Grrhეცადე კიდე თითო პროვინციაში ეგრე 40 000 კაცით არ შევარდე, ხედა ჯარს ჩონჩხი რომ ახატია? ეგაა ზარალი ჯარის, ანუ დაავადებებით, შიმშილით და ასე შემდეგ
თითოეულ პროვინციას აქვს თავისი ლიმიტი, დააჭირე ლუბოის და მარცხნივ ქვემოთ ეწერება supply limit ვთქვათ არის 25, შენ რო მანდ 25-ზე მეტი ჯარით შეხვიდე, დაგეხოცება ნელ-ნელა და ჯამურ manpower-ს მოაკლდება და დარჩები გაღიმებული

ჯარი მთლიანად უნდა გყავდეს როცა გადამწყვეტი ბრძოლა გაქვს, თუ მოიგებ და მტრის ჯარს გაანადგურებ, დაშალე და ცალ-ცალკე შეუდექი ალყებს
უფრო მარტივადაც შეგიძლია, ეხლა მაგ 35 000-ს რო მონიშნავ, ზემოთ სადაც ჯარის დაყოფაა, პატარა ზარბაზანი ხატია, Detach Siege ეწერება, ანუ გამოყოფს ალყის გასაგრძელებლად საჭირო რაოდენობას, ეგ დატოვე პროვინციაში და დანარჩენით გააგრძელე ბოდიალი,სხვა ალყები, მტრის დევნა და ა.შ (სხვა პროვინციებშიც ანალოგიურად)
მაგითი ჯერ ხო მენფაუერს დაზოგავ, მერე კიდევ ბევრ პროვინციას აიღებ მოკლე ვადაში და არ გექნება მთელი ჯარი ერთგან თავმოყრილი და არ მოგიწევს მარტო მაგ პროვინციაზე ალყის ლოდინი
მაგრამ კარგად დაიმახსოვრე, ეგრე არ ქნა არასდროს, როცა მტრის დიდი ჯარი სადმე ახლო-მახლო დათარეშობს, თორე მასე დანაწევრებულ შენ ჯარებს დაუვლის თემურ-ლენგივით და ვაბშე ცარიელს დაგტოვებს