არაფერი არ კნინდება იმით, თუ ილ-ღაზს 30 000 მეომარი ჰყავდა, პირიქით.
ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება შუა საუკუნეების ისტორიაში.
300-600 ათასების გვერდით ჩანს ცოტა, თორემ თანამედროვე ისტორიისთვის 30 000-იანი არმ,ია შუა საუკუნეებში ეს არის უმაღლესი კატეგორია, თუ რაოდენობებზე დაყოფ.
დაუმატე ამას ბრძოლის მნიშვნელობა, ქვეყნის შემზადება, მანევრები/მოქმედებები უშუალოდ ბრძოლის წინ... ბევრი იცი მსგავსი შუა საუკუნეებში?
უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან მითები და რეალობა, თორემ რომ უწერია ისტპრიკოსს მტერი იყო როგორც ზღვაში ქვიშა და ცაზე ვარსკვლავებიო, შეიძლება დაიჯერო?
შუა საუკუნეების მრავალმილიარდიანი არმია...
ისტორია მეცნიერებაა და სჭირდება შესაბამისი მეცნიერული კვლევა. არა უბრალოდ ციფრების გამეორება.
ახლა ნებისმიერი უცხოელისთვის, ვისაც ისტორია ესმის, დიდგორის ბრძოლა სასაცილო თემა ხდება, როცა ასეულ ათასებზე უწყებ ლაპარაკს, ყველამ იცის 100 000-იანი არმია არ არსებულა შუა საუკუნეებში, შესაბამისად შენი 300 000 თუ 600 000 უკვე ტყუილია.
და რადგან ეგ ტყუილია, უკვე სხვა ყველაფერიც დგება ეჭვქვეშ.
ზუსტად ამ ციფრებისა და ჩვენი ვაი ისტორიკოსების ბრალია, საქართველოს ისტორიას და თუნდაც კონკრეტულად დიდგორს რომ არ აქვს სათანადო აღიარება.
მსოფლიოს სამასხარაოდ აქციო შენი ისტორია სისულელეების მტკიცებით, სწორია?
რუსებმა ვერც სსრკ-ს დროს და სავარაუდოდ დღემდეც (ყველა ნაშრომს არ ვიცნობ ნამდვილად)
ვერ შეძლეს მეორე მსოფლიო ომზე ისტორიის დაწერა, რომელიც ოფიციალურ ვერსიად ჩაითვლებოდა, ანუ როგორ ჩანდა ეს ყველაფერი სსრკ-ს მხრიდან.
იცი რატომ?
რაც დაწერეს ყველაფერი იმდენად დიდი ტყუილი იყო გაბუქებითა თუ ფაქტების მოგონება/დამალვით, რომ სერიოზულად არავინ აღიქვა, თვითონაც კი.
მარტო ჟუკოვის მემუარებია 14 თუ 15 გამოცემა და ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება. რაც სასაცილოა, ჟუკოვის სიკვდილის მერეც იცვლებოდა მემუარები, სამარიდან კარნახობდა? უბრალოდ მიდგომა აქვთ ასეთი, არ შეუძლიათ სიმართლის თქმა.
ამ დროს ამერიკელებმაც და ბრიტანელებმაც უპრობლემოდ შეძლეს მისაღები დონის ვერსიის დადება. იმათი კულტურა იძლეოდა ამის საშუალებას.
დავანებოთ თავი ვიკინგების მოწვევასაც მბრძანებლებად და ჩუდის ტბაზე ნახევარი გერმანიის ამოწყვეტასაც, ხომ იცი კულიკოვის ბრძოლა?
დღემდე ამტკიცებენ რუსები სრულიად სერიოზულად, რომ კულიკოვის ბრძოლა უდიდესია შუა საუკუნეებში, მსგავსი არსად არაფერი გამართულა...
ამტკიცებენ ამას ისტორიკოსები, თუ შეიძლება ასე დაუძახო, უბრალო დეგენერატებზე ლაპარაკიც არ ღირს.
იცი რეალურად რა რაოდენობას იძლევა ის მასალა, რაზეც შეიძლება დაყრდნობა?
ესაა ბრძოლა, მთელი მაშინდელი რუსეთი ურდოს წინააღმდეგ.
რუსული მხრიდან იბრძოდა 5-7 000 კაცი! და ამათ გაიმარჯვეს დამაჯერებლად, გაანადგურეს მოწინააღმდეგე.
რამდენი იქნებოდა მოწინააღმდეგე? აშკარად არა მეტი, იმიტომ რომ კავალერიის ბრძოლაში რაოდენობიტ აღმატებულ ურდოს კავალერიას ვერ აჯობებდნენ რუსები, მითუმეტეს ასე. გამორიცხულია. ურდოს კავალერისტები ფაქტიურად ცხოვრობენ ცხენზე, უბრალოდ ჯდომას კი არ სწავლობენ.
ივანე მრისხანემ, როცა გააერთიანა უზარმაზარი რუსული მიწებიდა + აზიაში რასაც მისწვდა შეტენა თავის იმპერიაში, შეკრიბა მაქსიმუმ 36 000.
დოკუმენტურადაა ეს დადასტურებული, აღწერა ჩატარდა.
36 000 მაქსიმუმია XVI საუკუნის გიგანტური იმპერიისთვის (უკვე შუა საუკუნეებიც აღარაა!). შეიკრიბა ყველა, ვისი მოყვანაც შეიძლებოდა, ძალის დემონსტრაციისთვის და მოანდომეს ძალიან დიდი დრო.
აქედან გამომდინარე 30 000 vs 15 000 XII-ს დასაწყისში რანაირად გეჩვენებათ ცოტა? გრანდიოზული ბრძოლაა, ერთ-ერთი უდიდესი მაგ პერიოდში!
San1შენ პასიურ თამაშს რომ ვუყურებ ალერგია მეწყება
რანაირად შეგიძლია არ დაიპყრო საფრანგეთით ინგლისი, რომელზე მოთამაშე არაა?
გადაგყავს არმია შოტლანდიაში, უდებ ალიანსს და ეძახი ომში, შესაბამისად შენებს შავი დროშები აღარ ექნებათ და ფლოტის საჭიროებაც ქრება.
1 წელი გინდა და ფეხებს იშვერს ინგლისი, მოსთხოვე რაც გინდა.
This post has been edited by MIRAGE2000 on 11 May 2017, 17:51