ვაყენებთ AMX mod X-------------------------------------------------------------------------------
ე.ი. ჩვენი მიზანია აგიხსნათ თუ როგორ დაყენდება ყველასთვის საყვარელი AMX სერვერზე. ასევე როგორ უნდა მივცეთ AMX ადმინი, სლოტი შერვერზე შემოსასვლელად ა.შ. ანუ როგორ დავანავაროტით სერვერი. დავიწყოთ:
ყველაფერი დავწეროთ Step by Step და ნახავთ თუ რა ადვილია AMX-ის დაყენება სერვერზე:
ნაბიჯი #1დავქაჩოთ ფაილი addons.rar >>>>
http://www.amxmodx.org/dl.php?filename=amx...76d-cstrike.zipგავხსნათ და ფოლდერში addons უნდა იყოს ორი ფოლდერი:
amxmodx და metamod.
ვიღებთ addons ფოლდერს და ჩავაგდებთ იქ სადაც გვაქვს ქაუნთერი დაყენებული ან:
cstrike - 1.6-ის სერვერისათვის ან
czero - ქონდიშენ ზერო სერვერისათვის
მაგალითად,
C:\Program Files\Counter-Strike & Condition Zero\czero
---------------------------------------------------------------------------
ნაბიჯი #2დავქაჩოთ ფაილი liblist.gam
>>>>
http://forum.ge/?showtopic=33756698&view=findpost&p=6370059და ჩავაგდოთ czero ფოლდერში
---------------------------------------------------------------------------
ასეთი მარტივი ოპერაციებით ჩვენ უკვე დააყენეთ AMX ჩვენს სერვერზე.
ახლა კი საჭიროა მისი გამართვა!ნაბიჯი #3ვხსნით addons ფოლდერს და შევდივართ amxmod ფოლდერში, შემდეგ ვხსნით ფოლდერს config და ვხნით ფაილს amxx.cfg ვინდოუსის Notepad ან რემა მსგავსი ტექსტური რედაქტორით.
(
ეს ხდება ასე: მაუსის მარჯვენა კლავიშა > მენიუში ვირჩევთ Open With... ან Open და მერე: Notepad)
შენიშვნა!!! ეს ფაილი ძალინ მნიშვნელოვანია და არავითარ შემთხვევაში არ წაშალოთ იგი. მასშია რის მოთავსებული AM-ის თითქმის ყველა ძირითადი პარამეტრი. ჩემი რჩევაა შეინახოთ ამ ფაილის სარეზერვო კოპია!
ტაკს, შევუდგეთ ეხლა ამ ფაილში ძირითადი პარამეტრების ცვლილებას:1) amx_default access "z" - რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი სერვერზე შეერთებისას იღებს z ნიშნულს. გირჩევთ დატოვოთ ეს ასევე, რადგან "z" ნიშნავს უბრალო მოთამაშეს!
2) amx_password_field "_pw" - მოცემულ ბრჭყალებში იწერება AMX ადმინის პაროლი. მოცემული პაროლის გამოყენება ადმინს შეუძლია სერვერზე გაიაქტიუროს უფლება setinfo ბრძანებით. თუ აქ გვაქვს მაგალითად: amx_password_field "123" მაშინ ადმინმა უფლებების მისაღებად სერვერზე შესვლისას უნდა აკრიფოს setinfo 123 paroli.
3) amx_mode 1 - ასეთ დროს სერვერი თვითონ ანიჭებს მოთამაშეებს იუზერის "z" ფლაგებს და ადმინებს -ადმინს setinfo-თი. 1-ის მაგივრად 2-ის დაყენების შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრატორი ან სლოტიანი იუზერი შეძლებს სერვერზე შესვლას, ხოლო 0-ის შემთხვევაში კი გაითიშება AMX.
ამიტომ ესეც უცვლელი დატოვეთ! 4) amx_show_activity 2 - მოცემული პარამეტრი გვიჩვენებს ვაჩვენოთ თუ არა რომელ მომხმარებელს რა კომანდა შეყავს.
