ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!
Sl1pKn0T
არავინაა სრულიად თავისუფალი, ყველას უწევს სხვისი აზრებისა და სურვილების გათვალისწინება.
აქ რა ამბები გქონიათ...
George Bushშვედეთი, ავსტრია და პოსპოლიტი ეს ზუსტად ის მომენტია, მესამე რომ აშკარად ზედმეტია

როგორც კი პირველივე პროვინცია აიღო გერმანიაში, მაშინვე უნდა გამოგეცხადებინა ომი და გაგეგდო, პოლონეთი მხარს დაგიჭერდა.
თუ არა და არ ყოფილა მოკავშირე, იმიტომ რომ როცა ავსტრიას ნახევარი გერმანიის ახევას უპირებენ და ბოჰემიაზეა პრეტენზიები, უსამართლობის პიკია, მეტს რომ ვერ იზამ უბრალოდ.
იგივე შეცდომა დაუშვი რაც ბესოსთან წინაზე, არ დაიცავი შენი ინტერესები.
მაშინ მე გამოვაცხადე, არ ვერევი პაპთან ომში მეთქი, შენ შეგეძლო დაგეხმარებინა სანიც (არა მარტო სნექსი), აბა რისი მოკავშირეა და სამნი უპრობლემოდ გაიგდებდით არმენას, ბესოს არმია მაგ დროს არაფერს წარმოადგენდა.
შეგეძლო საერთოდ არ დაგეშვა დამატებითი მოთამაშე იტალიაზე.
თუ მაინც არ დაგიჯერებდნენ, ომი სტარტზევე...
ახლაც ელოდე და მაქსიმალურად მოძლიერების საშუალება მიეცი, რას ელოდი? არაა უბრალოდ სხვა ვარიანტი, ჩაკეტილია სკანდინავიაში და ან შენ ხარჯზე უნდა გაფართოვდეს, ან ზეზვასი.
რამდენი პპოვინციაც არ უნდა დაუთმო, ეგ მარტო ომის გადადებაა და არა აცილება.
გადადება კიდევ არ გაწყობთ, შვედეთი პოლონეთზეც უფრო ძლიერია, ავსტრია რა სახსენებელია საერთოდ.
და თუ მოძლიერდა, უკვე რასაც უნდა იზამს, ალიანსიც ვეღარ გიშველით.
თავიდანვე რომ გქონოდათ ერთიანი პოზიცია შენ და ზეზვას, რომ შვედეთი ვერ შეეხებოდა გერმანიას და რუსეთიდან მაქსიმუმ ნოვგოროდს დაუთმობდით, მოუწევდა კოლონიებში წასვლა და პრობლემები ექნებოდა უკვე სხვებთან, + სერიოზულად შესუსტდებოდა აქ, თქვენს მეზობლად. ახლა პოლონეთსა და საქართველოს ჰქონდათ ალიანსი შვედეთთან?
თუ კი, საინტერესოა რატომ?
და თუ არა, უბრალოდ ცალკე ომს გამოუცხადებდნენ და დასრულდა მანდ არმენას იმპერია, ჯერ არაა იმ დონეზე, ყველას ერთად გეომოთ.
და ყველაზე უარეს სიტუაციაში, არმიებს მოგაქირავებდნენ პოლონეთიც და საქართველოც, ომის ლიდერი ოსმალეთია... შეიძლებოდა რამდენიმე პროვინციის დაკარგვით ზავის დადება.
მთავარია რომ ამის მერე სამივეს სამიზნე შვედეთია.
არც გაფართოვების საშუალებას მისცემთ და როგორც კი შანსი მოგეცემათ შესდგებით.