ძაან კაი პარტია იყო, ასეთი მგონი ჯერ არ გვქონია არასდროს

დაძაბული, დაუნდობელი, საკაიფო ტაქტიკებით ორივე მხარეს, ზარალით და კაროჩე
ჩემი დღე იმით დაიწყო, რომ ინდოეთში ფეხი მოვიკიდე, როგორც იქნა
ამ დროს ომი იყო ესპანეთთან, რომელსაც კავშირი ქონდა ტევტონებთან
ჩემი და ტოსკანას მოკავშირე კი საფრანგეთი იყო
ტევტონებს შევაწყვიტე მთელი ჯარი, თუმცა უშედეგოდ, მაგათ დაცვის იდეები ქონდათ, მე შეტევის, რაც ფაქტიურად აბათილებდა ყოველგვარ ბონუსს, მაგრამ ისინი ტექნოლოგიურად წინ იყვნენ და რიცხობრივადაც, პლიუს მე ვუტევდი და ამან განაპირობა ჩემი ტოტალური მარცხი

თუმცა ომი მოვიგეთ და ტოსკანამ ჩემ კოლონიებს ჩამოურიგა ესპანეთის კოლონიები, რითიც ჩემები ძაან გაბლატავდნენ და შემიწყვიტეს გადასახადების გადახდა
მე დავიწყე მზადება ახალი კოლონიური ომისთვის, 4 არმია გადავისროლე ნიუ იორკში, ერთადერთი ლოიალური 13 კოლონია დარჩა და ვაპირებდი მაგის დახმარებით ჩამეხშო ეს ბუნტი, როცა ტოსკანამ მორიგი ომი დაიწყო სიცილიისთვის, მეც დამიძახა და 4-ივე არმია გადავტყორცნე დანიაში, სადაც ომებში დასუსტებულ ტევტონებს როგორც იქნა ვძლიე, გამოვუმწყვიდე დარჩენილი ჯარები და 0-ზე დავტოვე და დავიწყე პომერანიის ალყა, თუმცა ყველგან ბოლო დონის ციხეები ქონდა და იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა ეს ალყები რო ომიც მორჩა და დავრჩი მშიერი
მაგრამ პარალელურად ტოსკანას ომი ქონდა სპარსეთთან, სადაც აშკარად დახმარება ჭირდებოდა, 2 დიდი არმიით უტევდა სპარსელებს, რომელთაც მობილიზების შემდეგ თითქმის 5ჯერ მეტი არმია დაახვედრეს
ერთ გადამწყვეტ მომენტში, სპარსეთმა ისარგებლა რა ტოსკანას ფლოტის არ ყოფნით მარმარილოს ზღვაში, გადმოსხა დესანტი კონსტანტინოპოლში, მაგრამ ეს ერთგვარი ხრიკი იყო ტოსკანას მხრიდან, მან სპეციალურად შემოიტყუა ეს ჯარები, მაგრამ მაინც უშედეგოდ, შვედეთის ჯარები ცოტა მოშორებით იყვნენ ბალკანეთის მთებში, და იმ დროს ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში, როცა სპარსეთს უკვე დამარცხებული ყავდა ტოსკანას მთავარი არმია, შედეგად შვედეთის 3- 25 ათასიანი არმია შერჩა სპარსეთის 100 ათასზე მეტ კაცს დესერტად, 2 არმია მთლიანად განადგურდა, მესამემ კი თავს უშველა მაკედონიის მთებში
შვედეთმა დაიწყო მობილიზება, გადმოიყვანა დანიიდან კიდევ 1- 25 000-იანი არმია
ბევრი ბრძოლების შედეგად, როგორც იქნა ტოსკანამ და შვედეთმა გატეხეს წელში სპარსეთის არმია, რომელიც უკუიქცა შუაგული აზიისკენ, ჩვენი არმიები მიყვნენ ფეხდაფეხ და გამაგრდნენ ტრაბზონში, სადაც კარგი პოზიციები დაიკავეს თავდაცვისთვის
