ვაჭრობა ცოტა დასამუღამებელია
გააჩნია რა ქვეყნით თამაშობ
ზოგადად ვაჭრობის არსი რაში მდგომარეობს:
რუკა იყოფა სავაჭრო ზონებად, ამ სავაჭრო ზონებში შედის გარკვეული პროვინციები
თითოეულ პროვინციას აქვს სავაჭრო ძალა, ეს აკუმულირდება და გამოდის მთლიანი სავაჭრო ზონის სავაჭრო ძალად, აი ამ ძალაზე მიდის მერე ჭიდაობა
აი მარტივად რომ ავიღოთ, ინგლისი და ჰოლანდიის მაგალითი
ეგ სავაჭრო ზონა არის ლა-მანშის, ანუ შედის მაგაში ინგლისის, ჩრდ. საფრანგეთის და ჰოლანდიის სანაპიროს პროვინციები
ინგლისში უფრო მეტი პროვინციაა რაოდენობრივად, მაგრამ უფრო ბანძი პროვინციებია, ვიდრე ჰოლანდიაში, ანუ პროვინციებს ცოტა სავაჭრო ძალა აქვთ, ამ სავაჭრო ძალას ზრდი ბაზრის შენობებით + სავაჭრო ფლოტის პატრულირებით
ეხლა მოგების მიღება როგორ ხდება
პროვინციებიდან სავაჭრო მოგების ჯამიც აკუმულირდება და ვთქვათ სულ არის სავაჭრო ზონაში 20 ოქრო, სავაჭრო ძალა (რაც ზემოთ ვახსენე) ვისაც მეტი აქვს, პროპორციულად იღებს ამ მოგებას + მოგებას ემატება სხვა სავაჭრო ზონებიდან შემოსული მოგება
მაგალითად ლა მანშის ზონაში ვაჭრობა შეგიძლია გადმოათრიო ძალიან ბევრი ზონიდან, ინგლისისთვის იდეალურია კარიბები, ჩრდ. აღმოსავლეთ ამერიკა და კანადა
(შეგიძლია ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და დას. გერმანიიდანაც წამოათრიო, მაგრამ იქ არც სახმელეთო მისასვლელი გაქვს , ანუ სავაჭრო ძალა 0-ია და ფლოტით იმდენს ვერ წამოიღებ, რომ გიღირდეს, 900 ქვეყანაა მანდ და ყველა თავის ლუკმას იღებს და ვერ ჩაეკვეტები)
როდესაც შენი ზონა გაქვს და მონოპოლია, მაქსიმალურად უნდა გაზარდო მერკანტილიზმი, რაც გიზრდის სავაჭრო ძალას პროვინციებში და მაქსიმალურად ეცადო სხვა ქვეყნის (თუ ვინმე გეცილება) სავაჭრო ძალა გადაწონო, რითიც შეგიძლია, გინდა პროვინციებში შენობების ჩადგმით, გინდა ფლოტით, გინდა მერკანტილიზმის აწევით
ამ ყველაფერს ემატება მთლიანი ქვეყნის სავაჭრო ეფექტურობა, რომელიც ტექნოლოგიებზე, იდეებზე და ტრადიციებზეა დამოკიდებული
რაც უფრო წინ ხარ დიპლომატიური ტექნოლოგიით (თუ ზოგად არსებულ დონეს უსწრებ) + 20 % გემატება, თუ სწორედ მახსოვს
და ეგ გეხმარება მაგრად სავაჭრო ძალის გადაწონვაში
ვაჭარს როცა ჩასვამ ზადმე ვაჭრობის წამოღების მიზნით, სავაჭრო რუკა ჩართე და დააკვირდი მაგ ვაჭარს რა მიმარტულებით მოაქვს ვაჭრობა
მაგალითად ინგლისით რომ თამაშობ, კარიბები შენია და მანდ ვაჭარს ჩასვამ (წესით ავტომატურად შენკენ წამოიღებს, მაგრამ მაინც უნდა ნახო) ისრით შეიძლება ესპანეთში წაიღოს
მე ხანდახან ესე ვშვები: თუ ჩრდ. აღმოსავლეთ ამერიკა კარგად მაქვს ათვისებული, კარიბებში უფრო მეტი კონკურენციაა ხოლმე, ამიტომ მაქედან მიმაქვს მაქსიმალურად ვაჭრობა ამერიკაში (სადაც არავინ მეცილება 1-2 პაპუასის გარდა) და მერე მაქედან მომაქვს ინგლისში, სადაც ჰოლანდია მეცილება ხოლმე, მაგრამ ყველგან შენობა მაქვს ჩადგმული და უზარმაზარი სავაჭრო ფლოტით +ჰოლანდიის ემბარგოთი მაქსიმალურად ვიღებ შემოსავალს
ხო ემბარგოც დამავიწყდა, ემბარგო უნდა დაუწესო მარტო შენ მეტოქეს, რაივალ რო ქვია, თორე მინუსებს გაძლევს, აღარ მახსოვს რაში
და ემბარგო ძაან მაგარი რამეა ლა-მანშში ჰოლანდიის შესაზღუდად, სხვა ქვეყნის ამოსაგდებად შენი ზონიდან, სხვა ზონაში კიდე ნაკლებად ეფექტურია - თან გაითვალისწინე ეგ კაზუს ბელის აძლევს მეტოქეს რომ სავაჭრო ომი დაიწყო
ინგლისით თუ თამაშობ, ჰოლანდია თუ ემბარგოს დაგიწესებს, შეგიძლია სავაჭრო ომი დაუწყო (რომლის % ადვილად იმატებს ბლოკადით) ბლოკადა დაიწყო ჰოლანდის, დიდი ფლოტით შენ დაცული ხარ კაციშვილი ვერ გადმოვა შენთან, და ვაჭრობა აახიე ომში და დაჯექი მერე და ფული ითვალე

ანუ შენ ვაჭრობის ძალას უმატებ კიდევ ჰოლანდიის ვაჭრობის ძალის ნახევარს
სხვა ქვეყნებზეც შეგიძლია იგივე, პროსტა იქ სახმელეთო საზღვარიც გექნება და უფრო ფართომასშტაბიანი ომი მოგიწევს, შეხედავ რა შენ თვითონ