რა საყვარლები ხართ, მე კიდევ იმისთვის შემოვედი, სამშაბათ-ოთხშაბათს უნდა მეცალოს მეთქი
მე კარგი სტარტი მქონდა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ აფრიკაში მთელი არმია ტუზემცებმა მომისპეს რასსინქრონის გამო (დიდი არაფერი, ვალებით მაინც მოვიგე).
გადავედი პირველ ადგილზე დეველოფმენთით,
გადავედი პირველ ადგილზე ქულებით,
გადავედი პირველ ადგილზე შემოსავლით,
გადავედი პირველ ადგილზე არმიის რაოდენობით,
გადავედი პირველ ადგილზე ფლოტით (ზღვათა მბრძანებელი ბეღურა ჩემ ფლოტს დასცინოდა არადა, როცა ზღვაზე ომი არ მაქვს წაგებული რაც ერთად ვთამაშობთ

)
ავაწყე ეკონომიკა როგორიც მე მინდოდა, აღმოსავლეთ აფრიკაში მაქვს სავაჭრო ცენტრი დიდი გავლენით, კუნძულებიდან კიდევ იქ ვეზიდები ყველაფერს, ყველგან სავაჭრო კომპანიებია.
უძლიერესი ფლოტი მაძლევს საშუალებას კუნძულები დავიცვა, ამხელა სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში კიდევ არმიის გამოყვანა არ გაჭირდება ომის დროს.
პრეზიდენტთან შეთანხმება მაქვს, რომ ეგვიპტეზე გასასვლელს მომცემს ნებისმიერ მომენტში...
მაგრამ ამ ### ბაგმა კამპანია მომი###ა, მესამე თამაშია ვერ ვფართოვდები იტალიაში, არ შემიძლია მიზეზების შექმნა.
რაოდენობაზე ვაკეთებდი აქცენტს და ეს რაოდენობა ვერ ავიღე. ახლა ფლოტის ლიმიტი სადღაც 450 მაინც უნდა მქონოდა და ბევრად დიდი არმია, მაგრამ გამოდის, რომ 1/1 გვაქვს თანაფარდობა მე და არმენას ევროპაში, მაშინ როცა ტრადიციების ხარჯზე ბევრად ძლიერი გენერლები ყავს და დამატებით ბონუსებსაც იღებს.
იმ დილით ვცადე ომი და AI-სთან ომს ვიგებ, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ ძალიან ცუდად მოქმედებს.
თუმცა ასეც ლამის 2-ჯერ მეტი მაქვს დანაკარგი.
არმენასთან 100% წავაგებ და თან კატასტროფულად, მთავარია ერთად ატაროს არმიები.
ჰოდა ახლა დაპყრობებს ფაქტიურად მოვრჩი, ინდოჩინეთში და იაპონიაშიღა ვაპირებდი შესვლას, მე ვითამაშებ თუ AI დიდი არაფერი იცვლება ამით, ჩემზე დამოკიდებული მნიშვნელოვანი არაფერია. რასაც AI აირებს იმ ადგილს დავჯერდები, დიდი ქვეყნის დათრევა მაინც არ მქონდა იდეაში შემდეგზე, მაგრამ აი გამოთიშვა კი მინდოდა...
ჩაამთავრეთ უცემოდ და გადავიდეთ შემდეგზე, თუ აქ ვიქნები შემოგიერთდებით ხოლმე.