მოკლედ დავიწყეთ ახალი პარტია, სამწუხაროდ ინტერნეტის დაბალი სიჩქარის გამო ორი მოთამაშე გამოგვეთიშა და დავიწყეთ ოთხმა
San1 - ინგლისი
valfar - შვედეთი
snex - ოსმალეთი
frolest - ფლორენცია
ორ-ორ გუნდად
ოსმალეთი-ფლორენცია vs ინგლისი-შვედეთი
თამაში შეჩერდა 1512 წელს და ზოგადი მდგომარეობა ასეთია :
1. ქულები :

2. გუნდური ქულები :

3. ლიდერები :

4. მმართველები :

5. სახმელეთო დანაკარგები :

6. საზღვაო დანაკარგები :

7. სავაჭრო ზონები :

8. დიდი ქვეყნები :

ცოტა ხანში დავდებ თითოეული ქვეყნის მიმოხილვას, დავიწყებ ფლორენციით.
* * *
ვიწყებ მიმოხილვას ფლორენციით:
ფლორენცია - frolest1449 წელს ფლორენციამ დაიწყო პაპთან ომი, რის გამო არ ვიცი, და ოტომანების დახმარებით გაიმარჯვა.
შემდეგ ფლორენციამ დაიპყრო უმბრია, ამ ომში ოსმალებთან ერთად ყველაზე დიდი ბრძოლა გაიმართა, სადაც ამ ალიანსის 22000მა კაცმა დაამარცხა მოწინააღმდეგეების 27000-იანი არმია. შემდეგ 1460-იან წლებში ფლორენციამ იომა პაპთან და წაართვა რომანია და ურბინო. ამ ომში ალიანსის 23000იანმა ჯარმა დაამარცხა პაპის და მოკავშირეების 32000-იანი არმია.
შემდეგ 1470-1480 წლებში ფლორენციამ დაიკავა ლუკა, რომელსაც მოუგო ლუკას ბრძოლაში 14000იანი ჯარით, 7000-ს.
ამას მოყვა ფლორენციის მოკავშირის, ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ კოალიციური ომი, სადაც ფლორენციამ აქტიურად მიიღო მონაწილეობა. კოალიციის წევრები იყვნენ პოლონეთი, უნგრეთი, მამლუქები და კიდევ ბევრი ქვეყანა, თუმცა ოსმალეთმა სულ ყველა გაანადგურა, ისე რომ კოალიციისთვის სამარცხვინო ზავიც კი დაიდო, დაიკავა ტრანსილვანიის უნგრული მიწები. ბრძოლები მიდიოდა ბალკანეთში, ტრანსილვანიაში, ლიტვაში, ყირიმში, ანატოლიაში, სადაც ოსმალეთს ჰქონდა უპირატესობა, ყველგან. ამ ომში რაღაცნაირად ჩაერთო შვედეთიც, თუმცა რა მიზანი ქონდა და რატომ, კაცმა არ იცის
შემდეგ ფლორენციამ ნაპოლს გამოუცხადა ომი, რომელსაც დაეხმარა სიუზერენი არაგონი და მისი მოკავშირეები, აქაც ოსმალეთის ძლიერმა არმიამ, ზურგზე მოკიდებული ფლორენციის ჯარით დაამარცხა არაგონი და შეუქმნა ფლორენციას ანკლავი სამხრ. ესპანეთში, საიდანაც ფლორენცია გავა ახალ სამყაროში.
1512 წლის მდგომარეობით ფლორენცია ძალიან კარგ პოზიციებზეა, რესპუბლიკის წყალობით აქვს კარგი ეკონომიკა, ტექნოლოგიურად არის მოწინავე ქვეყანა და ექსპანსია აქვს ულიმიტო, ბიძია ოსმალეთის დახმარებით







