Gioma771ninevenick_el_sonმე ვეღარ მოვითმინე და ჩავიწერე ელექსი და 2 ღამის ნათევმა ვითამაშე 5 საათი და მინდა ვთქვა რომ ძალიან კარგია
გოთიკას ტყუილად ვადარებთ, დარწმუნებული ვარ ელექსი რომ 2001ში გვეთამაშა იგივე აზრი გვექნებოდა ეხა და რატომ:
სამყარო ზუსტად იმავე მიდგომითაა გაკეთებული, რაც გოთიკებში იყო
ლუთი არის ყველგან მათემატიკური სიზუსტით ჩადებული
5 საათი ვითამაშე 7 ლეველზე ვარ და რა ხმლითაც და მშვილდით დავიწყე, ისევ მაგით ვარ, უკეთესი ვერ ვიშოვე
უფრო სწორედ 1-2 ვენდორთან შემხვდა და სტატები არ მყოფნის
ძალიან რთული თამაშია, აი ძალიან მაგრამ ჯეტი ამარტივებს ბევრად, თუმცა უმრავლესობა მონსტრს და განსაკუთრებით ჰუმანოიდებს მოშნი რეინჯი აქვთ და ჯეტით რამე ვიშკაზე დაჯდომა და იქიდან რეინჯით მოკვლა არაა ფის ოფ ქეიქი ამბავი
რაღაც ჰაუნდ მონსტრი გამეჩითა, მელეეში მაგრა მიბაგუნებდა, თან რეინჯ კლასს ვაწყობ და მელეე დემეჯი ვაბშე არ მაქვს, ავფრინდი რაღაც კლდეზე, მეთქი აქედან დავბრიდავ თქო და შემარწყია რაღაცა ქვევიდან ორჯერ და ფოისონ დემეჯი დამადო და მიმაბრიდა

ბევრი ისეთი ქუესტი შემხვდა უკვე სადაც არაა მარტო მიდი მოიტანე, მიდი მოკალი
ედენის ლოკაცია ძალიან მომეწონა, და ვაბშე ყველა ქალაქი მოვიარე უკვე
განგსტერების ქალაქში ძაან მაგარი ქუესტი იყო ერთი, რომელიც იმენა არ დამავიწყდება
მომწონს ლეველინგი, კრაფტინგიც
ეხლა ჩემი მშვილდი დავააფგრეიდე, 22-ით მომემატა დემეჯი და ისეთი შეგრძნება მაქვს იმენა ბლასტერი მიჭირავს, ჩემი ლეველის მონსტრებს საკაიფოდ ვხოცავ
ნუ ჩონჩხიანი მონსტრების ცვენაა ყველგან, მაგრამ ან უნდა გაექცე, ან თუ დაბალი არმორი აქვთ, შორიდან ან ზევიდან უნდა ხოცო
სცენარი ჯერ არ ვიცი, იმიტომ რომ წავიკითხე, რომ ფრაქციაში როცა შედიხარ, სხვა ფრაქციების საიდ ქუესტები უქმდებაო და ამიტომ ჯერ სულ საიდ ქუესტებს ვაკეთებ და რასაც ვუყურებ, აი იმენა დახუიაა

6 საათამდე მაქვს გეიმფლები და რამდენი ქუესტი გავაკეთე და კლერიკების ქალაქში ეხლა მოვედი
თან გარეთ თითქმის არ მიბოდიალია, თორე ოხრადაა მიტოვებული სადგურები და სახლები და უამრავი ლოკაცია
ამიტომ მეინ ქუესტზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი
ისე ერთმა ის გატეხა რომ ეს ჯაქსი ალბია და უნდა ყოფილიყო მეოთხე ფრაქცია ცალკე ეს სეპარატისტი ალბები რო არიან, მანდ უფრო კარგად ჩაჯდებოდა
მე ბერსერკერებს ვიღებ, ჰანთერები მანდ ყავთ მშვილდიანი + მაგია, იდეალური შეხამებაა ჩემთვის
ის კოვბოი განგსტერები არ დამევასნენ (საჩემოდ თორე ისე თამაშისთვის ძაან საინტერესო სასტავია)
კლერიკები კიდე იმენა მართმადიდებელ მშობელთა კავშირია + ტექნოლოგიები

