ახლა კი უფრო გამოსაყელებელი საქმე, რასაც ადრე ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა. მაშ ასე: ვხედავთ ანომალიას თუ არა, ვშლით დეტექტორს კნოპკით "O" რაც უკეთესი დეტექტორი, მით შორიდან პოულობს არტეფაქტს. ამასთან არტეფაქტები არ შანს შეუიარაღებელი თვალით. ასე რომ დეტექტორი აუცილებლად დაგჭირდებათ. ამას პლუს ხანდახან თუ შორიდან პატარა მოხტუნავე ბოლი დაინახოთ, ეგაა არტეფაქტი.
განსხვავებით ჩერნობილის აჩრდილიდან, როგორც ვთქვი, ეს თამაში არის Survival ი. ამიტომ გადარჩენას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ანუ ჯერ ერთი ფულის მოგროვებას, რომ წესიერი კოსტუმი იყიდო. და მერე გარემო ფაქტორებისგან თავდაცვას. აფთიაქებს ისე ადვილად ვერ იშოვით, როგორც ჩერნობილის აჩრდილში და ასევე არტეფაქტებიც ისეთი კარგები არაა, როგორც ჩერნობილის აჩრდილში.
აი მე უკვე მერამდენე საათია ვთამაშობ და მხოლოდ ერთი წესიერი არტეფაქტი ვიპოვე Dark Valeey ში, რომელიც რადიაციას 4 ერთეულით ამცირებს. იგივე არტეფაქტი (ანუ მარტო პლიუსიანი) ჩერნობილის აჩრდილში 30 ერთეულით ამცირებდა რადიაციას.
პატარა მინიშნება: თუ იყიდით, იყიდეთ "SVEMA" ს კოსტუმი, რომლიც პირველად Yantar ში გამოჩნდა Shadow of Chernobyl ში. ის იყიდება Kordon ში რომ ფერმაა, იქ და ღირს 21000 მანეთი. ეს იმხელა თანხაა, რომ მისი მოგროვება ძალიან ძნელია. ამიტომ ეცადეთ არტეფაქტები არ გამოგრჩეთ და იარაღი მოკლულებს აუცილებლად აართვით. დიდ ფულს არ მოგცემენ, მარა მაინც რაღაცაა.
და კიდევ ერთი: შეიძლება მამენტ გაიჩითოს ამოფრქვევა. სასწრაფოდ უახლოესი შენობისკენ გაიქეცით და არც ეცადოთ დასეივება სანამ არ გადაივლის ეს "ვზრივ" ი. იმიტომ რომ მერე იჭედება თამაში, კაცი შვილი აღარ დადის, ვერც იარაღს იშოვი და ვერც გაყიდი.
დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
სურათზეა: არტეფაქტის ძებნა დეტექტორით.
მიმაგრებული სურათი