Deutschland..მე ვარ ეგრე
მარა 1600-ების მერე უკვე მევასება ომები
https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=5227208 ესაა თამაშის ლინკი, ჩვეულებრივად დააინსტალირეთ და 1.28.2 Spain (d9f4) უნდა დაგიჯდეთ
მერე სტიმფიქსი ჩააგდეთ თამაშის პაპკაში
https://drive.google.com/open?id=1e-Fnk1gJR...HHTFiHaIDA9o1PC სტიმფიქსი
ჩართეთ სტიმი და თამაში მერე ჩართეთ.
მულტიფლეიერში რომ შეხვალთ, სერვერებს უნდა გიჩვენებდეთ, ესე იგი ყველაფერი სწორედაა
* * *
თამაში იქნება შემდეგი წესებით (თუ რამე არ მოგეწონათ, ჩამოაყალიბეთ და შევასწოროთ, არაა პრობლემა) :
საერთო წესები:
1. მოთამაშეს შეუძლია აიღოს ნებისმიერი ქვეყანა, არანაირი შეზღუდვა არაა, თუმცა სასურველია თუ ფილიპინებზე რამე 1 პროვინციანს არ აიღებს, აქ არ ვართ 30 და 50 კაცი, რომ ყველა რეგიონში გადავნაწილდეთ, სასურველია, ევროპა, ჩრდ. აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, ინდო-ჩინეთს არ გავცდეთ. ასევე სასურველია ყველამ ნორმალური ქვეყანა აიღოს და ექსპერიმენტებს შეეშვას biggrin.gif
ასევე, ვინც აიღებს ბრანდებურგს, ტევტონებს, საქსონიას, ავსტრიას და ა.შ პრუსიის შექმნის მიზნით, იცოდეს რომ დაშვებული იქნება ამ ქვეყნებზე თამაშის დასაწყისშივე აგრესიული პოლიტიკა, რადგან ენდგეიმში ფაქტიურად ყველა სხვა ქვეყანა უშანსოდ რჩება, ასე რომ ელოდეთ შუაგულ ომში მოთამაშისგან ომის გამოცხადებას, დასაპყრობი ქვეყნების დაცვას, იმპერიაში უხეშ ჩარევას და ა.შ და "ეე თამაშს ნუ მიფუჭებთ" და მსგავსი რამ აღარ იყოს biggrin.gif
ეს ეხება ოტომანებსაც. დანარჩენ ქვეყნებზე იხ. პუნქტი 4
2. მოთამაშეებს შორის დაშვებულია ალიანსები, მხოლოდ სხვა მოთამაშესთან ომის პერიოდში. მანამდე ბლოკების შექმნა ფლორენცია-ოტომანებით, შოტლანდია-საფრანგეთით და მსგავსებით არ შეიძლება, რადგან დიდი ომების შიშით ისევ ფერმერობა წავა (თუმცა შესაძლებელია 6 ან 8 მოთამასის შემთხვევაში ბლოკებით იყოს თამაში, ისედაც ითვალისწინებს ეს პატჩი მგონი მაგას, საერთო ქულები იქნებაო და ა.შ)
3. მოთამაშეს, რომელიც წააგებს ა.ი-სთან, ისე რომ დიდი შანსია ფეხზე ვეღარ დადგეს, ან მოთამაშესთან, ან ისე გამოვარდება თამაშიდან, შეეძლება აირჩიოს ახალი ქვეყანა და გადაჯდეს იმაზე, თუმცა დაუშვებელია იქსპლოიტინგი და თამაშის ბალანსის არევა, ანუ ვთქვათ, ვიღაცა ოტომანებზე ზის, წააგო ერთი ომი მამლუქებთან, გამწარდა,აიღო ვალები, გაბანკროტდა ძალით, დაშალა არმია, და მერე გადაჯდა მამლუქებზე, მსგავსი რამ აკრძალულია
