ყველაფერი მოვსინჯე და მუღამი რომ აღარ მაქვს, საქართველოს დავუბრუნდი.
პირველად კარა-კონლუმ ეგრევე მხია და ახლიდან დავიწყე(რაღა აზრი ჰქონდა).
1. სტარტზევე ურთიერთობებს ვაუმჯობესებ ოსმალეთთან და პოლონეთთან, + პრეტენზიები გაზიკუმლუზე(მგონი აზე ჰქვია).
როგორც კი პრეტენზიები მზად იყო, დავუშვი და დავიპყარი, დიპლომატი ეგრევე შირვანზე პრეტენზიებისთვის(არ ყავდა მოკავშირე).
დავიპყარი გაზიკუმლუ, დავცხე შირვანს და ეს დავივასალე.
რადგან რეკრუტების და ფინანსების კატასტროფული მდგომარეობაა, ტრაპიზონიც და ჩერქეზეთიც მოკავშირეებად მყავს.
დაპყრობა შემიძლია, მაგრამ მერე 20 წელი მაინც დასჭირდება არმიის აღდგენას, მანამ საქართველოსგან აღარაფერი დარჩება...
პოლონეთთან ალიანსი არ გამომივიდა, ლიტვასთავ გავახერხე.
რად გინდა, მიიერთა ეგრევე პოლონეთმა...
2. დამარტყა კარა-კონლუმ, ოსმალეთმა სუბსიდიები დამინიშნა

სრაზუ მოვხიე აფხაზეთში, მაგრამ იმერეთში ჩერქეზეთისა და ტრაპიზონის არმიებია, იქ 18 000 მოწინააღმდეგე მიდის.
გადავწყვიტე დახვედრა და სერიოზული ბრძოლა მოვიგეთ.
შემდეგ რამდენიმე პატარა ბრძოლა, მაგრამ აშკარაა ვერ გავუქაჩავ ან არმიის გარეშე დავრჩები, ორივე კამპანიის დასასრულია 100%, ამიტომ დავუზავდი.
მე გავათავისუფლე შირვანი, გადავუხადე ცოტა ფული და წაიღო კახეთი
მე არმია შევინარჩუნე, 10K და + 5K რეკრუტი მგონი.
3. ამასობაში ტერგზე პრეტენზიები მზად მქონდა, მაგრამ მოკავშირე არ მყავს, მივადექი მასკოვიას.
მოხერხდა ურთიერთობების ჩაწყობაც და ალიანსიც, გამოვუცხადე ომი და ხუნძეთის მთებში ჩავაყენე არმია, ფეხს არ ვუცვლი, ურდო და მასკოვია იბრძვიან
საჭირო მომენტში ქართველები დაეშვნენ მთებიდან და თერგი და ასტრახანი შემოუერთეს საქართველოს

პოლონეთთან ალიანსიც და დინასტიურიც გავახერხე და კინაღამ ვასალი გავხდი, მემკვიდრეს ისე ველოდი, იშვიათი მამა ელოდება სამშობიაროსთან ასე

არმია შევინარჩუნე, რეკრუტები აჯანყებულებმა გამიჩანაგეს.
4. კარა-კონლუმ ისევ დამცხო, მე ისევ უკან დავიხიე, შევატოვე მოკავშირეები.
ტრაპიზონი გამოთიშეს, დაიწყეს საქართველოს დაპყრობა, მაგრამ ორჯერ აჯანყებულებს გადააწყდნენ, ქვეყანაშიც რაღაც არეულობა დაეწყოთ... ისევ ფული მივეცი და რეპარაციები, ტერიტორიები შევინარჩუნე
5. მასკოვიამ ომში დამიძახა, იასნა დავიკიდე.
პოლონეთს სადღაც ევროპაში "დავეხმარ", მოვიგეთ.
პოლონეთს დავუძახე ურდოს წინააღმდეგ, მე ისევ ხუნძეთის მტებში ვზივარ და ველოდები როდის ამოწყდება ურდოს არმია.
შედეგად + 3 პროვინცია

აჯანყებების ჩახშობას მთელი არმია გადავაყოლე...
6. კარა-კონლუმ ხიჯაზი დაიპყრო მგონი, არაბეთში მოჯდა.
ამას მოყვა მამლუქებტან ომი, ვნახე და 17K არმია ყავს თითქმის რეკრუტების გარეშე.
მოვუწოდე მოკავშირეებს და დავცხე, დამხვდა დაუფინანსებელი ციხეები და სრაზუ ავაგდე სადღაც 50% უპირატესობაზე

