გუშინ საღამოს ვითამაშე ქართლით ...
ფარნავაზი ეგრევე დავაპატიმრე და მერე სიკვდილით დავსაჯე (

)
შენობებს ვაშენებდი, პროვინციებს ვაყვავებდი და ასე მშვიდ ვითარებაში გადიოდა ჟამი . არა ომი , არა ჯანყი.......
მერე უცებ იმპერიული ამბიციები გამომივლინდა .
მიმოვიხედე მეზობლებში , არმენია ზედმეტად ძლიერი მეჩვენა , ეგრისი ალიანსში მყავდა , ალბანეთს ძლიერი მოკავშირეები ყავდა თან ბევრი .
მოკლედ , გადავწყვითე იმიერკავკასიაში ლაშქრობა(ლეგია) . ბლიცკრიგის იმედი მქონდა . . . თუმცა ომი გაიწელა , ეგრისი არ დამეხმარა(მაგრამ ეს თავშივე ვიცოდი) .
მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში დავარბენინებდი მეფე აზოს .
ეკონომიკა უკან მიმდიოდა
ფინანსები მეწურებოდა
არმენიამ აზოს ჩრდილოეთში ყოფნით ისარგებლა ომი გამომიცხადა , პროვინციები დამირბია .........
მცხეთა-ტფილისის გადასარჩენად ჩამოვიყვანე აზო ჩრდილოეთიდან. ამის გამო დაპყრობილი მიწები დაიკარგა და იმიერიდანაც მესეოდა მტერი .
მოკლედ აშკარა მარცხი იყო და გამოვრთე.
დღეს საღამოსაც ვცდი , ნაკლებად შემტევ საგარეო პოლიტიკას მივაწვები აბა
იქნებ ეგრისით ვცადო
ან ისევ ქართლით