მასონიები ვართ, ვერ უნდა მიხვდე?
_GHOST_ვერ იღებს რუსეთი იმდენ ქულას, რასაც დასავლეთ ევროპელი კოლონისტები.
პოსპოლიტით ყველაზე ძლიერი ვიყავი, მაგრამ ქულებით ბოლო.
* * *
6-ის მერე მოვალ და
შეეცადეთ შეგროვდეთ 7-სთვის.და წესები გადაიმეორეთ!1. შეიძლება ყველაფერი, რაც არაა პირდაპირ აკრძალული წესებით.
2. ნებისმიერი სადავო საკითხი წყდება ხმათა უმრავლესობით.
3. 1500 წლამდე აკრძალულია მოთამაშეზე თავდასხმა, ან AI აგრესორის მხარდაჭერა (აუცილებლობის შემთხვევაში ომიდან უნდა გახვიდე თეთრი ზავით).
4. შეიძლება ანალოგიურ სიტუაციაში AI-ს დაცვა აგრესორი მოთამაშისგან, თუ ომის დაწყებამდე იყო დადებული ალიანსი ან გარანტია.
5. ყოველ მოთამაშეს აქვს "მშობლიური მიწა", რომლის წართმევაც არ შეიძლება 1700 წლამდე. ასევე არ შეიძლება მისი განთავისუფლება ან სხვისთვის გადაცემა (დაახლოებით 200-300 განვითარება ჯამში).
6. ზავით შეიძლება შემდეგი %-ის აღება:
1500-1600 - 50%
1600-1700 - 70%
1700+ - 100%
7. ზემოთ მოცემულ %-ზე კაპიტულაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში და აგრესორი ვალდებულია ზავი მიიღოს.
8. კაპიტულაციის შემდეგ მოთამაშე ვალდებულია მიიღოს ნებისმიერი მოთხოვნა მოცემულ %-ში.
9. ზავს დებენ ომის ლიდერები ნებისმიერი მათთვის ხელსაყრელი პირობებით, მათ შორის დამხმარე მოთამაშების (ანუ მოთამაშეები, რომლებიც ომში ჩაერთვნენ ლიდერის დასახმარებლად) მიწების გადაცემით.
10. დამხმარე მოთამაშისგან შეიძლება შემდეგი %-ის აღება:
1500-1600 - 20%
1600-1700 - 30%
1700+ - 50%
11. ზემოთ მოცემულ %-ზე კაპიტულაცია დამხმარე მოთამაშეს შეუძლია ნებისმიერ მომენტში, აგრესორი ვალდებულია ზავი მიიღოს.
12. დამხმარე მოთამაშე კაპიტულაციის შემდეგ ვალდებულია მიიღოს ნებისმიერი მოთხოვნა მოცემულ %-ში.
13. ალიანსით თავდასხმის შემთხვევაში:
ა) ორი მოთამაშის შემთხვევაში - შეიძლება მხოლოდ შესაბამისი %-ის 2/3-ის აღება.
ბ) სამი მოთამაშის შემთხვევაში - მხოლოდ 1/2
აღნიშნული შეზღუდვა მოქმედებს მხოლოდ აგრესორზე.
14. არ შეიძლება მიწების წართმევა ისე, რომ მოთამაშის მიწების ნაწილი დარჩეს ბლოკირებული და არ იყოს სახმელეთო ან საზღვაო გზა.
15. არ შეიძლება ომში ნეიტრალური მხარის ფლოტის გამოყენება.
16. არ შეიძლება კოალიციების შეკვრა.