კაროჩე დავიბრუნე კახეთი, წამოვიღე ერევანი და კიდევ 1 პროვინცია, სამხრეთში მამლუქებმა მოუგეს... კარა-კონლუ კარგად გაიწიხლა, თუმცა საქართველო მაინც ვერ გაუქაჩავს.
7. ჩერქეზებმა ყირიმთან ომში დამიძახეს, სად მქონდა ბრძოლის თავი...
+ ამას ვნახე ოსმალებს პრეტენზია აქვთ ტრაპიზონზე, მე კიდევ გარანტია მივეცი... სრაზუ გავუუქმე და ალიანსიც მივაყოლე. ჯერ ცოცხალია, მაგრამ...
არმიაც, რეკრუტებიც და ნაიომნიკებიც აჯანყებებს გადავაყოლე, ბოლოს 2K არმიით დავდევდი და ვათავისუფლბდი რასაც იპყრობდნენ. ასე გრძელდებოდა, სანამ მეზობლებთან არ გადავიდოდნენ.
8. ნოგაი და ურდო ერთმანეთს ჩეხავენ, მე ორივეზე ვამზადებ პრეტენზიებს, იმედი მაქვს ერთ-ერთი უარმიოდ დარჩება.
მოკავშირე პოლონეთიღა დამრჩა, რომელმაც დიდი ომი გადაიტანა უნგრეთთან და მეეჭვება დამეხმაროს.
ამ ღარიბ საქართველოში ფული საიდან ჰქონდაო თუ გაინტერესებთ, 4 გადაუხდელი სესხი მაქვს ალბათ ვენეციიდან, გული მიგრძნობს ძალიუან დიდხანს ვერ დავაბრუნებ.
+ ოსმალეთი მაფინანსებს ომებში და მეც მომაქვს ომებიდან.
ახლა ოსმალები დამიმეზობლდნენ და ურთიერთობები ფუჭდება...
10კ არმია ამხელა საქართველოს დაპყრობას სულ ეყოფა, ძალიან ბევრი აჯანყებაა, გაატრაკეს რა...
* * *
"აყვავებული" საქართველო


ყველაფერი გავაკეთე, რაც აუცილებელი იყო:
მაქვს ალიანსი პოლონეთთან,
მასკოვიას განვითარების საშუალებას არ ვაძლევ,
ოსმალეთთან მშვიდობა შევინარჩუნე.
სამაგიეროდ რაც საჭირო იყო და არა აუცილებელი, ყველაფერი ჩავაგდე...
ვესტერნიზაციის შანსი არ მაქვს, გენუა მოსპეს. ველოდები პოსპოლიტს, მაგრამ მგონი არ აპირებს პოლონეთი...
ვერ გავედი სამხრეთში ზღვაზე, შესაბამისად ვერ დავასწრებ ევროპელებს როგორც ჩანს.
1600 წელია და ჯერ ნორმალური არმია არ მყოლია.
სავაჭრო ცენტრებში ვერსად ვერ მოვიკიდე ფეხი კარგად.
მთავარი პრობლემა რაც მაქვს, ტექნოლოგიებში ჩამოვრჩი. აჯანყებებია და როგორმე რომ შემემცირებინა, სტაბილურობა მაქსიმუმზე მეჭირა, ომით გადაღლასაც ვამცირებდი... შედეგი სახეზეა:

ნოგაი და ყაზახები ვასალებია, აღმოსავლეთში კარგად მოვახერხე გაფართოება.
მასკოვიასთან მქონდა ომი, როცა ევროპამ გადაუარა და ნოგაი გავაფართოვე ძირითადში.
მთავარი პრობლემა ახლა ოსმალეთია, 80K არმია ყავს და პრეტენზიები ჩემ მიწებზე, მე კიდევ 15K, ჩამორჩენილი...
არმიითა და ფინანსებით პირველ გვერდზე ვერ ვხვდები ჯერ, თუმცა მალე უნდა გადავიდე.
ფაქტიურად ვერც ვერაფერს ვაშენებ.
ახლა ფულს ვაგროვებ ნაიომნიკებისთვის, ურდო უნდა დავიპყრო.