snexერთხელ ჩემზეც, თუმცა მაგას ძალადობა არ ერქვა, იმ დღესვე დავნებდი
არაფერია, მოვდივარ ჯანზე თანდათან. როგორც კი პოსპოლიტი შეიქმნება, კონსტანტინოპოლი ჩემია.
* * *
ასეთი ცუდი სტარტი ჯერ არ მქონია იმას თუ არ ცავთვლით არმენამ რომ დამაჯერა, ბოჰემიის აღებაზე აგრესია მოხსნესო და სამმა კოალიციამ გადამასწორა
სტარტზე დაჯდა ძალიან ცუდად, უნგრეთისა და ტევტონების ალიანსი.
ტევტონებს მოკავშირეები ჰყავდათ სერიოზულად, ამიტომ უნგრეთს ვხიე, არმია ტევტონებთან მყავდა და შევჯლიგინდი ეგრევე.
ტევტონები ხომ ვათრიე, 100% ვარსკორზე დამნებდნენ, მოვუბრუნდი უნგრეთს და ახლა ეს ვათრიე, ამ პატარა არმიით ისეთები ჩავატარე, ომის ღმერთი ვარ მეთქი ვიძახდი
მაგრამ საიდან ჰყავდა უნგრეთს ამხელა არმია, ვერ გავიგე. ლიტვაში ერთი არმია მოვუსპე თავიდან, შემდეგ იყო რამდენიმე ბრძოლა კიდევ, მეორე არმია ყირიმთან მოვსპე და ჩავთვალე არმია აღარ უნდა ჰყოლოდა, ერთი 14 ოსმალეთმა მისცა და მაგას მერე მოვგუდავ მეთქი, 18 აჯანყებული ვცემე ისე, მორალი არ იყო ჯერ ყირიმის შემდეგ შევსებული და უცებ იჩიტება 14 უნგრელი მონსტრი გენერლით... ჩემი არმია ხომ მოსპო, ლიტვის დააყოლა.
ავსტრიას სანაპირო მიწები შევთავაზე და რომ ჩაერტო 45 არმიით, 2-3 თვეში 0-ზე იჯდა
მომიწია დანებება...
შემდეგ მეორე ცდა, ბოჰემია მომყვებოდა უნგრეთთან ომში, არმია თანაბრად ჰყავდათ. მეთქი ერთმანეთს გამოფიტავენ, ცოტას წავეხმარები და გადამწყვეტ მომენტში მივაგდებ ჩემ არმიას უნგრეთზე...
არ აიშვირა ბოჰემიამ ფეხები რამდენიმე თვეში 2 წაგებული ბრძოლის მერე? პიზდეც...
დავუძახე ისევ ავსტრიას ძველი გარიგებით, ისევ უზარმაზარი არმია ჰყავს, სადაცაა უნდა შეეჯახოს უნგრეთს და ტექნოლოგიებზე გადავრთე... 4 სამხედრო ავსტრიას, 8 უნგრეთს
დავზავდი ეგრევე, რისთვის გამეწირა ავსტრიული არმია, შანსი არ ჰქონდათ არანაირი.
ჯანდაბას, ვათვალიერებ რუკას, ოსმალეთზე გადავრთე, მაინტერესებს საით აქვს პრეტენზიები, მარტო მამლუქები და უნგრეთია მონიშნული და უცებ... მე მიცხადებს ომს
დავუძახე ყველას, ვიომოთ თუ დავნებდე მეთქი, მსურველი არავინ გამოჩნდა და მოვაწერე ხელი კაპიტულაციას იმავე დღეს.
დავკარგე პოლონეთის 2/3 და ლიტვის ნახევარი ჯამში
შემდეგ უკვე დაიწყო პოლონეთის აღზევება, დაკარგული მიწების ნაწილი დავიბრუნე და ისევ უნგრეთზე ვემზადები, ავსტრიამ დასცხო მოსკოვს.
შემდეგ სანი შევაწუხე შენც დასცხე მეთქი და როგორც კი ავიღე ახალი სამხედრო ტექნოლოგია, მეც ვხიე.
ვიბრძვით მე და მოსკოვი ლიტვაში, ეს ორი სადღაც სკანდინავიაშია. ვეძახი მაგრამ ვის აინტერესებს, სანი რაღაც კუნძულს უტრიალებს, ავსტრია სადღაც ნოვგოროდთან დგას
1-1-ზე მომიწია მოსკოვის არმიის განადგურებაც და რამდენიმე ციხის აღებაც მოსკოვის ჩათვლით.
შემდეგ უკვე კავკასიაზე წავედი, ცირკასია დავივასალე, საქართველოც დავივასალე (მარტო აფხაზეთი იყო დარჩენილი), ვასალი საქართველოს კლეიმებით კარა-კონლუს დავცხე და დავუბრუნე საქართველოს ყველაფერი + 2 სომხური მიწა.
აქეთ უნგრეთს დასცხეს და მეც ჩავერიე, დავიბრუნე ყველაფერი და + რამდენიმე პროვინცია გამოვაყოლე ხელს.
ახლა პრობლემები:
10-15 წელი არმიას ვერ ვქმნიდი, აჯანყებულები მისპობდნენ ყველაფერს. ჯოჯოხეთი გამოვიარე.
შემდეგ მინდა მართლმადიდებელი გავხდე და არ ჯანყდებიან არაფრით... ერთხელ აჯანყდნენ და მაშინვე სხვა აჯანყებულებმა წაახრჩეს
და ვალებიდან ვერ ამოვედი, 8 ვალზე ნაკლები არ მქონია პირველი ომიდან დღემდე, სანიმ აიღო სამი ვალი და ვაიმე დავიღუპეო

უკვე იმედი მაქვს ვეღარ შემეხება ოსმალეთი, მაგის გარდა არავინ წარმოადგენს საფრთხეს. ერთი ეგაა, 160 რეკრუტი მყავს სულ თვეში, ველოდები პოსპოლიტის შექმნას.
მანამ ტევტონები და უნგრეთი უნდა მოვსპო, ბოჰემიას წავართვა რაც უკანონოდ მიითვისა და აღმოსავლეთით გავფართოვდე.
ჯამში არმენას აქვს არაგონზე კარგი კამპანია, არც რაიუმე დაუკარგავს ბიზანტიას თუ არ ჩავთვლით და ბურგაც მაგას ერგო.
შემდეგ უკვე მე და სანი, დიდი გაჭირვების შემდეგ ფეხზე ვდგებით.
სანის შვედეთზე უკეთესი მდგომარეობა აქვს და ამდენი პრობლემა არ გამოუვლია, სამაგიეროდ პერსპექტივები უკეთესი მაქვს ჩემი აზრით.
სნექსის მამლუქები იმის იმედად არიან, რომ ოსმალეთი პოლონეთის შიშით ვერ შეეხებათ, თუმცა ვერ ვიტყოდი რომ დარწმუნებული ვარ ამაში
სანამ ოსმალეთი ჯანზეა, მამლუქებს მომავალი არ აქვთ.
დარჩა სლიპი ავსტრიაზე და ბუში იაპონიაზე. ან ერთი რას აკეთებს ან მეორე, აზრზე არ ვარ.






This post has been edited by MIRAGE2000 on 13 Sep 2017, 13:17