narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა

        
ჯგუფი: Members
წერილები: 38293
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10
|
#25763700 · 1 Jun 2011, 11:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სასატავ,როგორც იქნა გადავლახე კრიზისი და ახალ ნაწილს შემოგთავაზებთ,შეცდომების გულობიზა ნუ გემემეკიდებით. თუ რამე ლაფსუსი ნახოთ მითხარით,რო ქომპლითედ ედიშენში აღმოვფხვრა
აღმართი ავამთავრეთ და სოფელიც ისე სწრაფად დამოჩნდა თითქოს მიწიდან ამოზრდილიყო.ზედ გზის პირზე იდგა პირველი სახლები.ავარიამდე ალბათ ლამაზი ადგილი იქნებოდა,ნამდვილი უკრაინული სოფელი,ხუტორებითა და ხის სახლებით. ისე სოფელსაც ვერ დავარქმევდით.სულ რამდენიმე სახლი იდგა ერთი ორღობის აქეთ-იქით.ზოგიერთის ეზოდან ბოლი ამოდიოდა,ერთადერთი ნიშანი იმისა რომ აქ კიდევ იყვნენ ადამიანები. სოფელს გარჩემო ღობე ქონდა შემოვლებული და მხოლოდ ორი შესასვლელი ჰქონდა.ორივეში გუშაგები იდგნენ.უსახლკარო ღიმილით მიესახლმა ერთ-ერთს, -როგორ ხარ ბატონო მაიკროსოფტ,რა არის ახალი. -აბა რა ვიცი,ეფრემოვმა გამომაგდო თავისი აკლდამიდან,რაღაცა საიდუმლოებზე ჰქონდათ ეტყობა სალაპარაკო მიკროსკოპებს,-გამხდარი ბიჭი იყო,თავზე ჭრელი კეპი ეხურა,საერთოდაც მისი ჩაცმულობა ზონისას არ ჯგავდა,გეგონებოდა პარკში გამოსულიყო სასეირნოდ.მოკლე შარვალი და მაისური ეცვა,-როგორც ვხედავ ახლები მოგიყვანიათ.სიდოროვიჩმა მომიყვა როგორ დაიჭირეთ ესენი,გუშინ დანარჩენების ასაყვანად სასტავი გაგზავნა,იმედია კარგად დააჩმორებენ. -კარგი,კარგი.ამათ იმ ბებერ ჟმოტთან მივიყვან და ჩვენ მერე ვილაპარაკოთ,-უსახლკარომ მხარზე ხელი დაარტყა,-პეტას შენთვის რაღაცა სათამაშო აქვს,იმედია მოგეწონება.სამხედროებს გამოვართვით. პეტამ ქამარში გაკვეხებული პისტოლეტი ამოიღო და ბიჭს გადაუგდო,-ახალია,აბა შენ იცი,სადმე არ გაირტყა,დამცველზე გქონდეს ყოველთვის,მერე ტყვიებსაც მოგცემ თუ ვერ იშოვი. -გმადლობთ პეტა,სულ მინდოდა ასეთი პისტოლეტი,მომწყინდა ნაგანით სირბილი,კარგად კარგად,მივხედოთ ეხლა საქმეს თორე შეიძლება ვინმე შემომეპაროს და რა გაუძლებს იმათ მერე,-იარაღიდან თავაუღებლად დაგვემშვიდობა,სულ არ ახსოვდა საგუშაგო. ორღობეში მივდიოდით,ვიღაცეები უსახლკაროს ეძახდნენ ესალმებოდნენისეთი სიტუაცია იყო თითქოს პიკნიკზე იყვნენ ყველანი.ზოგი გიტარაზე უკრავდა,იარაღას წმენდდა,მღეროდნენ,მოკლედ მხარული ხალხი ჩანდა. მორჩა გზა და სოფელიც დამთავრდა. -სად მივდივართ უსახლკარო? -სიდოროვიჩთან რათქმაუნდა,-ხელი წინ გაიშვირა და პატარა ბანაკი დამანახა,-ანგარიში და თქვენი თავი უნდა ჩავაბარო. -სიდოროვიჩი ვინღაა და რატო უნდა ჩაგვაბარო?-არ მომეწონა მისი ნათქვამი,ისე ლაპარაკობდა თითქოს რაღაც ტვირთი ვიყავით,ეტყობა წყენა შემატყო ხმაზე,-ბიჭო,აბა მარტოხელა მგლობა გირჩევნია? -მე მეგონა შენთან ვიქნებოდით. -ვნახოთ,ვნახოთ.თუ კარგად მოიქცევით და კიდე ორ-სამ წელს იცოცლებთ მერე დავფიქრდები თქვენს ჯგუფში შემოყვანაზე,ისე კი მეც სიდოროვიჩთან ვარ,დამიჯერე აქ ყველაზე კარგი სიტუაციაა რაც კი ზონაში შეიძლება იპოვო. -ცხელი წყალი,საჭმელი,ნორმალური ხელფასი,კარგი ზურგი,-პეტა ამომდგომოდა მხარში,-მეტი რა შეიძლება ინატროს კაცმა,როგორც ვალერიანი იტყოდა :მაძრარ კუჭზე ბანდიტებსაც კი აქვთ ნამუსიო",ხსოვნა იყოს,კარგი კაცი იყო,მისი სიკვდილის შემდეგ ისე ვეღარ ვგულაობთ. -კარგი პეტა,შენ დანარჩენები დააბინავე აქ,მე ჩავალ ამ სიზმარას ჩავუყვან სიდორიჩს.