დამატებითი ძალების მოსვლის შემდეგ მოკავშირეებმა დაიწყეს კავკასიის მასიური შტურმი ორი მიმართულებით, ჩრდილოეთისკენ, საქართველო და ყირიმი დაიკავეს შვედეთის ჯარებმა, სამხრეთით კი სომხეთის და ერაყის გავლით, შუაგული სპარსეთისკენ მიიწევდა ტოსკანა, სპარსეთი კი უკან იხევდა და დარჩენილი ძალების მობილიზებას ახდენდა, რათა ერთიანი ძალებით დაერტყა და დაემარცხებინა მოკავშირეები
ასევე აქტიურად იყო ომში ჩაბმული შვედების უზარმაზარი ფლოტი, ხან სპარსეთის პროვინციების ბლოკადით, ხან ჯარების ტრანსპორტირებით
ერთ მომენტში, შვედების მესამე არმიამ ნახევარ დედამიწას შემოუარა და დესანტი გადასხა სპარსეთის ინდურ პროვინციებში, სადაც დაიკავა პოზიციები და ისევ უკან, მთელი აფრიკის შემოვლით დაბრუნდა ფრონტის ხაზზე კავკასიაში
სპარსეთმა, ისარგებლა რა მოკავშირეების ჯარების დაყოფით, 70 000-იანი ჯარით გაეშურა ჩრდილოეთით, შვედეთის მცირე რიცხოვანი, (ჯამში დაახლოებით 50 კ) ძალების ალყაში მოსაქცევად, რადგან ისედაც მცირერიცხოვანი შვედების არმია, დაყოფილი იყო სხვადასხვა პროვინციების ალყებისთვის, თუმცა ეს დროულად შენიშნეს შვედებმა და აცნობეს ტოსკანას, რომელმაც ისარგებლა სპარსელების ამ მანევრით და მოტიტვლებული ტერიტორიების გავლით შეიჭრა ისპაჰანში, სპარსეთის დედაქალაქში, სადაც რამდენიმე სისხლიანი ბრძოლა შედგა, სპარსელები არაერთხელ დამარცხდნენ, მაგრამ ბოლოს ძალა გამოცლილმა იტალიელების ჯარებმა ვეღარ შეძლეს ამ მასიური შტურმის მოგერიება და სწრაფად დაიხიეს უკან, საქართველოსკენ, სადაც მათ უნდა შეერთებოდა შვედების ორი არმია, მაგრამ შვედების ერთ-ერთი 25 კ არმია სპარსელებმა გამოიმწყვიდეს გურიის ტყეებში და ის იყო უნდა ამოეხოცათ ბოლო შიკრიკამდე, რომ მოუსწრო მათ ტოსკანელების და შვედების დარჩენილმა ჯარებმა და სპარსელები ისევ დამარცხდნენ და ამ ჯერად საბოლოოდ, მათ ზავი ითხოვეს, რის შედეგადაც შვედებმა მიიღეს ინდოეთის სპარსული პროვინციები ინდოეთის სავაჭრო კომპანიისთვის, ტოსკანელებმა კი მიიღეს ანატოლიაში 4 სპარსული-თურქული პროვინცია, ამასთან დამატებული, სპარსელებმა რეპარაციების გადახდაც იკისრეს
რავარი მემატიანე ვარ, ლეონტი მროველი საფლავში ბრუნავს ბრაზისგან

თუ რამე შემეშალა ან დამავიწყდა დაწერეთ და ჩავასწორებ, ამ ომის ცუდად აღწერა დიდი ცოდვა იქნება
ბანძები ვართ, სურათები უნდა გადაგვეღო, მარა ვის ახსოვდა, რომ მორჩა ეს ომი, იდაყვებიც სისხლიანი მქონდა, იმდენი ვიკვნიტე თითები და ხელები