Saints Row საერთოდ არც ისე ცუდი თამაშია როგორც თქვენ დაწერეთ, რა თქმა უნდა GTA-სგან ეს ისევე განსხვავდება, როგორც თბილისში გამომცხვარი პიცა ნაღდი იტალიურისგან

მარა თავისი მუღამი ამასაც ააქვს
უბრალოდ საქმე იმაშია, რომ როგორც პირველი ისე მეორე Saints Row პირველ რიგში ექსბოქსისთვის იქმნებოდა (პირველი მხოლოდ ექსბოქსზეა გამოსული), ხოდა Saints Row 2-ის პორტირება კომპიუტერზე მოხდა ძალიან ნაჩქარევად და ჰარიჰარალედ.
სწორედ მაგიტომ არის ასეთი საზიზღარი გრაფიკა, მაგიტომ იჭედება უმაღლესი კონფიგურაციების კომპიუტერებზეც კი და ა.შ. ეს თამაში ექსბოქსზეც მაქვს და კომპიუტერშიც, მარა აი ექსბოქსის ვერსია კომპიუტერის ვერსიისგან როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება გინდა გრაფიკით და გინდა performance-ით (ანუ არანაირად არ იჭედება).
GTA-სგან განსხვავებით Saints Row არ ცდილობს იყოს სერიოზული, ეს უფრო ერთგვარი პაროდიაა GTA-ზე (თუმცა წარუმატებელი) და თვითონ მისიებიც სპეციალურად არის ასეთი არასერიოზული (მაგალითად გავნავოზით ქუჩების მძღნერით მოსვრა რად ღირს