ეძღვნება beitali-სა და სხვა სტალკერებს,რომლებიც ზონას ეძებენ.
ზონაში სროლის ხმას ძნელად თუ გაიგონებ.შეიძ;ება ყმუილის ხმა გაიგო,ყვირილის,ტირილის,
მაგრამ აქ მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების დროს ისვრიან,მაშIნაც სულელები.
საერთოდ ხმაურიანი იარაღის ზონაში შემოტანაა სისულელე.თობის ხმაური ათასგვარ ნადირს
და არა მხოლოდ ნადირს,ადამიანს იზიდავს.
ამის გამო უკვე დიდი ხანია აპაჩის გაკეთებულ მშვილდს ვხმარობ,აპაჩი ზონაში ცნობილი მონადირეა,
ერთ-ერთია ლეგენდარული სტალკერებიდან.ხშირად უთქვამს რომ მოწამლულ ისარზე ჩუმი სიკვდილი
არასდროს უნახავს.
საერთოდ ზონა მეტალს ვერ იტანს და წარმატებითაც ებრძვის მას,სანამ აქაურობა დიდი მიწის ნაწილი
იყო,აქ უამრავი მეტალი იყო,ქარხნები,მანქანები,ელექტროენერგიის გიგანტური ბოძები,ისევ ქარხანები და
ისევ მანქანები,მაგრამ ახლა მათ უკვე ძNელად შეხმდებით.პერიმეტრის შიგნით ყველა რკინა და ფოლადი
ორჯერ უფრო მალე ჟანგდება.
უარაღოდ კი აქ დიდხანს ვერ იცოცხლებ,მტრები მრავლად არიან.ძაღლები,მგლები,ღორები,დათვები
და საერთოდ უამრავი ისეთი არსება,რომელსაც სახელიც კი არ აქვს და ერთადერთია თავის ჯილაგში.
ამ არსებებს ერთი სული აქვთ როდის გაგგლეჯენ შუაზე,ადამიანი ზონის ყველაზე დიდი მტერია.
ამიტომ მშვილდსაც მხოლოდ მაშინ ვხმარობ როცა უკან დასახევი გზა არ მაქვს.არ აქვს ზონასთან ბრძოლას
აზრი,მისი ნაწილი უნდა გახდე გადარჩენა თუ გსურს.უამრავი სტალკერი,მოროდიორი,მონადირე და უბრალოდ
თავგადასავლების მოყვარული იქცევა აქ ისე თითქოს დიდ მიწაზე იყოს,უმეტესად ამ მიზეზის გამო იხოცებიან
ადამიანები ზონაში,არ ფრთხილობენ,ხმებს გამოსცემენ და გონიათ რომ დიდი სათამაშოები უშველით.
ისეთი სულელებიც მინახავს,ზონაში ყუმბარმტყორცნი რომ შემოჰქონდათ,დღემდე ვერ ვხვდები რაში სჭირდებოდათ.
სამხედროებზე და მათ ტანკებზე საუბარი არ მაქვს.რეიდებს ატარებდნენ ტექნიკით,ავიაციითა და დიდი სამხედრო
შენაერთებით,მაგრამ პერიმეტრზე შესვლისთანავე უამრავი მტერი უჩნდებოდათ,ანომალიები პირდაპირ გზებზე
ჩნდებოდნენ და ტექნიკას ზონის მეორე ბოლოში ისროდნენ,მაწანწალების ხროვები,რომლებიც თითქოს არსაიდან ჩნდებოდნენ,
ათას ომ გამოვლილი ჯარისკაცები,მათი შემხედვარე უკან მოუხედავად გარბოდნენ.მაგრამ ახლა შეცვალეს ტაქტიკა,
რამდენიმე კაციანი "სამხედრო სტალკერები" დაძრწიან ზონაში და სათითაოდ ანადგურებენ საზღვრის დამრღვევებს.
რა დასამალია და რამოდენიმე დღის წინ შემომეძარცვა ერთი ასეთი ჯგუფი.დიდ ხანს მაგინებდნენ ალბათ მერე.
ამიტომ გამიკვირდა როცა სულ ახლოს სროლის ხმა გავიგონე,შემდეგ კიდევ ერთი და ზონა ისევ ყრუ სიჩუმეში გაეხვია.
სროლის ხმისაკენ წავედი,ჩუმად მივდიოდი,რადგან ვიცოდი,ამ ხმას სხვებიც გაიგებდნენ,მშვილდი და მე ერთნაირად
ვიყავით დაჭიმულები,ცოტა ხანში მივაღწიე სროლის ადგილს და დავინახე როგორც იქნა,დიდი,შავი ტახი რაღაცას თქვლეფდა,
მხარზე ჭრილობიდან სისხლი სდიოდა,მაგრამ აინუშშიც არ აგდებდა.საერთოდ ამ მხეცებს მალე უხორცდებათ ჭრილობები,
მართალია რადიაცია დიდი დოზით საშიშია,მაგრამ ყოველდღიურად და მცირე ულუფებით ორგანიზმს აძლიერებს.ამას
შეატყობდით სტალკერებს,რომლებიც უკვე დიდი ხანია ზონაში არიან,უფრო ამტანები და ძლიერები არიან,ზოგიერთის
საეჭვო უნარებზე არაფერს ვამბობ.
ღორი ჭამას აგრძელებდა,სისხლიან ნარჩნებში ტანსაცმლის ნაგლეჯები დავინახე და ყველაფერი გასაგები გახდა.ტახს
ყელში დავუმიზნე და ვესროლე.ამხელა ნადირი დაახლოებით კაცის სიმაღლეზე ახდა,მერე კი მიწაზე დაიწყო ფორთხიალი და
ბუჩქების ლეწვა,პირით ცდილობდა ტკივილის მიზეზს მისწვდომოდა,მაგრამ მალე მიყუჩდა,შხამი სწრაფად მოქმედებდა,
რამდენიმე წამი დავიცადე,დავრწმუნდი რომ მარტო ვიყავი იქ და ტახთან მივირბინე.
ეტყობოდა მონადირეების წყვილი იყო,ნადირს ჩასაფრებოდნენ მაგრამ ვერაფერი დააკლეს და სანამ აზრზე მოვიდოდნენ
ხმეცმა შეუტია,ერთი უკვე მკვდარი და ნახევრად შეჭმული იყო,მეორე ხესთან მიმჯდარიყო და სულს ღაფავდა,
შიგნეული ხელით ეჭირა მუცლიდან რომ არ გადმოცვენილიყო.აღარც მას დარჩენოდა დიდი ხნის სიცოცხლე.
რაღაცას ამბობდა,მაგრამ ვერ გავარჩიე,მკერდზე მშვენიერი ბინოკლი შევამჩნიე.თასმით ჩამოეკიდა ყელზე,
ჯერ უბრლაოდ მოხსნა დავაპირე,მაგრამ შემეწინააღმდეგა,ხელებს მჭიდებდა და რაღაცას ქასქასებდა,
მომწყინდა წვალება,დანა ამოვიღე,თასმა გადავჭერი და ისე მოვხსენი ბინოკლი.იქაურობას უნდა გავცლოდი სასწრაფოდ
,სანამ სუნზე სხვა მხეცები მოვიდოდნენ.
პ.ს ცოტა უხეშად არის ნაწერი,მეჩქარება თორე შევალამაზებდი
This post has been edited by narmonana on 23 Aug 2012, 11:01