მოკლედ ერთი შეხედვით, ძაან კმაყოფილი ვარ
სამივე რიზენი მაქვს ნათამაშები, ჯერ-ჯერობით ჩახადა ყველა, მათ შორის პირველიც
და გოთიკას არ ვადარებ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს რა
აი დაახლოებით ისეთი თემაა, დღევანდელი რამე ნაწარმოები კლასიკას რომ შეადარო, სულ რომ მხეცი იყო, კლასიკა მაინც უმწიკვლოდ რჩება და არ გამოვა ეგ ამბავი
რამდენიმე შენიშვნა მაქვს მხოლოდ, რამაც ოდნავ გამიტეხა:
1. პერსონაჟს არ აქვს სტატები - ვტფ ბლიად. ზმანს აქვს არმორი, იარაღს დემეჯი მარა პერსონაჟს მთლიანად რამდენი აქვს ჰპ, დემეჯი, არმორი და ა.შ არსად წერია

2.მეორე გოთიკის კრაფტინგი მაინც ყველაფერს მირჩევნია - აქ ბევრად უფრო მრავალფეროვანია, აპგრეიდი მოსულა, დასოკეტება, მილიონნაირ ელექსირს და შპრიცებს ამზადებ, მაგრამ გოთიკაში ის მხიბლავდა, რომ კრაფტინგის ტრენერებს ქონდათ უნიკალური რეცეპტები ან მარტო ეგენი გასწავლიდნენ, აი ახალ ბანაკში რომ ბენეტი იყო, მაგან იცოდა მარტო მაგიური მადნით მჭედლობა და ა.შ აქ კიდევ ყველა ტრენერი ერთი და იგივე რაღაცას გასწავლის (ნუ დიდი ამბავი მარა მაინც დავწერე რა

)
3. ჯერ-ჯერობით არ შემხვედრია და მგონია რომ კომეტის დარტყმამდე ამ სამყაროზე თითქმის არაფერი იქნება ნახსენები, მხოლოდ პოსტ-არმაგედდონული თემაა და ეგეც მიტეხავს, მაგრამ რავი მეინ ქუესტის აზრზე არ ვარ და იმედი მაქვს მაინც, რომ ეს კლანური სისტემა და ალბები რაღაც კავშირში იქნება კომეტამდე ისტორიაში
მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთო, ჯერ ყველაფერი მომწონს, ატმოსფერო ძალიან კარგია, თითქოს გოთიკა 3ის პონტია, როცა რუკა კლიმატურ ზონებადაა დაყოფილი, მაგრამ იქ ფერის და ნპსების ტანსაცმლის და სტატების გარდა ამ კლიმატთან დიდი კავშირი არ იგრძნობოდა, აქ კიდევ პირიქითაა, აი გრძნობ რაღაცით რა
ანუ ზოგადად ატმოსფერო მომეწონა, ქუესტები მომეწონა, კომბატი მომეწონა (ოღონდ მელეეს ვაბშე არ ვხმარობ

), კრაფტინგი მომეწონა, ლეველინგი მომეწონა, სხვათაშორის გახმოვანებაც მომეწონა, ფრაქციების სისტემაც მომეწონა (რომელიც აბსოლუტურად ძველ-გოთიკურია, ერთი სული მაქვს ბერსერკერების პირველ არმორს როდის დავითრევ, ეხლაც მუშის ზმანით დავდივარ, მეორე გოთიკაში რომ იყო ფერმის გლეხის ტანსაცმელი, ზუსტად ეგრე ვარ

) რავი მეტი რაღა დავწერო
ნუ გრაფიკაზე არ ვწერ არაფერს, იმიტომ რომ მახატია, რა ენჯინი და რა გრაფიკა... ჯერ ერთი ეგეთი ბანძი გრაფიკაც არ აქვს, მერე კიდე გოთიკის თემა იმ ძველი ენჯინის გარეშე ვერ წარმომიდგენია, მაუსით რომ ქლიქავ აითემებზე და მაუსით რომ ებაზრები, ეგ რომ არ ყოფილიყო, ალბათ მაგრა გამიტყდებოდა, მაგას აქვს მუღამი

ხოოდა ბოლოს რამდენიმე კომპანიონი მყავს და ყველას თავისი უნიკალური ქუესტები აქვთ და ჯექსის მიმართ ლოიალურობა/დამოკიდებულება და ეგეც ძაან მომეწონა, ჯერ არც ერთი არ გმაიკეთებია, მაგრამ ვგრძნობ რომ ამათი ქუესტები ყველაზე მეტად იქნება დასამახსოვრებელი
ვინც ნახავთ კიდე დაწერეთ რა, მაინტერესებს სხვისი აზრიც