Metallica Lovermanადრე გითხარი გავაგრძელებ თქო სიუჟეტს

64 გვერდზე დევს ბოლო ჩემი ჩანაწერი

ლემანსკის გადასასვლელთან ნამდვილი ბრძოლა გამოვიარეთ, ბანდიტები ძალზედ გააფთრებულები იბრძოდნენ, პოზიციების დათმობა არ უნდოდათ, ჩვენ კი აწეულ ხიდზე შტურმზე ვერ გადავიდოდით მხოლოდ ორმხრივ სროლებს ვაწარმოებდით და ყურადღების გადატანა შეგვეძლო, ჩვენ ლებედევის და მამა ვალერიანის ხალხს ველოდით თუმცა ნაიარევმა გვითხრა რომ ვალერიანი წითელ ტყეში გაძარცულ ტანკებთან იგი და თავისი ჯგუფი დახოცილი იპოვა სავარაუდოდ ანომალიიდან მოულოდნელად გამოცვენილმა მონსტრებმა იმსხვერპლეს, ვამპირის კლანჭები ეტყობოდაო თუმცა დარწმუნებით ვერც კი თქვა, რაც იმას ნიშნავდა რომ ახალი მონსტრი იყო, უფრო ძლიერი რადგან ვამპირი კარგად მომზადებულ სტალკერთა ჯგუფისთვის თუ მითუმეტეს ისეთი მებრძოლი მეთაურობს როგორცი ვალერიანია არც ისე დიდი პრობლემაა ვამპირები მაგრამ აშკარა იყო რომ უცხო მონსტრის გამოყენება მხოლოდ ზონას თუ შეეძლო და ასეც იყო.
ლებედევის მოსვლიასას ნელსონს და თავის ბიჭებს უკვე დაკავებული ქონდათ რამდენიმე პოზიცია და უკვე მზად იყვნენ ხიდის ჩამოსაშვებად, თუმცა ხიდზე გადასვლა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა სანამ 1 ბანდიტიც კი ცოცხალი იქნებოდა, რამდენიმე წუთი კიდევ ვიბრძოლეთ, დიდი დანაკარგების შემხედვარე რენეგატები დაგვნებდნენ, ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ქონდა მათთვის, გზა ხსნილი იყო შეგვეძლო ლემანსკში შევსულიყავით, ლებედევის მარტო გაშვება არ შეიძლებოდა, მისი ხალხი არც ისე გამოცდილია ბრძოლაში, თანაც დრო არ ითმენდა სწრაფად უნდა გვევლო, სტრელოკი თუ თავის გეგმას განახორციელებდა მაშინ ყველანი განწირულები ვიყავით, ნაიარევისთვის გზა უნდა გაგვეწმინდა.
იგი მალე უნდა წასულიყო წინ, ამისათვის პატარა რაზმი გავაყოლე, დაზვერვის მიზნით ჩვენ, უკან გავყვებოდით ვალერიანის ბიჭებიც გამოჩნდენ, ესენი სხვა გზიდან წამოსულიყვნენ ამუნიცია წამოეღოთ და გზა დაგრძელებოდათ, ვალერიანის ამბავი ჯერ არ იცოდნენ, მაგრამ როცა გაიგეს ნამდვილად შოკში ჩავარდნენ, დაახლოებით ისე განიცადეს როგორც მთლემა საბჭოეთმა 1952 წლის ოქტომბერში სტალინის სიკვდილი, მაგრამ ჩვენ წინ უნდა გვევლო, გზად ყველგან ჩასაფრება იყო, მარჯვნიდან მონოლითი გვირტყავდა მარცხნიდან რენეგატები თუმცა ისინი უფრო და უფრო ნაკლები რჩებოდნენ. ჩვენ ნელ-ნელა სასტუმროს ვუახლოვდებოდით სადაც კი ნამდვილი ომი გველოდა
სასტუმროსთან ბრძოლის სცენები 62-ე გვერდზე მიდევს და იქიდან გავაგრძელებ სადაც წარსულზე ვიწყებ საუბარს