მერე ამოვალ და რამე ვჭამოთ.-ჯიბიდან რაღაც კუპიურები ამოიღო და პეტას გადაუგდო,-დაიჭი და რამე წესიერი იყიდე,თორე კონსერვების ჭამამ ტვინის მოქმედება შემინელა მგონი.კარგი ყმაწვილო,-მე მომირუნდა,-წამო შენი ამბავი გავარკვიოთ. რაღაცა მიწისქვეშა ბუნკერის კიბეზე დავეშვით და რკინის კარებს მივადექით.ვეღარ მოვითმინე,ეხლა უნდა მეთქვა სათქმელი,ვგრძნობდი რომ ახლა თუ ამ კარებს გადავლახავდი ყველაფერი სხვანაირად განვითარდებოდა. -უსახლკარო,სანამ შევალთ,შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვა? -ვიცი უკვე რასაც მკითხავ,-მხარზე ხელი დამადო,შევხედე და სულ სხვა ადამიანი დავინახე,რაღაც უფრო ადამიანური სახე ჰქონდა,-არაფერი არ გჭირს,შენი სიზმარს უნდა უმადლოდე,ზონამ აგირჩია.მეც ვნახე ოდესღაც ასეთი სიზმარი,შენნაირი ღლაპი ვიყავი,ჩვენ ზონის ჯარისკაცები ვართ,მაგრამ საქმე იმაშია რომ არ ვიცი რაში ვჭირდებით,სიდორიჩიც მაგაზე მუშაობს,ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია და მეცნიერები ყავს და ამ ფენომენს იკვლევს.წამო ეხლა შევიდეთ და გავარკვიოთ რაში ვუნდივართ იმ ქალბატონს. უსახლკარომ კარები გააღო და "მიწისქვეშა მაღაზიაში" შევედით,ოთახი ორად იყო გაყოფილი,ჩვენ მყიდველების მხარეს ვიდექით,მეორე მხარეს,რგკინის გისოსების მიღმა მოხუცი იჯდა მაგიდასთან და კალგულატორს დაჰყურებდა.თავზე თმა აღარ შერჩნოდა,მოზრდილი ღიპი ედო და სახეზე ისეთი კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა,ნამდვილად მოგებას ანგარიშობდა.-ა,უსახლკარო მოხვედი?-კალგურატორიდან თავაუღებლად ამოილაპარაკა,-მე მეგონა უკვე მოგკლეს. -როგორც ხედავ აქ ვარ მოხუცო,მეც მიხარია შენი დანახვა,მიჭი მოვიყვანე,ის როდიოში რომ გითხარი. -აჰა...კაი,შეიყვანე ეფრემოვთან და ის გაარკვევს ვინ არი.მე და შენ სალაპრაკო გვაქვს,-მაგიდის ქვეშ რაღაცას ხელი დააჭირა და გამყოფი გისოსების კარები გაიღო. შევედით,გვერძე თაროებზე,მინის ქილებში მანათობელი საგნები ეწყო.ზოგიერთი მოძრაობდა და პულსირებდა.-ეენი არტეფაქტებია,-განმიმარტა უსახლკარომ ჩემი გაკვირვებული სახის დანახვისას.ასეთი არტეფაქტების გამო იღუპება უამრავი სტალკერი ზონაში,მაგრამ თუ გადარჩი ჯილდოც დიდია,ზოგიერთ ასეთ ნივთში უამრავ ფულს იხდიან მეცნიერები და ათასი ჯურის კოლექციონერები.რა საცოდაობაა.-ბოლო სიტყვები ჩემთვის არ უთქვია,რაღაცაზე ჩაფიქრდა,ალბათ ერთ-ერთ თავგადასავალს იხსენებდა. -უსახკარო,რამდენი ხანია რაც ზონაში ხარ? -ეჰ,უკვე ამერია სათვალავი,მგონი დაბადებიდან აქ ვარ,მაგრამ ახლა უნდა დაგტოვოთ,დანარჩენებს მივხედო. ამ პატარა ოთახს მეორე კარების აღმოაჩნდა,ელექტრო ზარი დავრკეკეთ და კარებიც გაიღო. გაოცებისაგან თვალები შუბლზე ამივიდა,იქაურობა ნასას ლაბორატორიას გავდა,ისეთი სითეთრე იყო თვალებს მჭრიდა.ლაბორატორიაში სამი თეთრ ხალათიანი ადამიანი მუშაობდა,უსახლკარომ ერთ-ერთთან მიმიყვანა.
|