#57978406 · 4 Jun 2021, 23:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (zezva43 @ 31 May 2021, 01:15 ) | როგორი თამაშია ეს? არასოდეს მითამაშია არის საინბტერესო? |
სტრატეგიული თამაშია.
თამაშში მოთამაშე მართავს 200 სახელმწიფოდან ერთ-ერთს და პერიოდი მოიცავს 1836-1936 წლებს. მოთამაშის განკარგულებაში იმყოფება რიგი ინსტრუმენტები ეკონომიკის, მეცნიერების, შიდა პოლიტიკის, დიპლომატიის, არმიისა და ფლოტის სამართავად. იგი სხვა არსებული გრანდ სტრატეგიებისგან განსხვავდება იმით, რომ მნიშვნელოვანი აქცენტი გამახვილებული არის შიდა პროცესების დეტალიზაციაზე, რომელიც მიმდინარეობს სახელმწიფოში და ასევე დიპლომატიის სისტემის განვითარებაზე. პირველი ნაწილისგან განსხვავებით Victoria II ნაკლებად დამოკიდებული არის რეალურ ისტორიულ მოვლენებზე და სიუჟეტი არის არასწორხაზოვანი. თუმცა თამაშს ასევე აქვს მრავალი ისტორიული ასპექტი, როგორიცაა ისეთი ადგილების კოლონიზაცია, სადაც იმ დროისთვის არ იყო არანაირი ევროპული ძალაუფლება, როგორიცაა სუბ-საჰარული აფრიკა და ჩრდილოეთ კანადა.
|