თუ აყენია 1, მაშინ თქვენ დაინახავთ ნებისმიერი იუზერის მიერ შეყვანილ კომანდას,
თუ აყენია 2 - მაშინ მხოლოდ ადმინისას. მაგალითად ტურის შეცვლისას ხშირად ჩანს, რომ: ADMIN: changed map level to de_dust2
თუ გინდათ, რომ არაფერი მსგავსი არ გმოჩნდეს, მაშინ ჩაწერეთ 0.
5) amx_scrollmsg "Welcome to %hostname% -- This server is using AMX Mod X" 600 - აქ შეგყავთ თქვენი მისალმება სერვერზე, მაგალიტად: amx_scrollmsg "GAMAJOBA JIGARO, AQ RAM MOGIKVANA??" 600
6) amx_imessage "Welcome to %hostname%" "000255100"
amx_imessage "This server is using AMX Mod X\nVisit
http://www.amxmodx.org" "000100255" - ეს არის ისევ და ისევ მისასალმებელი სიყვის მაგალითი, ფორმელიც ჩნდება სხვა ზომაში და ეკრანის ქვედა ნაწილში. ბოლოს ბრჭყალებში მოქცეული ციფრები აღნიშნავს ამ ტექსტის ფერს RGB კოდში.
7) amx_freq_imessage 180 - მოცემული მისალმების გაგზავნის ინტერვალს განსაზღვრავს. 180 წამი = 3 წუთი.
8) amx_flood_time 0.75 - ფლუდ კონტროლი. 0.75 აღნიშნავს მილიწამებს. ფლუდკონტროლი ცნობილია FORUM.GE-ს მომხმარებლებისათვის და მის ახსნას არ დავიწყებ.
9) amx_reservation -
ძალიან მნიშვნელოვანი: განსაზღვრავს რამდენი რეზერვირებული სლოტი აქვს სერვერს. 0-ის შემთხვევაში რეზერვირებული სლოტები არ იქნება.
10) amx_hideslots 0 - ასეთ შემთხვევაში რიგითი იუზერი ხედავს სლოტს და მიერთებისას AMX მას უბრალოდ გააგდებს. ხშირად გინახიათ 16/17 და ა.შ. 1-ის შემთხვევაში ეს სლოტები დამალულია და არ ჩანს. მე მაგალითად გირჩევთ დატოვოთ 0.
11) amx_time_display "ab 1200" "ab 600" "ab 300" "ab 180" "ab 60" "bcde 11" - ეს პარამეტრი გვიჩვენებს როგორ უნდა გამოიყვანოს სისტემამ დარჩენილი დროის მაჩვენებელი.
12) amx_time_voice 1 - ასეთ შემთხვევაში timeleft-ის ჩაწერისას უზერს გამოუდის ხმოვანი შეტყობინება. 0-ის დროს კიდე დრო გამოდის ეკრანზე.
13) amx_vote_delay 10 - რამდენ ხანში შეიძლება განმეორდეს amx_vote ტიპის ბრძანება წამებში.
14) amx_vote_time 10 - მსგავსი ბრძანების ხანგრძლიობა.
15) amx_vote_answers 1 - გამოჩნდეს თუ არა vote კიტხვა. 1 = კი, 0 = არა.
16) amx_extendmap_max 90 - რამდენი ხანი გაგრძელდება გაგრძელებული რუკა.
17) amx_extendmap_step 15 - თითო გაგრძელებაზე დამატებული წუთები.
18) csstats_rank 1 - რის მიხედვით დაიმახსოვრებს /rank და /top15 მოთამაშეებს. 0 = ნიკის მიხედვით; 1 = Steam ID მიხედვით; 2 = IP-ის მიხედვით..
19) csstats_maxsize 3500 - სულ რამდენი მოთამაშის rank აღრიცხოს.
20) amx_statsx_duration 12.0 - განსაზღვრავს სტატისტიკის გამოტანის დროს.
