1670 წელია, შეიძლება ითქვას გეგმას ვასრულებ, პრობლემები მარტო ევროპაშია.
ემბარგოები მაქვს, კოალიცია შემიკრეს, მეც 180K შევკრიბე და ველოდები რა მოხდება.
კოლონიებში არმია აღარ მჭირდება, თავისით ქაჩავენ.
ფლორიდას, კოლუმბიასა და მექსიკას 23-23K ყავთ, სხვებს შედარებით ნაკლები.

ევროპაში ვერაფერს ვაკეთებ, კოალიციის დაშლას ველოდები.
ავსტრია და უნგრეთი მოკავშირეებია, უნგრეთის ტახტს ველი რა ხანია, მაგრამ ვერ ვიღებ...
ავსტრიასთანაც რომ მქონდეს სადაო მაწყობს, გადავუვლი უპრობლემოდ.
უნგრეთი თუ ხელში ჩავიგდე, ოსმალეთს კარგი დღე არ დაადგება.
ამ ეტაპზე სევილიისა და ლა-მანშის ხელში ჩაგდება მინდა, მივდგები ესპანეთსა და ბრიტანეთს როგორც კი კოალიცია დაიშლება. თამაშის ბოლომდე უნდა მოვახერხო 100%.
დალშე იტალია და შეძლებისდაგვარად ნიდერლანდები.

აფრიკაშიც იგივე პრობლემაა, კოალიცია.
მაროკო გავხერხე, ცოტა ტუნისსაც დავახიე.
დაიშლება კოალიცია და ტუნისს გავანახევრებ.
მთავარი აქ პორტუგალიაა, ინდოეთის სამხრეთი ჰქონია დაკავებული

ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკას ჩამოვართმევ, თუ მოხერხდა ავსტრალიასაც, მაგრამ ეგ ჯერ არ მჭირდება.
შემდეგ კასტილიის ჯერი დადგება, კონგო უნდა დავიპყრო. კასტილიას რამდენიმე პროვინციად დაუჯდება კონგოს დაცვის მცდელობა.
ამ ომების შემდეგ საჩქარო აღარაფერია, აფრიკასა და ინდოეთს დავიკავებ მთლიანად.


ამერიკაში გეგმა შესრულებულია, ზღვიდან მოწყვეტილ კოლონიებს უცებ მოვსპობ. სადღაც 150K-მდე მოგროვდება კოლონიებში, პარსავენ ყველაფერს უჩემოდ

ესაც სტატისტიკა:
პრობლემა ფლოტია, თუ ასე შეიძლება ითქვას. 20 სახაზო უნდა შევუკვეთო კიდევ, თორემ გავიჩალიჩებ.
ჰანზამ ფლოტი აღიდგინა, ოსმალეთი ჯანზეა, ნიდერლანდები ხ.ზ რას იზამს, კოალიციაშია ახლა.

