snexდაყარე სკრინები
იაპონია გადაიდო, მაგას ახალ ვერსიაში ვითამაშებ.
პოლონეთი დამრჩა ამ ვერსიაში.
ერთხელ კარგი კამპანია ცავაგდე აჯანყებებით, მეორედ სეივი დავკარგე.
პოლონეთს სერიოზული პრობლემები და პერსპექტივები აქვს.
პრობლემებშია დაბალი ხარისხის არმია და აღმოსავლური ტექნოლოგიები, ერთი-ერთზეც კი სერიოზულად უჭირს ტევტონებთან.
ტევტონებს უკეთესი არმია ყავთ, ლიმიტით დიდად ვერ ჯობნი, მეტი შემოსავალი აქვთ, უკეთესი გენერალი...
ალიანსში ყავს ლივონია, მელკბურგი და დანია...
პოლონეთს პატარა ვასალები და ლიტვა, მაგრამ ხარისხი სერიოზული პრობლემაა, მითუმეტეს თუ რიცხობრივი უპირატესობა არაა.
შესაბამისად ან ელოდები შვედეთის აჯანყებას, ან ძალიან მძიმე ომში ერთვები ყველას წინააღმდეგ.
პრობლემები იწყება შემდეგ, უნგრეთი გირტყამს 100%, საფრანგეთი და ავსტრია ყავს ალიანსში, თან ავსტრია იმპერატორია ბონუსებით...
გერმანულებიდან მოკავშირედ მოდის ბრანდენბურგი, ბოჰემია, საქსონია...
მაგრამ ასევე დიდ ომში ჩაგითრევენ უპრობლემოდ.
მოკლედ ვიწყებ:
1 ვასალი, 1 მარკა.
ფინანსებით მე-16, არმიის ლიმიტით მე-11.
ალიანსში ლიტვა და ბოჰემია.
გეგმა ასეთია:
რაც შემიძლია ვაფართოვებ ლიტვასა და პოლონეთს, პოსპოლიტს ვქმნი.
შემდეგ უკვე ვიწყებ შეტევას ყველა მიმართულ;ებით.
რუსებს აღმოსავლეთით გავრეკავ, რომ მოასწრონ კოლონიზაცია, მერე წავართმევ. წესით ჩინეთამდე უნდა გავიდე.
ოსმალეთს ვაძევებ ევროპიდან და აზიაში გადავალ როგორც მოხერხდება.
დასავლეთში ბოჰემია, ავსტრია და უნგრეთი უნდა ავითვისო, ჩრდილოეთში სკანდინავია დანიის ჩათვლით.
გეგმები დიდია
* * *
1460 წელი, კარგი სტარტი მაქვს საკმაოდ
მალევე გამოჩნდა მეფე, მალე აჯანყდა შვედეთი

2 პროვინცია ლივონიას დავათმობინე ლიტვისთვის, 3 ჩემთვის ავახიე ტევტონებს, + რეპარაციები და ფული წავართვი ორივეს.
მელკბურგი არ ცაერია ომში, შესაბამისად ვერ დავივასალე(არადა გაასწორებდა).
ბოჰემია კარგად გაფართოვდა, მოკავშირედ უკვე გამოდგება.
ლიტვა უნიაშია, მაზოვია ვასალი და მოლდავეთი მარკა.
არმია 12K და არანაირი რეკრუტი + აჯანყების საფრთხეა. მალე დამთავრდება ზავი ტევტონებთან, მაგრამ მგონი ომს ვერ შევძლებ.
ფინანსებით მე-11 ადგილზე გადავედი

საქართველომ კარგად გაიჯეჯილა და შორიდან ამის საჩვენებლად დავსკრინე:
* * *
ცოტა უცნაურად მიდის ჩემი კამპანია...
რა უნდა ინგლისს ვერ გავიგე, სამჯერ მეომა უკვე
ტევტონები მოვსპე, ყოველი ომიდან ლივონიის პროვინციას ლიტვას ვაძლევდი და კარგად გავაფართოვე.
ასევე დავიპყარი ყირიმი და ეგაც ლიტვას გადავეცი.
პომერანიასთან მქონდა ომი და დანციგი დავკარგე, მაგრამ დავიბრუნე მალევე.
ნორმალური მოკავშირე ვერ ვნახე, მარტო ვარ ფაქტიურად.
ტევტონები რომ დავივასალე შვედეთმა და ინგლისმა დაუჭირეს მხარი სეპარატიზმზე, ძლივს გავუქაჩე.
კიდევ როგორც იქნა მელკბურგი დავითრიე ვასალად, კარგად გავაფართოვებ.
ძველი შეცდომა გავითვალისწინე და პოსპოლიტის შექმნამდე მივიღე რეფორმაცია, ასევე ვასალებიც ვაიძულე გადასულიყვნენ ახალ ჭეშმარიტ რელიგიაზე.
ლიტვა და მოლდავეთი ამიჯანყდნენ, რა თქმა უნდა ინგლისი ისევ ჩაერჭო და შვედეთიც...
ლიტვა დავიბრუნე, მაგრამ მოლდავეთი ვერა, 2 პროვინცია წავართვი სამაგიეროდ სამიდან.
კარგად მიდიოდა ყველაფერი და ოსმალეთმა დამცხო...
რავი რა ###დ უნდოდა, რასაც არ ვთავაზობდი არ იღებდა ზავს, მელკბურგის გათავისუფლებას მთხოვდა, არადა მაგას ნახევარი პოლონეთის დაკარგვა მირჩევნია.
შედეგად ლამის 10 წელი ვიომეთ, როცა კი უპირატესობას მოიპოვებდა ნაიომნიკებს ვყრიდი და ისევ ვიმარჯვებდი...
საბოლოოდ ერთი პროვინცია დავკარგე, რომლითაც შავ ზღვაზე მქონდა გასასვლელი და ერთიც ბრანდენბურგს დავუბრუნე.
ახლა ტრაკში ვარ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
1. მასკოვია და სკანდინავია ალიანსში არიან, არც ერთს არ ვევასები თავისთავად.
2. უნგრეთი ალიანსშია საფრანგეთთან და ავსტრიასთან, პრეტენზიები აქვს ჩემ მიწებზე.
3. ოსმალეთი ალიანსშია სპარსეთთან(ისე ხომ უჭირს რეკრუტებში...), შემდეგი ომი დროის ამბავია.
4. პოსპოლიტის შესაქმნელად და დასავლურზე გადასასვლელად პომერანიის პროვინცია მჭირდება, მაგრამ წართმევა არ შემიძლია...
და კიდევ ერთი წვრილმანი, არმიას დედა ეტირა, ლიტვას ვაბშე 10K არ ეყოლება, რეკრუტები ორივეს 0-ზე...
პოსპოლიტის გარეშე შემჭამენ, ყველა მხრიდან მტრებია თან როგორი.
და ამ დროს პოსპოლიტის შექმნა არ შემიძლია.
ფული კი მაქვს კარგად, მაგრამ ეგ არ მიშველის.
ნეაპოლთან გავახერხე ალიანსი, მაგრამ არ ვიცი რაში წამადგება.