------------------------------------------------------------------------------
ამით მორჩა AMX პარამეტრების გასწორება ახლა ავხსნათ თუ როგორ უნდა დავამატოთ ადმინები/სლოტები. გავხსნათ ფაილი users.ini Notepad-ში.
ნაბიჯი #4:
ადმინის დამატება IP-ს მიხედვით:users.ini ფილის ბოლოში შეგვყავს:
"ადმინის IP" "" "ადმინის ნიშანი" "de"
"de" d - ნიშნავს რომ ადმინი არის გაწერილი IP მისამართით და e - ნიშნავს რომ ადმინს არ სწირდება პაროლის შემოწმება; ანუ ერთი IP-დან შემოსულ პიროვნებებს ექნებათ AMX ადმინი.
შენიშვნა!!! ჯორჯია ონლაინის აბონენტებს დინამიური IP-ს გამო გირჩევთ არ გმოიყენოთ ეს უფლება.
-------------------------------------------------------------------------------
ნაბიჯი #5:
ადმინის დამატება user/password-ით:users.ini ბოლოში შევიყვანოთ:
"ადმინის ნიკი" "ადმინის პაროლი" "ფლაგები თუ რამეა" "a"
ამ შემთხვევაში მხოლოდ ადმინის ნიკისა და პაროლის მცოდნე თუ შემოვა სერვერზე AMX ადმინით. პაროლი იწერება ისევ და ისევ: setinfo _pw "პაროლი" და შემდეგ უკივე შეურთდებით.
ბოლოში "a" ნიშნავს, იმას, რომ ვინც შეეცდება ადმინის სახელით შემოსვლას პაროლის გარეშე, სერვერი გააგდებს.
-------------------------------------------------------------------------------
ახლა კი მოკლედ ავხსნათ რომელი AMX Mod X ნიშნული რას აკეთებს:
a - იმუნიტეტი, ანუ "a" ნიშნულის მქონეს ვერ გაკიკავ, დაბან, გაუკეთებ სლეის, სლეპს და ა.შ.
b - სლოტის რეზერვაცია: "b" ნიშნულის მქონეს შეუძლია დარეზერვებულ სლოტზე შესვლა სავსე სერვერის შემთხვევაში.
c - amx_kick უფლების მინიჭება
d - amx_ban and amx_unban უფლება
e - amx_slay and amx_slap უფლება
f - amx_map უფლება
g - amx_cvar სერვერის CVAR-ების შეცვლის უფლება
h - amx_cfg უფლება
i - amx_chat / psay / csay / tsay წერა
j - amx_vote და მსგავსი გამოკითხვების უფლება
(amx_votekick, amx_votemap, amx_voteban da ase shemdeg)
k - amx_cvar ის მქონე ადმინს აძლევს უფლებას დაადოს sv_password სერვერს.
l - amx_rcon უფლება
პლაგინებისათვის გამოყოფილი ნიშნულები:
m - custom level A
n - custom level B
o - custom level C
p - custom level D
q - custom level E
r - custom level F
s - custom level G
t - custom level H
u - amxxis შესვლის უფლება
z - მომხმარებლის ნიშნული
--------------------------------------------------------------------------------
ნაბიჯი #6:
როგორ დავაყენოთ ინტერნეტიდან გადმოწერილი AMX პლაგინი:AMXX პლაგინები წარმოადგენს *.amxx გაფართოების ფაილებს, მათ ვაგდებთ ფოლდერში plugins რომელიც არის amxmodx პაპკაში და ვხსნით configs ფოლდერში plugins.ini ფაილს, ბოლოში ვწერთ იმ ფაილის სახელს: ragaca.amxx ვინახავთ plugins.ini-ს.
მაგალითად, nochat.amxx (say-ის აკრძალვა) ვაგდებთ plugins ფოლდერში და plugins.ini-ში ბოლოში ვუთითებთ nochat.amxx და ვასეივებთ.
This post has been edited by Irakli on 31 Aug 2007, 10:43