#62000929 · 5 Apr 2025, 20:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ამ თამაშის მთავარი პრობლემა მაინც უშინაარსო კვესტები და ძალიან ჯენერიკული სამყაროა. თავიდან კი დავწერე რომ მომწონს თქო ამისი სამყარო, მაგრამ რეალურად არანაირად rewarding არაა რუკების კვლევა, ყველგან ერთი და იგივე ბარახლო ყრია, რომელიც არანაირ განსხვავებას არ გაძლევს. ბრძოლები ძალიან ერთფეროვანია და რაც მთავარია მობების დამარცხებისთვის მიღებული experience-ი იმდენად მიზერულია რომ აი საერთოდ აღარ გაქვს ადამიანს მათთან "კონფლიქტში შესვლის" მუღამი რა. ექსპერიენს ფოინთებს ძირითადად კვესტების შესრულების შედეგად იღებ და ეს კვესტებიც ძალიან მოსაწყენი და მონოტონურია.
სიუჟეტი აბსოლუტურად უინტერესო, კომპანიონებიც რაღაც ერთფეროვანი (ერთი იაცლია ცოტა სასაცილო, დანარჩენები მაგრა მკიდია).
მე RPG-ები პირველ რიგში იმიტომ მიყვარს, რომ ნელნელა გაძლიერებით, საინტერესო და ძალიან ღირებული item-ების მოპოვებით, მუდმივად ინტერესი გაქვს რომ წინ წახვიდე და რთული ბოსები დაამარცხო, აქ კი "ბოსების" დამარცხებისას რაღაც მიზერული რაოდენობის ფოინთებს იღებ, ხოლო ნუ loot-ზე ხომ არც ღირს საერთოდ საუბარი.
--------------------
Happiness is a warm gun mama
http://paulmccartneyintbilisi.ge
|