* * *
snex - ოსმალეთიოსმალეთი სტანდარტულად სწრაფი გაფართოებით იწყებს. ძალიან ბევრი წვრილ-წვრილი ბრძოლები ქონდა, რომელზეც არ ღირს ყურადღების გამახვილება.
თავიდან დაიპყრო ბიზანტია და ათენი. შემდეგ გადაუარა რამაზანს და კარამანს, რითიც ანატოლიაში ოსმალეთის ჰეგემონია დამყარდა.
ამის შემდეგ მიიღო ფლორენციის ომებში მონაწილეობა, პარალელურად გაიგდო წიხლქვეშ ყოინლუ. შემდეგ მიადგა სერბეთს და გაანადგურა. ამას მოყვა ვალახიის ოკუპაცია და დავასალება. ასევე იომა ვენეციასთან და ხმელთაშუაზღვაში უპირობო ლიდერი გახდა. ამ პერიოდში ყირიმის ხანმა მფარველობა თხოვა ოსმალეთს, რომელმაც მოძმე თათრებს უარი არ უთხრა და მარკად დაიყენა, თუმცა შემდეგ ვერაგულად გაუუქმა მარკა და დაივასალა, რომელსაც მალე შეიწოვს.
რაც შეეხება კოალიციურ ომს, ოსმალების აგრესიული გაფართოების წინააღდეგ, ჯერ შეშფოთება გამოთქვეს დიდმა მეზობლებმა, თუმცა ოსმალების თავგასულობამ ყოველგვარ ზღვარ გადააჭარბა და ყველა მხრიდან დაუწყეს ომი, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს ომი კრახით და უნგრეთის მიერ ბლომად მიწების დათმობით დასრულდა.







* * *
San1 - ინგლისი
რაც შემეხება მე, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისით/ბრიტანეთით 1000ჯერ მაქვს ნათამაშები, სინგლშიც და აქაც, ესე ჯერ არ ჩამისვრია.
არადა სულ თავიდან გადასარევი სტარტი იყო, მეორე გენერალი მომცა 2 ვარსკვლავიანი ივენთით, თუმცა ვარდების ომი გადამედო, რადგან გაჩნდა მემკვიდრე
მოვკალი ეს მემკვიდრე და ჰოი საოცრებავ, ზუსტად ორ თვეში მეორე გაჩნდა, ამას დაემთხვა მეფის დაბრედვაც და დედოფალი რეგენტი გამეჩითა, 0 ქონდა სამხედრო ქულა.
ბურგუნდიამ, რომელიც ჩემი მოკავშირე იყო, დაცხო პროვანსს, რომელიც დამასტა საფრანგეთმა, გავიყვანე ჩემი 28კ არმია, 2 არმია, 14კ-იანები 2-2 ვარკსვლავიანი გენერლებით, დაველოდე ბურგას ომს, რამდენიმე ბრძოლა ქონდათ, ხან ბურგამ მოიგო, ხან საფრანგეთმა და დასუსტდა. ვისარგებლე ამით, გამოვუცხადე ომი და რას ვხედავ, სამხედრო ტექი ისევ 3-ზე მაქვს, და თანაც ლამის ნახევარზე
საფრანგეთს ომში გამოყვნენ გენუა, სავოი და მონტერეი თუ რაღაც პატარა ვასალი
სანამ საფრანგეთი ბურგასთან იყო გართული, გენუა-სავოი ვართიე, ორივეს 2-2ჯერ დავუვაიფე არმიები, მაგრამ მომადგა საფრანგეთი და ერთი არმია მომისპო და მეორსიგან დარჩენილმა 5კ-მ მეორე დიუნკერკი მოაწყო, ძლივს გაასწრეს მატერიკიდან

ამასობაში მოკავშირე შვედეთი მორჩა თავის ომს და 17 კ 2-იანი გენერლით, გადმოიყვანა ნორმანდიაში, ამას დაემატა ჩემი 30 კ ახლად გამოყვანილი მერკების არმია, რამდენიმეჯერ ვცემეთ მოკავშირეები, მაგრამ ერთ გენერალურ ბრძოლაში გაგვასაზიზღრეს მოკავშირეებმა, შეტევაზე გადმოვიდნენ და თეთრი ზავი ვითხოვე, თუმცა რამდენიმე წამით ადრე შვედეთის 17 კ გაისროლეს ნაწყლში

