მომეწონა:
გრაფიკა, ლეველ-დიზაინი, ეფექტები, ხმები, ანიმაციები. გეიმფლეი საკმაოდ საინტერესოა და ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა -- ძირითადად ნანოკოსტიუმის სხვადასხვა რეჟიმების წყალობით.
არ მომეწონა:
კორეელებს თუ არ ჩავთვლით, მონსტრების ტიპი არის ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი. ბოსებს თუ არ ჩავთვლით, სულ არის სამი თუ ოთხი ტიპის მონსტრი -- მეტი არ შემხვედრია, არადა აშკარად დამკაში ვარ გასული. ერთი "სახმელეთო" მონსტრი, ერთი "საჰაერო" მონსტრი და ერთიც უზარმაზარი პოლუ-ბოსი, რომელიც ერთი ცალია გამოყოფილი ერთ დონეზე.
ხო, კიდევ ერთი ტიპის მონსტრი გვხვდება მხოლოდ ერთ ლეველში და სხვაგან არსად, თან ისეა გაკეთებული, რომ მხოლოდ ერთი ტიპის მონსტრებია იმ ლეველში და მაგარი მოსაწყენია.
რეალურად თამაშში სულ ორად ორი ტიპის უცხოპლანეტურ მონსტრებს ვებრძვით, ეგრე გამოდის. პოლუ-ბოსები იმდენად ცოტაა (სულ ორი ლეველია, სადაც ისინი არიან და აქედან პირველში ვაფშე შეუძლებელია მაგის მოკვლა), რომ მაგათზე ლაპარაკიც არ ღირს. ისევე როგორც იმ მესამე ტიპის მონსტრზე, რომელიც მხოლოდ ერთ ლეველში გვხვდება და საერთოდ მაგარი უინტერესო ტიპია.
ჰუმანოიდი მტრებიც არ გამოირჩევიან მრავალფეროვნებით. არიან კორეელები, მერე არიან კორეელები ჯიპებში და არიან კორეელები ნანოკოსტიუმებში (საიდან დაითრიეს ეს ნანოკოსტიუმები მაგ ლეიბორისტმა კორეელებმა, საერთოდ არაა სიუჟეტში ახსნილი). ხო, კიდევ არიან კორეელები ტანკებში და კორეელები ვერტმფრენებში.

მარა ჯანდაბას კორეელები -- თამაშის მთავარი მუღამი უცხოპლანეტელებია, იმჰო. ისინი კი ძალიან ძუნწად არიან წარმოდგენილი.
სიუჟეტიც სუსტია, ძალიან predictable და ძალიან დაშტამპული. რაღაც-რაღაცეები Half-Life-იდანაა ნასესხები -- ის ჰელენა როზენტალი აშკარად ალიქსის დაფნებს ეპოტინება, მაგრამ ვერც-ერთი პარამეტრით ვერ ქაჩავს.
უცხოპლანეტელების სფეროს რომ ატომურ ბომბს ესვრიან და განადგურების ნაცვლად გაიზრდება, პირდაპირ "მეხუთე ელემენტი" გამახსენა მაგ მომენტმა.
მაგრამ თამაში მოსაწყენი ნამდვილად არაა. სწრაფი ტემპი და მრავალფეროვანი ლოკაციები არ იძლევა მოწყენის საშუალებას. რა ვიცი -- მე პირადად ვერ მოვწყდი გუშინწინ მთელი დღე. გუშინ უბრალოდ არ მითამაშია, იმიტომ რომ ბოს-ფაიტში ვარ გაჭედილი, პახოდუ არც მეცალა.