გაახურეთ რა!კაროჩე თქვენზე უმუღამო სასტავი მეორე არ მოიძებნება!
რამდენი წელია ვთამაშობთ და კამპანია არ დასრულებულა. ყველას რომ იდეალურად არ წაუვა საქმე, რად უნდა ამას ლაპარაკი, ვიღაც აგებს და ვიღაც იგებს.
700-ჯერ ვითამაშე მარტო საფრანგეთით, ვიხევი შუაზე, ყველა კონტინენტზე ომი მაქვს პარალელურად, ჯამში ალბათ 20 საათი ვაშენებ ქვეყანას და... იცი, აღარ გვინდა, მოდი ახალი.
რამდენჯერმე მარტო არმენასთან ომი მქონდა მიზანი, შემეძლო გამეფინა, მოვემზადე და... მოდი ისევ ახლიდან...
აღარ მაქვს უკვე მუღამი, რისთვის ვიტანჯავ თავს, ქვეყნის მოწყობა რომ მინდოდეს კარგად, არის სამაგისო თამაშები, აკეთე რაც გინდა, ააყვავე ქვეყანა თუ ქალაქი.
იმისთვის ვიტანჯავ თავს ქვეყნის მშენებლობაზე, რომ საომარ მანქანას ვქმნი, დიდ, ძლიერ არმიას, ძლიერი ფლოტითა და ეკონომიკით, საფრანგეთით როგორც წესი მეორე ადგილოსანთანაც კი უზარმაზარი სხვაობა მაქვს ჯამში და რისთვის? როცა უკვე დგება ამ მონსტრის გამოყენების დრო, კამპანიას ვწყვეტთ და მრჩება დირკა ბუბლიკისგან.
თუ მარტო ქვეყნის შენებაზეა საქმე, ვითამაშებ სინგლს საქართველოთი, გამოვიყენებ ჩეტებს და დავდებ WC-ს, ან ნებისმიერ უტოპიას გავქაჩავ, რა მიშლის ხელს.
მულტიფლეიერის მთელი მუღამი სხვა ადამიანებთან დაპირისპირებაა და ზუსტად ამ მომნტს კლავთ.
ახლა სანის იდეები... ნათურა ხომ შეგიცვლიათ ყველას? ხომ არაა რთული?
სანი ცდილობს გამოიგონოს სპეციალური სკამი, ზედ დადგები, დაიჭერ ნათურას და სკამი იტრიალებს.
თავისთვის ცდილობდეს ჯანდაბას, ჩვენც გვაიძულებს გამოიყენეთო

ისედაც ტამაშია უამრავი პირობითობით და კიდევ დამატებით შევზღუდოთ? მიზანი და აზრი?
დღემდე ვერ მოიფიქრეს კანონი, რომელსაც სათავისო გამოყენება ვერ მოუნახა ხალხმა ან სუსტი მხარე ვერ უპოვნა და შენ გინდა აქ 2 წინადადებაში ცატიო წესი, რომელიც ყველა შესაძლო მომენტს გაითვალისწინებს?
ნებისმიერ ომში დადგება მომენტი, სადაც ეგ წესი ერთი მხრის აზრით დაირღვა, მიდი და არკვიე ახლა მტყუან-მართალი.
და არაა რეალურად საჭირო, სწორად რომ თამაშობდეთ.
ვარსკორის შეზღუდვის აზრი? ახლა თუ დაამარცხა და 50 აახია 100-ის მაგივრად, შემდეგ ომშIც ხომ 100% ამარცხებს? ისევ 50 ვარსკორი... რა იცვლება?
არაფერი!ბისმარკის დროს პრუსიამ ამოიდო საფრანგეთი ყველანაირი ფორმით, მაგრამ მარტო მცირე რეგიონი აიღო. მანდ ვარსკორით შეზღუდეს? თუ გერმანიას არ უნდოდა?
ძალიანაც უნდოდა, მაგრამ ბრიტანეთმა, რუსეთმა და სხვებმა უთხრეს ან იმყოფინე, ან მაგასაც დაკარგავო.
რომელ კამპანიაშI არ შეგეძლოთ ეგ, რომ ვინმეს ზედმეტად დიდი ამბიციები შეგეზღუდათ?
აი ახლა, შვედეთი გერმანიას შეესია, ავსტრია-პოლონეთს ფიზიკურად არ აქვთ საშუალება წინააღმდეგობა გაუწიონ, ძლიერი მოკავშირეები ჰყავს შვედეთს. ვინმემ რამე გააკეთეთ სიტუაციის შესაცვლელად?
სანის საფრანგეთზე იმაზე დიდი მიწები ერგო, ვიდრე მე მქონია ოდესმე, მაგრამ მაინც დაუშვა, რომ ქეციანმა შვედეთმა გადაუსწრო სამხედრო ძალით!
რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს ამას? მოკავშირეობა ვაბშე არაფერ შუაშია, მოკავშირესაც არ აძლევდნენ ბევრის მიღწევის საშუალებას ისტორიულად, რომ ნამეტანი არ გასულიყო თავს.
აქ კიდევ საფრანგეთმა, რომელსაც უზარმაზარი რესურსები აქვს, მშვიდად უყურა როგორ ძლიერდებოდა შვედეთი და ხდებოდა მასზე ძლიერი, მაგრამ...
რად უნდა ამას წესები, რომ ელემენტარულად ორი ნაბიჯით წინ იფიქრო და შენი ინტერესები დააყენო ყველაზე და ყველაფერზე წინ?
ახლა სანი იტყვის, შვედეთი მოკავშირეა და მერე რაო. ეგ კლავს ზუსტად თამაშს!
იდეაში შვედეთმა ახლა საფრანგეთი უნდა გაიგდოს, როგორც კი საშუალება მიეცემა.
საფრანგეთისთვის კიდევ ერთგული მოკავშირე მაშინაა შვედეთი, როცა დახმარება დასჭირდება და არა როცა მთელ ევროპას გადაუვლის.
უაზროდ უდგებით ყველაფერს, ეგაა ყველა პრობლემის თავიც და ბოლოც. სტრატეგიულ თამაშში სტრატეგიასა და პოლიტიკას მეათეხარისხოვნად განიხილავთ და ეგაც ტუ გაგახსენდათ მარტო მაშინ.
ერთს ვასალობა უნდა, მეორე ფერმერობს, მესამეს რარაცის მუღამი აქვს თავისთვის...