lobjadoctor7witcherBlackriderGlorfindelგაიხარეთ !
Glorfindelჩავინიშნავ შენ პროფილს თუ დავიწყებთ გახმოვანებას.

როდესაც პირველად გაისმა ქუხილის ხმა და ყველამ თავი დახარა შიშით, ერთის მზერა ბლენი ცისკენ იყო მიჯაჭვული.

შიში განუყოფელი ნაწილია ადამიანის განვითარების. უამრავი ლეგენდა და რწმენა შეიქმნა შიშის გავლენით.
ამოუცნობის შიში კი ყოველთვის ყველაზე ძლიერი იყო. თუმცა ყოველთვის იყვნენ ისინი ვინც ამ შიშში ძალაუფლებას ხედავდა და მისი დახმარებით კაცობრიობის ისტორიას უძღვებოდა.
The Way of Wrath-ის სამყაროში ისინი ვინც არ გაურბის ამოუცნობს და მისტიურს დიდ გავლენას იძენენ.
შიშის იარაღად გამოყენება Thein შამანებზე უკეთ არავის გამოსდის.
ისინი სიკვდილის ატრიბუტიკით იმოსებიან და ატარებენ ტიტულს "Yarbogha" - სიკვდილის ელჩი.

შამანის გზის არჩევა მოთამაშეს ბევრ უნიკალურ გზას გაუხსნის. ბრძოლისას მათ შეუძლიათ რიტუალური ცეკვების და შეძახილების მეშვეობით მტრები დააფთხონ ან მოკავშირეები გაამხნევონ.
სიცოცხლის და სიკვდილის უბადლო ოსტატები არიან, იქნება ეს სამკურნალო მალამოების დამზადება თუ საშინელი საწამლავების და მახეების აგება.

შამანის მოკვლა დიდ ცოდვად ითვლება. ყველაზე გაბედული მეომარიც კი ასჯერ დაფიქრდება ვიდრე სხვა შამანის დალოცვის გარეშე შეუტევს მათ.
პირველი დარტყმის უფლება შამანს აქ, და ვინც ამ წესს დაარღვევს დაწყევლილად ითვლება. მას აღარავინ გაეკარება.
რაც ჭკვიან მოთამაშეს შეუძლია ტაქტიკურად გამოიყენოს ბრძოლაში.
ბრძოლის გარეთ მათ ბევრი როლი აქვთ. მსაჯულები, მრჩევლები, მკურნალები, რიტუალის წინამძღოლები.
თუმცა შიშის და რიდის მიუხედავათ, უბრალო ხალხი თავის რიგებში არ იღებს შამანებს. ამიტომ მათ მარტოსულად მოხეტიალე ცხოვრება ჩვევიათ.
მუდამ მოძრაობენ უკაცრიელ ადგილებში ახალი სიბრძნის და ძალაუფლების საძიებლად.
მხოლოდ შამანს შეუძლია ახალი შამანის გამოზრდა. კანდიდატებს კი ფრთხილად არჩევენ. ბავშს უშიშარი ბუნება უნდა ქონდეს და არ დაითრგუნოს შამანის მრისხანე მზერის ქვეშ.

თავისი მოწაფეობის დასასრულებლად ახალბედა შამანს უწევს მიუვალ მთებში მარტო წასვლა.
ღრუბლებს მიღმა მყოფი მიწა წმინდად ითვლება და აქ ისინი წლებს ატარებენ მედიტაციაში.
დეველოპმენტის პროგრესი:კომბატის პოლიში თითქმის დასრულდა. UI -ს ბევრი დეტალი დავამატეთ რომ უფრო გასაგები იყოს რა ხდება ბრძოლაში.
დავხვეწეთ კამერაც რომ უკეთ აჩვენოს ქმედებები. ხელოვნური ინტელექტიც წინ მიდის ნელნელა.
შემდეგი ნაბიჯები:კომბატი რომ მორჩება გადავალთ ექპლორაციის, ქვესტების და დიალოგის გეიმპლეიზე. ვუახლოვდებით გეიმპლეი ტრეილერს.
This post has been edited by Hitmani on 10 May 2019, 22:47
"ქარს მოყვებოდა ყვირილის ხმები დასავლეთიდან, არ შემეძლო არ გამეცინა, ვიღაცა ამ სამყაროში ჩემზე მეტად იტანჯებოდა" - კეინი