ამ ზავის შედეგად დავრჩი 17 ვალის ამარა, 0 ჯარი, -2 სტაბილურობა, ლოლარდების აჯანყება, რომლებმაც 26 კ გამოყარეს და შვედეთის დახმარების მიუხედავად რომის პაპთან ჩამიჯვეს ურთიერთობაში. -100 პრესტიჟი და რავი თუ რამე უბედურებაა ყველაფერი, ტექი მადაგასკარი დონეზე.
ვალების გასტუმრების მიზნით კორუფცია ავწიე 15მდე, ფლოტი პორტში დავაბინავე და ვიჯექი იქამდე სანამ არ გავისტუმრე ვალები.
კორუფცია გავანახევრე, 38 კ არმია გამოვიყვანე, რეკრუტები შევავსე და ვეცი შოტლანდიას, რომელ ომშიც მომიწია მაგის მოკავშირე საფრანგეთისთვის ქლეიმების მიცემა. თუმცა შედეგად შოტლანდია დავივასალე, გაერთიანებული ირლანდია დავიპყარი და ეკონომიკაც მოვხოდე, ეხა შევხედე და ბურგას 15 წელია 3 დუკატის სუბსიდიებს ვუხდი და ერთხელაც არ უომია საფრანგეთთან
კარგ პალასაზე დავდექი, თუმცა საფრანგეთის ომმა ისე დამასტოპა, ისე, რომ თამაშის ბოლომდე გამყვება ეგ გრუზი, დიდი შანსი მაქვს ამ ოთხეულში ბოლო ადგილზე გავიდე, ქულებითაც, დეველოპმენტითაც და ყველანაირი მაჩვენებლით







* * *
რაც შეეხება
valfar-შვედეთსგადასარევი სტარტი აქვს, თამაშის დაწყებიდან მალევე გამოაცხადა დამოუკიდებლობა დანიისგან, მე გადავიყვანე 28 კ შვედეთში და ნორვეგიის 9 კ ვძუყნე, კოპენჰაგენი საზღვაო ბლოკადაში იყო და დანიამ იბრძოლა, ნორვეგიაშიც და ნორმანდიაშიც, მაგრამ უშედეგოდ და დანებდა.
ამის შემდეგ რამდენიმე ომი ჰქონდა ისევ დანიასთან, სადაც მე ძირითადად ფლოტით ვეხმარებოდი, ხან კოპემჰაგენის ბლოკადაზე, ხან გოტლანდის დაკავებაზე, დანარჩენ ფრონტზე შვედები იბრძოდნენ და კარგი შედეგითაც. ერთხელ დესანტიც გადავიყვანე კოპენჰაგენში და რამდენიმე თვიანი ალყის შემდეგ დაგვნებდა.
შემდეგ ომი ჰქონდა ნოვგოროდთან, აიღო ნევა, შემდეგ მოსკოვთან და ისევ ნოვგოროდთან, შედეგად დაიკავა კარელია და ნოვგოროდი დაივასალა. ბოლოს კი რიგა. ნორვეგიას თითქმის მთლიანად წაართვა მიწები.
რისთვის ჩაება ოსმალებთან ომში არ ვიცი

ზევით აღვნიშნე, რომ ერთხელ 17კ დაკარგა ჩემ გამო საფრანგეთში, დანარჩენში უკუსვლა არ ჰქონია. თუ მალე დაიკავებს ჩრდ. გერმანიას და ლუბეკს, ვაჭრობაშიც ამოქაჩავს, ამჯერად ძაან ჩამორჩება სხვებს.








------------------------------------------------------------------------------------
ესეც მსოფლიო რუკა
This post has been edited by San1 on 11 Sep 2018, 10:33