სამი კვირაა ვთამაშობ და ნუ არა რა, ძალიან მაგარი ფლოპი რამეა რა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ ეს ბეთესდას თამაშია. ბეთესდას "კანიოკი" ყოველთვის ერთი დიდი გაშლილი სამყარო იყო, რომლის შენს გემოზე გამოკვლევის თავისუფლება გქონდა, სტარფილდი კიდე უბრალოდ რამდენიმე უღიმღამო "ქალაქის" და ჯენერიკული, არაფრისმთქმელი და უსასრულო პლანეტების პატარ-პატარა რუკების ნაზავია, რომლებშიც ლამის ყოველ ნაბიჯზე loading screen-ები გელოდება. კი სკაირიმშიც და ფოლაუტშიც ბლომად loading screen-ებია, მაგრამ ამ ყველაფერს იქ უნიკალური ერთიანი სამყარო და exploration-ის სიხარული აბათილებდა, სტარფილდში კი exploration-ზე საუბარიც კი სასაცილოა, რადგან ყველა ლაბორატორია, კოსმოსური სადგური თუ მაღარო ერთმანეთს ჰგავს და ყველგან ერთნაირი ჯენერიკული loot-ია.
მოკლედ დიდი იმედგაცრუებაა რა, განსაკუთრებით ბეთესდასგან ტეხავს. აი ამის გამო არ გვაღირსეს TES 6 უკვე 15 წელია