Gioma771აუ მაგარი ვინმე ხარ

ვარლორდზე რო დახურე და თან ამბობ ასეთი (კულტურული მოგება) რამე არასოდეს გამიკეთებიაო

ვარლორდზე რასაც გინდა იმას იზამ ტო

იმედია ცუდად არ მიიღებ

საუკეთესო თამაშში და replayability-ში გეთანხმები. მამენტ ერთადერთი თამაშია მგონი, რომელსაც კამპანია როგორც ასეთი არ აქვს და ესეთ რენდომ რუკებზეა დაფუძნებული. ნუ, სცენარები მოყვება ხოლმე ბონუსად, მარა სხვა თამაშების მსგავსად კამპანიის დარად არასოდეს აღმიქვია. მაგალითად, ცივ5-ში არც ერთი სცენარიო არ მაქვს ნათამაშები და დახურული

აგერ უკვე ამდენი ხანია ვთამაშობ (ცივ2-დან მოყოლებული) და ჯერ არ მომბეზრებია, პირიქით. მეხუთე იყო ყველაზე ცუდი ცივი მგონი და იმასაც ამდენი დრო შევახარჯე და ეს საერთოდ უმაგრესია იმის მერე.
ისე, ჩემი აზრით აქ AI მართლა დებილია. და უპირატესობაც ვერ აქვთ ისეთი, როგორც ცივ 5-ში იყო, მარტო იმის გამო, რომ აქ საიენსს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. ყველაზე მნიშვნელოვანია პროდუქცია, რაშიც შეგიძლია გაუქაჩო. და კიდევ ძალიან დიდი ცვლილებაა ის, რომ როცა იმათ სეტლერს დაითრევ შენი სეტლერი ხდება და არ გადაიქცევა მშენებლად. ანუ, ფაქტიურად დეიტის უპირატესობები (დამატებითი სეტლერები) შეგიძლია შენს უპირატესობად აქციო და დაახიო, დაუდგა ცხვირწინ ქალაქები. ნაციონალური საოცრებები რომ არ არის და ჰეფინესიც აღარაა (ნუ, არის, მარა ლოკალური), ცივ4-ის მსგავსად შეგიძლია იმდენი ქალაქი დადო, რამდენიც გინდა. ამიტომ, დეიტის შეგიძლია მალე ამოუღო ის ბონუსი, რაც აქვს.
გორგოთი ვითამაშე. კაიფი ისაა, რომ ომის გამოცხადება გაწყობს, თითო მოკლულზე კულტურა მოგდის და კულტურულ პოლისიებში საშინლად სწრაფად მიდიხარ

მომწონს რა, მაგრამ მე მგონი გასართულებელია. მართალია ჯერ არ მომიგია დეიტიზე, მაგრამ რომ ვაფასებ არ გამიჭირდება. ერთი ეგაა, ჯერ არ მყავს საყვარელი ცივი. გერმანია მომეწონა ძირითადად ჰანზას გამო. იმპერიალ ქალაქებიც კაი რამეა,მარა მგონი ისეთი სასწაული ბონუსიც არაა. სხვა არ ვიცი, რომი ჩანს კაი დაბალანსებული ცივი და ეს გორგო, ვაილდქარდ პოლისი დამატებით მართლა კაი რამეა, და ამას პლიუს კულტურა თითო მოკლულიდან. სხვა ცივილიზაციები დიდად არ მომწონს..
ხო, ვინც არ იცით, სკვითები (ტომირისი) ბროუქენ ცივია

საკა ჰორს არჩერს გამოიყვან, 2 კოპია გეძლევა, ერთს გაყიდი - 200 გოლდად იყიდება, შენობებს იყიდი. ინფრასტრუქტურას ავითარებ უნიტების ხარჯზე და თან მანამდე შეგიძლია ეს ცხენოსნებიც გამოიყენო.
დანარჩენები რავი რა, გერმანიამ კაი შთაბეჭდილება დატოვა, რომი დაბალანსებულია თითქოს, საბერძნეთი კაია, სხვები არ ვიცი... შუმერები დიდად ვერ დავამუღამე. რუსები არის კაი ცივიო, მარა მაგეებით პრინციპულად არ ვთამაშობ ჯერ. არაბეთი მგონი დიდი არაფერი. აუცილებლად დაემატება ცივები და ვნახოთ, ჩინგიზ ხანით რომ არ ვითამაშო ისე როგორ იქნება

ხო, melee უნიტები თითქმის გამოუსადეგარია

იმის გამო, რომ აქ მოძრაობა გართულებულია 1 სვლაში მოძრაობა და დარტყმა თითქმის არ ხდება არასდროს. ცხენი გჭირდება ამისთვის. თანაც ცხენი სასწაულად ძლიერი ჩანს, პირველივე ჰორსმენი. მე მგონი ეგეც დასაბალანსებელია ცოტა, თორემ შუბოსანიც კი ადვილად კვდება ცხენის წინააღმდეგ.
This post has been edited by Bowman on 28 Oct 2016, 23:41