კაი პარტია იყო ჩემთვის

ბრიტანეთს დავეჯახე და მთლიანი კარიბი და მექსიკა წავართვი, მაგრამ ძლივს გადავურჩი მაგ ომს, მოკავშირეები ყავდა ბოჰემია, უტრეხტი, მილანი და გენუა
უტრეხტმა და ბოჰემიამ 80 კ ჯარი შემოიყვანეს დანიაში, მე სულ 40 მყავდა, კიდე 20 კ მექსიკაში და 10 კ კარიბის ზღვაში
მექსიკის 20 კ წამოვიყვანე, აზრი არ ქონდა, რადგან ჩემი ვესტ ინდოეთი, ამერიკა და ვინლანდი სახეს აძრობდნენ ბრიტანეთის მექსიკასაც და თვითონ ბრიტანეთსაც
105 ხომალდიანი ფლოტით ვეძებდი ბრიტანეთის ფლოტს, ვიპოვე პორტუგალიის სანაპიროსთან, ჰოლანდიასთან დავეწიე და ვეტაკე, მარა ჩათლახებს 2 ვარსკვლავიანი ადმირალი ყავდათ, მოვუგე მარა 79 გემი დამიტოვეს, აქედან 21 სახაზო და დანარჩენი ტრანსპორტი
ბრიტანელებს დარჩათ 41 გემი, სულ ყველა ტრანსპორტი, რომელშიც ჩასვეს 35 კ ჯარი და გადაისროლეს კარიბებში, იქ დავაზახვატე ეგ ფლოტი და ჯარიანად დეივი ჯოუნსის გზას გავუყენე

დარჩენილი ფლოტი უკან წამოვიყვანე და გამიმართლა, ბოჰემია და უტრეხტის 70 კ-იანმა არმიამ მთელი დანია დაიკავა და კოპენჰაგენს უტევდა, ფლოტი ორად გავყავი და აქეთ-იქეთ ამოვუყენე და შედეგად დარჩა ეს 75 კ არმია კოპენჰაგენში, ვერც შვედეთში გადადიოდა და ვერც დანიაში, ამასობაში ჩემი ჯარებით მთელი დანია გავათავისუფლე და ბოჰემიასთან, უტრეხტთან და დანარჩენებთან თეთრი ზავი დავდე და შემრჩა მარტო ბრიტანეთი, რომელსაც წავართვი მთელი მექსიკა და კარიბის ზღვის რამდენიმე კუნძული კურასაოს გარდა
შემდეგ პატივცემულ ფროლესტმა დაიწყო ესპანეთთან ომი, რომელსაც პორტუგალია ყავდა მოკავშირედ, ამ ორს კიდევ კანადაში და ფლორიდაში კარგი ხორციანი კოლონიები ქონდათ, რომელზეც თვალი მიჭირავს დიდი ხანია

ცუდი ის იყო, რომ ესპანეთის მოკავშირეები იყვნენ ჩემი მეზობელი ტევტონები, 80 კ არმიით

ზუსტად იგივე სცენარით ვიმოქმედე, ოღონდ უფრო გამიმართლა, 2-ად გაყვეს ტევტონებმა არმია, 1 ცალი გამოვკეტე კოპენჰაგენში და მთლიანად მოვსპე, მეორე კი საფრანგეთში გადავიდა (რომელიც ჩვენი მოკავშირე იყო) და კაი მძღ*ერიც ჭამა, გამოაბუნძულეს 35 კ ჯარი უკან 12 კ-თი, რომელსაც გზაში დავხვდი და შევჭამე

ტოსკანამ აიღო თავისი პროვინციები და ჩემთვის მთელი ესპანური კანადა და პორტუგალიის ფლორიდის 2 პროვინცია
ამის შემდეგ შევარდი კონგოში და დავიპყარი და სავაჭრო კომპანია გავხსენი, შემდგომი გეზი არის სამხრეთ აფრიკა, რომელიც ბრიტანეთს და პორტუგალიას უკავია
ჯერ პორტუგალიას უნდა დავცხო, ( რომელსაც ბრაზილია უჯანყდება და მე ვმასტავ), უნდა წავართვა ფლორიდა და სამხრეთ აფრიკა, შემდეგ კი ბრიტანეთს უნდა დავცხო და კურასაო წავართვა, სამხრეთ აფრიკა და შეიძლება კოლუმბიაც, ვნახოთ

ბოლოს რო ვნახე ვიყავი მე-6-ე ადგილზე, მაგრამ ჩემ შემდგომს, მგონი ოსმალეთს ვეწეოდი სინათლის სიჩქარით
სადღაც 30-40 წელი მყავდა რეგენტი, სხვადასხვა და ყველა ბანძი ქულებით, 3 მემკვიდრე ხოშიანი ქულებით მომიკვდა 13-14 წლის ასაკში და მაგან მაგრა დამხია უკან, მაგრამ საფრანგეთის დინასტია გაიჩითა ჩემთან და საკაიფოდ მოვიხოდე