციაში, ველურებმა არ დაგირბიონ კოლონია.
დასრულდება კოლონიზაცია და პროვინცია შენია.
ამერიკა-ავსტრალიაში კოლონიური სახელმწიფოები არსდება, ანუ შენ უშუალოდ ვერ მართავ, ვასალებივით გყავს.
არმიის ტრანსპორტირებისთვის იმდენივე ტრანსპორტი გჭირდება, რამხელა არმიის გადაყვანაც გინდა.
უმარტივესი თამაში თუ გინდა, ოსმალეთი აიღე.
ევროპაშI ყველაზე ძლიერი საფრანგეთია, მანდ აგრესიული გაფართოება გაითვალისწინე და სხვა პრობლემა არ გექნება.
მთავარია ალიანსები გაახერხო სტარტზევე სწორად.
აირჩიე საფრანგეთი, ალიანსები ავსტრიასთან და კასტილიასთან (ერთ-ერთთან მაინც), + სავოია და რის დაპყრობასაც არ აპირებ.
მიაყოლე დინასტიური ქორწინებებიც.
ამის შემდეგ გამოუცხადე ბრიტანეთს ომი და ზუსტად ერთ თვეში დაასეივე.
შედი ახლიდან, აირჩიე სეივი და აიღე ამჯერად ბრიტანეთი, იქიდან დაუზავდი საფრანგეთს და დაუბრუნე ოთხივე ფრანგული პროვინცია (კალე არა, დანარჩენი ოთხი).
ეს ზავიდან კეთდება, ოღონდ შეთავაზებაზე უნდა გადართო.
დაელოდე ზავს, დაასეივე და შემდეგ გააგრძელე საფრანგეთით.
1445-დან უკვე ერთიანი საფრანგეთი უნდა გქონდეს, აქედან გააგრძელე და დაასრულე კამპანია.
ეს არაა კატასტროფული ჩეტერობა, საფრანგეთი მაინც იბრუნებს მაგ მიწებს, უბრალოდ დროში არ გაგეწელება.
ომის გამოცხადებისას ყოველთვის მიზეზი გამოიყენე, მანამ მიზეზს მოამზადებ დიპლომატიიდან.
უყურე აგრესიულ გაფართოებას (კოალიციების რუკა, დროშები და შუაში ხმალი). არასოდეს ააცილო 50-ს იმპერიასთან (გერმანიისკენ პატარა ნაბიჭვრები), ზავით მოთხოვნებისასაც გაითვალისწინე რამდენი გაქვს და რამდენს უმატებ (გაჩვენებს ამას მოთხოვნებში, ზედა 20-ს არ ააცდინო და ქვედა + რაც გაქვს 50-ს.
აფრიკაში თუ იომე, ეგ არ იმოქმედებს ევროპაზე.
2 არმია გეყოლება, შემდეგ მეტიც.
არმიაში 16 ქვეითი + 4 კავალერია სტარტზე.
შემდეგ 12 ქვეითი, 4 კავალერია და 4-6 ქვემეხი.
და არ შეუტიო მტებში და კლდეებში თუ ძალიან დიდი უპირატესობა არ გაქვს.
დაიწყე ასეთი კამპანია და რაც გაუგებარი იქნება, F11-ით სკრინი და დადებ, აგიხსნით.
სკრინები ინახება C-ზე, დოკუმენტებში.
ტექნოლოგიაში 600-ზე მეტი არ გადაიხადო, თუ ზედმეტი გაქვს პროვინციები განავითარე.
იდეებიდან პირველი ხარისხი აიღე, შემდეგი სავაჭრო.
გაიაზრე ეს ყველაფერი და არ დაგეზაროს, ერთი კამპანია უნდა გაიარო ასე, რომ ძირითადი გაიგო.
წვრილმანებს მერე უფრო მარტივად აგიხსნით.
This post has been edited by MIRAGE2000 on 4 Jun 2016, 17:26