4. დაუშვებელია მოთამაშისთვის თამაში გაფუჭება სტარტზე - განვსაზღვროთ 50 წლით, მაგალითად შვედეთის დამოუკიდებლობის დახმარება, როცა მოთამაშე დანიაზეა, ან ლიტვისთვის, როცა მოთამაშე პოლონეთზეა და ა.შ
განსაკუთრებით აკრძალულია ხელის შეშლა პატარა ქვეყნებისთვის, განვსაზღვროთ 100 წელი, მაგალითად ოტომანების მიერ იტალიის ქალაქ სახელმწიფოების გარანტია/ალიანსი, როცა მოთამაშე ფლორენციაზეა
რადგან ოტომანები 4ივე მხარეს ფართოვდებიან უპრობლემოდ, ფლორენციას კი მხოლოდ ერთი რეგიონი აქვს სტარტზე მხოლოდ, და იმასაც თუ ჩავუკეტავთ, მხოლოდ საკუთარი დეველოპმენტის ფარმის ამარა დარჩება
5. დაუშვებელია ერთი მოთამაშის მიერ მეორის "გაბუსტვა", ფულის ჩუქება, კონდოტიერების უფასოდ მიცემა, ხომალდების ჩუქება, მიწების ჩუქება და ა.შ
გამოვიყენოთ ყველამ თამაშის სახსრები, ვალი, კონდოტიერები ფულზე, მიწების გაყიდვა და ა.შ
მიწის გაყიდვა იყოს დაფუძნებული დეველოპმენტზე და სავაჭრო პოტენციალზე
1 დევლოპმენტი 50 დუკატი + სავაჭრო ბონუსი თუ აქვს, 100 დუკატი
6. თამაშის გამარჯვებული გამოვლინდება ქულებით, ამიტომ თავიდანვე იფიქრეთ იმაზე, რომ დიდ ქვეყნად გადაკეთდეთ, რომ დროულად მიიღოთ ვიქთორი ქარდი
ან შესაძლებელია ვიქთორი ქარდების გარეშეც ვითამაშოთ, თავიდანვე დავთქვათ
7. ლეჯერი არის ლიმიტირებული
დიპლომატიის და ომის წესები:
1. ომის დაწყება შეიძლება მხოლოდ მიზეზით, არ შეიძლება იქსფლოთი და მოთამაშის ქვეყანასთან ომის დაწყება მესამე ქვეყნის მეშვეობით, მაგალითად შუა ომში მოთამაშის მოწინააღმდეგე ქვეყნის დავასალებით და ა.შ
2. არ შეიძლება მოთამაშის დავასალება ან უნიაში ჩასმა
3. დაუშვებელია მოთამაშესთან ომის დაწყება, თუ ის სხვა მოთამაშესთანაა ომში და არ იგებს ამ ომს დიდი უპირატესობით, დავთქვათ 25 %ით
4. დასაშვებია მოთამაშესთან ომის დაწყება, თუ ის ა.ი-ს ეომება და არ აგებს ომს, აქაც დავთქვათ 15 %
5. ემბარგოს, მეკობრეების და სავაჭრო ზონაში აქტიური პოლიტიკის საპასუხოდ, დასაშვებია სავაჭრო ომი და ამ ომში ნებისმიერი ხერხის გამოყენება, და არ იყოს მერე "ეე რა პონტია, დამაქცია, 15 ვალი ამკიდა და ა.შ". თუ არ გაქვს ტრაკი, რომ ინგლისს ან ჰოლანდიას ზღვაზე გაუწიო კონკურენცია, მაშინ ნუ შეხვალ ლა-მანშში, იგივე ეხება ნებისმიერ სავაჭრო ზონას.
