San1ფროლესტმა შეამჩნია, იმდენ ხანს რომ დაგვაპაუზებინა სნექსმა მაშინ

ეგ ###ური დრო, ერთ თვეში 700 გემს ტვირთავენ, ტრაკის გადმოტანას რად უნდა ერთი თვე
და ფროლესტის ნაიომნიკები გამოჩნდნენ ძალიან ცუდ დროს, სნექსის არმია გავჩექმე და დაბალ მორალზე დამარტყა.
P.S. ოდესმე ამ ომს დავასრულებთ და შემდეგი კამპანიისთვის კარგი იდეა მაქვს, წესებით და დეზერტირობის (

) გარეშე თუ გინდათ თამაში.
* * *
კაროჩე იდეა ასეთია:ალიანსი - ალიანსზე, ჩრდილოეთი vs სამხრეთი.
იმარჯვებს ალიანსი, რომელსაც ექნება ჯამში მეტი ქულა და განვითარება (საჭიროა ორივე, 1-1 ფრეა თავისთავად).
განვითარებაში ითვლება საკუთარი პროვინციები და + კოლონიები, ვასალი ან სხვა ნებისმიერი დაქვემდებარებული - არა.
ქვეყნები - I რანგი + II რანგი.
ჩვენ შემთხვევაში ინგლისი + შვედეთი vs კასტილია + პორტუგალია (პორტუგალიის მაგივრად შეიძლება რაიმე პატარა იტალიურიც, მთავარია გახდეს კოლონისტი).
ქვეყნებს ექნებათ სივრცე განვითარებისთვის, საიდანაც პროვინციის წართმევა იკრძალება 1700 წლამდე (ძალების ადვილად აღდგენისთვის), ესენია:
ინგლისისთვის თავისთავად ბრიტანეთი და + ლა-მანშის პროვინციები ევროპაში,
შვედეთისთვის სკანდინავია + დანია,
კასტილიისთვის ესპანეთი და + საფრანგეთი პროვინციები გენუის ცენტრიდან,
პორტუგალიისთვის საფის სავაჭრო ცენტრი.
ამ ზონაში შემავალი პროვინციების წართმევა ან ომის მიზეზად გამოცხადება იკრძალება 1700 წლამდე, მაგრამ ეს პროვინციები შეიძლება წაართვას AI-მ, ალიანსის დახმარებით.
დანარჩენი წესები:
1. აკრძალულია კოალიციების შექმნა ან კოალიციაში შესვლა.
2. გვაქვს ზავი ერთმანეთთან 1500 წლამდე (რომ გავიდეთ კოლონიებში უპრობლემოდ, ქვეყნები მოვიყვანოთ ჯანზე).
3. 1500-მდე ერთმანეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა შეიძლება, მაგრამ ან თეთრ ზავზე გადიხარ, ან არ იღებ ბრძოლაში მონაწილეობას. აჯანყებების ან მოწინააღმდეგეების დაფინანსება შეიძლება სტარტიდანვე.
4. არანაირი შეზღუდვა AI-სთან ალიანსებზე და AI-ს გამოყენებაზე.
5. ომის შემთხვევაში:
ა) განსაზღვრულ %-ში რას წაიღებს გამარჯვებული, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, დამარცხებული ვალდებულია დაეთანხმოს.
ბ) შეიძლება კაპიტულაცია ომის დასაწყისშივე 50%-ზე, აგრესორი ვალდებულია მიიღოს.
გ) სანამ ასცდება უპირატესობა 30%-ს, შეიძლება კაპიტულაცია 75%-ზე.
დ) ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია კაპიტულაცია 100%-ზე.
ე) თუ ალიანსი არ ნებდება და უპირატესობა ასცდა 85%-ს, ორივე კაპიტულირდება 100%-ზე (ანუ სათითაოდ 100%).
ვ) შეიძლება ყველაფრის მოთხოვნა, გარდა ალიანსს შორის მოკავშირეობის გაწყვეტისა.
6. აკრძალულია მოთამაშის ვასალის/კოლონიის განთავისუფლების მხარდაჭერა.
მგონი ყველაფერია, გამოჩნდება ვის რა შეუძლია შეზღუდვებისა და კრუჟოკების გარეშე.
+ გვექნება გლობალური ომები, 1500-დან ევროპა-აფრიკა-ამერიკა, შემდეგ კი მთელი მსოფლიოც.
ინგლისსა და ნიდერლანდებს ჰქონდათ ომები მთელ მსოფლიოში და 4-მა ვერ უნდა მოვახერხოთ?
+ ვაჭრობას მიეცემა უზარმაზარი მნიშვნელობა, რადგან მეტი შემოსავალი მეტი ლინკორი და ნაიომნიკია, შესაბამისად გამარჯვების მეტი შანსი.
This post has been edited by MIRAGE2000 on 10 Jun 2016, 00:11