ოჰო, სერიოზულად მოგილხენიათ!
2-3 დღით ადრე რომ გეთქვათ მეც წამოვიდოდი, უბრალოდ მაგ დღისთვის დავიგროვე ყველაფერი, რა ვიცოდი რამეს თუ დააპირებდით და ბოლო მომენტში გადადების შანსი არ მქონდა.
* * *
აირონმენზე მაქვს ჰოლანდიით დაწყებული და რაღაც მიზანიც მაქვს კამპანიის, ამდენი ხანია ვგეგმავ.
რაღაც ცუდად მიმდის საქმე.
ჯერ იყო და საფრანგეთის გარდა მოკავშირე ვერ ვნახე, ავსტრია ან ესპანეთი მაინც მინდოდა... პრინციპში ჯანდაბას, საფრანგეთი თუ გყავს, ყველა გკიდია.
აი მერე...
საფრანგეთი ხომ შოტლანდიას ეძმაკაცება, ალიანსი აქვთ და ინგლისი რომ დავაგდეთ, ამ სამმა გავიყავით. ფრანგული მიწები საფრანგეთს, ინგლისის თითქმის ნახევარი კუნძულზე შოტლანდიამ წაიღო.
ახლა საფრანგეთთან ალიანსიც დამეკარგა და მტრებში ვყავარ შოტლანდიასთან ერთად, ამ ქეციანი ქვეყნით არანაირი შანსი არ მაქვს თავისთავად.
დასავლეთში ერთი ნორმალური ქვეყანაღა დარჩა, ესპანეთი. იდეაში მე და ესპანეთს შეგვეძლო საფრანგეთის მოხრჩობა (სერიოზული მოკავშირე არ ჰყავს) თუ კარგ მომენტს დავიჭერდით, მაგრამ არა, იმანაც მტრებში ჩამსვა.
მოკავშIრეებად მყავს ბრანდენბურგი, დანია და პოლონეთი(დანციგიღა დარჩა და პოსპოლიტია), საკმაოდ დიდი ძალაა თეორიულად, მაგრამ!
რუსეთსა და ოსმალეთს ალიანსი აქვთ და ჯამში 345K არმია გამოჰყავთ 1565 წელს.
გვქონდა უკვე ერთი ომი და პოლონეთი, ლიტვა, ბრანდენბურგი, ჰოლანდია და ვენეცია ისე გვათრიეს, ისლანდიას თავშესაფარს ვთხოვდით

ჰოდა ერტის მხრივ კარგად გავედი კოლონიებში და თავდასხმასაც არ ველი პირდაპირ ჩემზე, მეორეს მხრივ კიდევ, ევროპაში თიტქმის ვერაფერს ვაკეთებ, არც ახლა ვარ საფრანგეთის დამმარცხებელი და არც მომავალში მაქვს ამისი პერსპექტივა.
ჰოდა რაც გამოვა გამოვიდეს, გავყვები ბოლომდე. აქცენტი მაინც კოლონიებზე უნდა მქონოდა.