6. დასაშვებია, მოთამაშეების ვასალების, უნიების და კოლონიების დამოუკიდებლობის გარანტია, თუ არ ეწინააღმდეგება საერთო წესების მე-4-ე პუნქტს
7. დაუშვებელია მოთამაშის წინააღმდეგ კოალიციაში ჩაბმა
გამონაკლისი არის რევოლუციური მოთამაშე, ან ამ მოთამაშის დამარცხების ხარჯზე მიღებული აგრესიის დროს
ზავის წესები:
1. ზავის დადება სავალდებულოა, როცა ომის თიქი ავა ბოლომდე, რომელიმე მხარეს, თუმცა მანამდე ნებისმიერ დროს შესაძლებელია ზავის დადება, ნებისმიერი პირობით, თუ ორივე მხარე თანახმაა, რა თქმა უნდა. თიქის გასვლის დროს, იმავე წამს პაუზდება თამაში და ხდება ზავის გაგზავნა მოთამაშეებს შორის, დაუშვებელია პაუზის მოხსნა და ამ დროს პროვინციის/ფორტის აღება, მოთამაშის მოკავშირესთან ზავი და ა.შ
2. დაუშვებელია დამარცხებული მხარის მიწასთან გასწორება, წესების "იქსპლოიტი"-თ ან სხვა ხერხებით
მაგალითად, ქვეყნის შუაზე გახლეჩვა, 15 %ზე მეტი ვორსქორის ქვეყნების გათავისუფლება, თუნდაც 100 %ზე იყოს ვორსქორი. (არ ეხება კოლონიური სახელმწიფოს დამოუკიდებლობას) დეტალურად იხ. წესი N 4
3. დასაშვებია უნიის დაშლა, თუ ვორსქორი 85 %ზე ავიდა, თიქის გასვლამდე და დამარცხებული ქვეყანა არის აგრესორი
4. ზავის დადების დროს არ შეიძლება იმ პროვინციების მოთხოვნა, რომელიც დაკავებული არ აქვს მოთამაშეს. დაუშვებელია მიწის აღება იმ სთეითში, სადაც ფორტი არ იქნება აღებული. ასევე ანკლავების შექმნა და ისეთი მიწების აღება, რომელზეც გასასვლელი არ აქვს, გამონაკლისი მხოლოდ კუნძულები და კოლონიებია
კოლონიების აღება შესაძლებელია, თუ ამ კოლონიის დედაქალაქი აქვს აღებული მოთამაშეს/მის კოლონიას, სხვა შემთხვევაში მოთამაშე კოლონიურ მიწებს ვერ აიღებს
და ბოლოს, ვითამაშოთ ადამიანურად, 1444 წლიდან 1821 წლამდე 377 სათამაშო წელია, სადაც ყველაზე ცოტა 37 ომს მაინც მოასწრებთ ერთმანეთში, ამიტომ კეთილი ინებეთ, Fair Playით და ჯიგრულად ითამაშეთ, პატარა ან დიდ და სუსტ ქვეყნებს სტარტზე ანგარიში გაუწიეთ ძლიერებმა, ასევე ერთ ომში ნუ დააქცევთ მოწინააღმდეგეს, რომ აზრი ქონდეს თამაშს, თორემ ფროლესტის თქმის არ იყოს, მართლა თავისუფლადაა შესაძლებელი ოტომანებით სტარტზევე ჩაუჯვა ყველას თამაშში, გადაუარო ომში, ვასალები აახიო, უნიები დაუნგრიო და 1000 მამაძაღლობა უქნა სხვას.
%-ები რაც დავწერე, შესაძლებელია შევცვალოთ, პრინციპში ყველა წესი შესაძლებელია შევცვალოთ, პროსტა ვიმსჯელოთ ერთად და "ეე ეგრე არ მინდა"-თი ნუ შემოვიფარგლებით
This post has been edited by San1 on 16 Jun 2019, 18:10
** Peace Sells... but Who's Buying? **
---------------------------------------------------------------
ახალგაზრდა ჯანმრთელი კაცი მთავრობის მხარდამჭერი როგორ უნდა იყო...ძუძუ უნდა გიყვარდეს, ლუდი და ანარქია (c) შაქროII