სასტუმროსთან ბრძოლაში გადამწვეტი როლი ისევ დაქირავებულმა შეიტანა, 4 გამოცდილი სტალკერი მიწისქვეშა გვირაბში ჩაიყვანა და გაუჩინარდა, 15 წუთში კი სასტუმროს მხრიდან ყრუ ტყვიის ზუზუნიც აღარ ისმოდა, მხოლოდ ნაიარევის და ჩვენი ბიჭების მაყუჩის ხმები, ბრძოლის შეწყვეტის თანავე საკომანდო პუნქტში გადამიყვანეს, ოფიციალურად მაინც მე ვხელმძღვანელობდი ოპერაციას მიუხედავად ჩემი ტრამვისა, მითუმეტეს ხალხი გვჭირდებოდა და მკურნალობის ფუფუნება არ მქონდა თუმცა ჩემი წინ წასვლა აღარ მოხერხდა მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრით წავედი წინ დანარჩენი გზა ბიჭებს უჩემოდ უნდა გაეგრძელებინათ, ინსტრუქციები კი თავშესაფარიდან უნდა გამეცა, ჩემთან გლუხოვი და ვიკინგი დარჩნენ, სტალკერების მეთაურობა კი მონადირემ ითავა, ხალხი ასე თუ ისე გვყვავდა ბრძოლის გასაგრძელებლად. რამდენიმე სტალკერი დაქირავებულს გზას უწმენდა გვირაბში რათა უფრო მალე მისულიყო ჩაესამდე, დანარჩენები კი მთავარი გზით მიდოდნენ.
ვერც კი წარმომიდგენია რა ჯოჯოხეთის გავლა მოუწევდათ ბიჭებს ჩაესამდე, ან საერთოდ თუ მიაღწიეს, მას მერე არც მონადირე და არც ლებედევი და არც დაქირავებული აღარავის უნახვს თუმცა ფაქტია რომ კატასტროფას გადავრჩით და დაქირავებულმა თავისი საქმე გააკეთა.
არ მეგონა თუ იქვე არ განუტევებდი სულს, მითუმეტეს გულს ისიც მიმძიმებდა რომ სტერჟინი იმ ჯგუფს გაყვა რომელსაც ნაიარევისთვის გზა უნდა გაეწმინდა, რამდენიმე საათში ზეცა გაწითლდა, თითქოს თავში სისხლი მოაწვა და აფეთქდა, გოლიათივით ღრიალებდა, მის დამქაშებს წუილით აეკლოთ ყველაფერი, ეს კატასტროფის მომასწავლებელი იყო ყველაზე დიდი გადასროლა უნდა მომხდარიყო ზონის ისტორიაში, რასაც არა მარტო ზონის არამედ დედამიწის შეცვლაც შეეძლო, ეს გადასროლა 40 იოდე წუთი გაგრძელდა, ყველა რჯულის მონსტრმა ჩაგვირბინა, ისე რომ არც კი გამოგვხედეს, ზოგი მიწაში ძვრებოდა ზოგი კი უბრალოდ გარბოდა. როცა გავიღვიძე გლუხოვი ყურებიდან სისხლს მწმენდა, თავისთვის ეტყობა მოეწმინდა, ჩვენ სტალკერების გუნდი შევნიშნეთ ეს ის ჯგუფი იყო დაქირავებულისთვის გზა რომ უნდა გაეწმინდათ, გვირაბში მძიმე ბრძოლების დროს მათ მოწინააღმდეგის ცეცხლი თავიანთ თავზე აეღოთ რათა დაქირავებულს გაძრომის შანსი მიეცათ, ამ საგიჟეთს კი სთერჟინი და რამდენიმე თანამებრძოლი შეეწირა, არც მათ არ სმენოდათ დანარჩენებზე, შემოწმება კი თვითმკვლელობის ტოლფასი იყო და უკან გამოვბრუნდით. 8 კაცი თუ ვიქნებოდით და წინ მთელი ლემანსკი გვქონდა გასავლელი, მონოლითი ჯერ კიდევ მედიტაციაში იყო, რაც უპირატესობას გვაძლევდა თუმცა სხვა საფრთხეც ბევრი იყო მაგალითად ანომალიები, არტეფაქტები ყველგან ეყარა მაგრამ ხელის დადებას ვინ გაბედავდა,
ის ის იყო რომ გვირაბში უნდა გავსულიყავით რომ სნაიპერის ტყვია დაგვეწია და ერთ ერთი ჩვენიანი იმსხვერპლა და წინიდან კი ბანდიტები დაგვხვდნენ. გაგვძარცვავდნენ და დაგვცხრილავდნენ მანამდე ალბათ გაერთობოდნენ კიდეც თუმცა მანამდე სანაგვეზე წაგვიყვანდნენ. ურჩობისთვის კიდევ ერთი სტალკერი მოკლეს, ერთიც დაჭრეს და მიატოვეს, ბედმა გაგვიმართლა უკან მობრუნებისას 'თავისუფლების' ბიჭებმა ჩასაფრება მოაწყეს, პირწმინდად ამოხოცეს ბანდიტები, ზუსტად მათი ბაზის სესასვლელთან, ისე რომ შანსიც არ დაგვიტოვეს, ვიკინგს ტყვიამ არტერია გაუხეთქა და სისხლისგან კინაღამ დაიცალა, მალევე დაგვეხმარნენ თორემ ისედაც ბევრი სიკვდილი ვნახე უკანასკნელი დღეების განმავლობაში და ალბათ ვეღარც გავძლებდი. განთავისუფლების მერე, ყველანი კორდონში დავბრუნდით, არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, იმ მდგომარეობაში არ ვიყავი რომ სტალკერების ახალი მამა გავმხდარიყავი თუმცა წინააღმდეგი არც ერთი მეთაური არ იყო და არც სიდოროვიჩი (პირიქით მან მთხოვა კიდეც). სიდოროვიჩმა რამდენიმე ხანში შემომთავაზა ზონიდან გასვლა და ახალი ცხოვრების დაწყება რაზეც როგორც ხედავთ დავთანხმდი. ჩემი მშვიდობიანი ცხოვრების დეტალები არც ისე საინტერესო იქნება, თუმცა ერთს გეტყვით რომ დავბრუნდი ზონაში რამდენიმე ხნის მერე, გლუხოვი მოვინახულე, მექანიკოსი გამხდარიყო თუმცა რაღა მეხანიკოსი ნამდვილი ლოთი იყო, ვიკინგი მეცნიერების ბაზაზე მეთვალყურე/სნაიპერად მუშაობდა და საკმაოდ კარგ გასამრჯელოსაც ღებულობდა თუმცა ჩემი ადგილი იქაც ვეღარ ვიპოვე და ისევ გამოვბრუნდი, ახალი სამხედროები სტალკერებთან თანამშრომლობდნენ და ზოგჯერ გზამკვლევებადაც იყენებდნენ, რაც გამიხარდა, ტყუილად ბიჭები რომ აღარ ხოცავდნენ ერთმანეთს