კარგით რა მერამდენედ ტოო
დავიღალე უკვე რა
100 წელს ვთამაშობთ ფაქტიურად სულ
მესმის ვინმეს ქვეყანა თავზე რო დაექცეს უნდოდეს ახლიდან დაწყება, მაგრამ 1 წაგებული ომის და ქულებში ჩამორჩენის გამო წამდაუწუმ ახლიდან დაწყება რა პონტია
ერთმანეთში ომებს ვერიდებით, მაგრამ მაგის მიზეზი ისაა რომ 20-25 და 50 წელი გრძელდება
იმიტომ რომ დებილი წესები გვაქვს
1000ჯერ დავწერე როგორც უნდა გვეთამაშა და როგორც თამაშობენ უცხოელები, მაგრამ ერთი მირაჟი ჭედავდა მარტო და მერე ყველა აყევით

უნდა ვიომოთ ა.ი-ს პრინციპებით, რაც დონის მერე უნდა იდებოდეს ზავი და მორჩა
გვექნება ბევრი ომი და არა ერთი მასშტაბური, რომელიც იქნება 1500-ებში და 1600ბში და რჩება წაგებული ქვეყანა მომსპარი (მოთამაშის აზრით) მერე უტყდება თამაშის გაგრძელება, გადის და ვრჩებით თამაშს
მარტივი მაგალითი, შვედეთს უნდა პომერანია, დაცხო ავსტრიას, იომეს, აიღო შვედეთმა პომერანია + 2-3 პროვინცია ბალტიის სანაპიროზე
ავიდა ვორსქორი 35-ზე
ომის მიზეზის თიქით კიდევ დარჩა 15 ვთქვათ, სანამ ეს თიქი ავა, იქამდე თუ მოახერხებს ავსტრია დაბრუნებას ხო კაი, თუ არადა 1 წელი (მაგალითისთვის თუ გინდათ დავთქვათ 3) გავა და იდება ზავი, სადაც შვედეთი იღებს პომერანიას (ეს აუცილებელია) + იმდენ პროვინციას (მხოლოდ პომერანიის მიმდებარედ) რაზეც ვორსქორი ყოფნის + რეპარაციებსაც (თუ მოუვა) და კოლონიებიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში და თუ ეყოფა ვორსქორი)
ამ გათვლებით ვორსქორი იქნება 50-ზე, შესაბამისად უნდა ეყოს რამდენიმე პროვინციაზე (სხვა პროვინციები რა თქმა უნდა არაა სავალდებულო)
ანუ მე იმას ვამბობ, რომ ზავის აუცილებლობა უნდა იყოს ომის მიზეზის შესრულებაზე
განვიხილოთ ეხა მეორე მაგალითი, ავსტრიამ დაამარცხა შვედეთი, დაიბრუნა პომერანია და გაჩერდა, აღარ გადავიდა შეტევაზე, შეუძლია ზავში აიღოს რეპარაციები და ყველა სახის ეკონომიკური სანქცია + ქლეიმების და ქოურების გაუქმების მოთხოვნა თავის ან ვასალების ტერიტორიაზე
განვიხილოთ მესამე მაგალითი, ავსტრიამ დაამარცხა შვედეთი და გადავიდა შეტევაზე, სანამ თიქი გავიდა, აიღო ერთი ციხე, ზავში შეეძლება მხოლოდ ამ სთეითის აღება, სადაც ციხე აიღო
შეიძლება 2 ციხეც მოასწროს ვთქვათ, მაგრამ არა მგონია ვორსქორი ეყოს ამდენზე
ანუ მთავარი პრინციპია ვორსქორის თიქის დროის გასვლის დროს რამდენი გექნება ვორსქორი, მხოლოდ მაგდენით ხელმძღვანელობ, იმ წამსვე პაუზდება თამაში, არ იყოს ეე მოიცა 81 %-ზეა ალყა და უცებ ავიღებ და რაღაცეები
მე ვფიქრობ ამითი მეტად უფრო აზრიანი იქნება ომები, წინასწარ დაპლяნული

და აღარ იქნება ეს რომელიმე ქვეყნისთვის არმაგედონი
ერთი სთეითის, ან ქორების დაკარგვით თამაში არ მთავრდება
პარადოქსის ციტატაა თვითონ "ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთილებაში რამდენიმე პროვინციის დაკარგვით, მათი დაბრუნება მერეც შეგეძლებათ, განსაკუთრებით მტრის სისუსტის დროს"

წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება ისეთივე ბანძობა, ცივი ომივით კამპანია, სადაც ერიდება ყველა მასშტაბურ ომს, რადგან გრძელდება წლობით და მთავრდება ძირითადად ორივე ქვეყნის ტონა ვალებით , 0 რეკრუტით და ა.შ
თუ გინდა მონაწილეობდეს 23423423 ქვეყანა, არ აქვს მნიშვნელობა, ამით ის მოხდება რომ ომის არეალი ძირითადად მიზეზთან იქნება, გინდა დედაქალაქში შევარდი და გინდა მამაქალაქში, ომის მიზეზს თუ ვერ აიღებ, მოგებული მხარე გიდებს ზავს, თუნდაც 15-ჯერ მეტი არმია გყავდეს
ნუ უსმენთ მირაჟს
თავისი თამაშის ტაქტიკიდან გამომდინარე, მაგას არ აწყობს ეს პრინციპი თუ რა არის ვერ გავიგე, ზოგადად ისედაც არ მახსოვს ეგ ვინმეს რამეზე დათანხმებოდეს

ამის იმპლემენტაცია დაევალოს გეიმ მასტერს

ანუ ვინმე გაახურებს ზავის დროს და ქიქ ეგრევე