ერთერთი ყველაზე უცნაური თამაშია Dragon's Dogma რაც კი შემხვედრია

) რაც დრო გადის ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო "ღრმავდება" და საინტერესო ხდება.
ყველაფერი უჩვეულო აქვს: ინვენტარის მართვა, სქილების სწავლის და დაყენების მექანიკა, არქაული ინგლისური და ა.შ.

) ერთერთი ყველაზე ორიგინალური და განმასხვავებელი ნიშანი ამ თამაშში არის ის რომ პრაქტიკულად ყველა სახეობის პერსონაჟად შეგიძლია ითამაშო: ერთ დღეს knight, მეორე დღეს mage, მესამე დღეს assassin, მეოთხეს fighter, მეხუთეს sorcerer, მეექვსეს strider (ანუ archer) და ა.შ. მაშინ როცა სხვა RPG-ებში იძულებული ხარ რომ ერთი "პროფესია/მოწოდება" აირჩიო თავიდანვე და მერე მხოლოდ იმის განვითარება/გაძლიერებაზე იზრუნო მთელი თამაში, აქ პირიქით, შეგიძლია ყველა ეს მიმართულება პარალელურად ანვითარო და მონაცვლეობით მოირგო. მე ეს ძალიან მომწონს, რადგან ორიგინალური მიდგომაა და გეიმფლეის "არეფრეშებს" ასე ვთქვათ

ნუ გრაფიკა და ლეველ დიზაინი (განსაკუთრებით მიწის ზედა ნაწილში) ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, 2012 წელს არის თამაში გამოშვებული მარა მგონი 2003 წლის Gothic 2-ის გრაფიკის დონეზეა გამოსახულება

ერთადერთი მიწისქვეშეთის ლეველები (dungeon-ები და გამოქვაბულები) შედარებით ასე თუ ისე "ნორმალურად" გამოიყურება - აშკარაა რომ გამოქვაბულებს და მიწისქვეშეთს დეველოპერებმა მეტი ყურადღება დაუთმეს, ხოლო მიწისზედა ნაწილი უბრალოდ დაიკიდეს და მიაფუჩეჩეს

)
მთავარი ქალაქი (გრან სორენი) რაღაც უსიცოცხლო და ზედმეტად ერთფეროვანი/ნაცრისფერია ჩემი აზრით, თუმცა რაღაცნაირი თავისებული ატმოსფერო მაინც აქვს.
მოკლედ ამდენი იმიტომ დავწერე რომ ვინც მოსინჯეთ და ეგრევე მიაგდეთ იმათ მინდა "მოგიწოდოთ" რომ კიდევ ერთი შანსი მისცეთ თამაშს, აი მართლა პირველი 3-4 საათი უნდა დააძალოთ თავს თამაში და მერე ნელ-ნელა ყვავილივით "გაიფურჩქნება" და ჩაგითრევთ (ნუ მე ნამდვილად ასე მომივიდა).
"დაუმუშავებელი ბრილიანტი" - ყველაზე ხშირად ასე აღწერენ ამ თამაშს და ამაზე უკეთესი აღწერილობა მისთვის არც არსებობს

პ.ს. გუშინდელ დღემდე ახალ-ახალ სქილებს ვსწავლობდი, მაგრამ ბრძოლის დროს არაფერი არ "მეტყობოდა" რომ ამ სქილებს ვფლობდი

) ხოდა მერე ფორუმები დავძებნე და აღმოჩნდა რომ ბრძოლის დროს ctrl ან alt-ს უნდა დააჭირო რომ იმ მომენტისთვის "დაყენებული" სქილები აამოქმედო, ხოდა დავაჭირე და უცბად "ღმერთად" ვიქეცი, აქეთ-იქით ყველა მობი მიმოვფანტე და დედა ვუტირე

(ამჟამად mage-ად ვთამაშობ). ნამდვილი "აღმოჩენა" იყო ეს ყველაფერი. მოკლედ როგორც ავღნიშნე რაც დრო გადის სულ უფრო fun თამაში ხდება

)