პირველი სენდბოქსი რომელიც 2 დღეში დავხურე

პირველი ნაწილი უფრო გემრიელი იყო.. გონკებიც ჩითავდა და ბევრი საინტერესო რამ.. ეს მაგარი დააინვალიდეს...
მარა პირველში ის ტეხავდა რომ მთავარი პერსონაჟი მოჩვენებასავით იდგა ხოლმე ქათ სინების დროს და გეგონებოდა ვიღაცამ ჩააკერაო უკვე დამზადებულ ტამაშში.. აქ კაია რომ ერთერთი აქტიური პერსონაჟი გახდა..
ხო კიდევ ძაან ბევრი ბონუსი მაგალითად ბრონირებული მანქანა ორმაგი მჭიდები.. წესივრად ვერ გამოვიყენე.. იმიტომ რომ მხოლოდ თამაშის ბოლო მომენტში ავიყვანე ის crime ring ი რომელიც ამ ბონუსებს მაძლევდა.
რაც შეეხება ბიზნესს მაგარი კაზუალური გამოდგა.. ყოველთვის მაქსიმალური დაცვა ამყავდა და შესაბამისად ყოველდღიურად 500 იდან 2K მდე ავედი ზარალში სამაგიეროდ ჟიბის ფულიდან ყოველთვის ვიხდიდი.. სულ რაღაც 5 დღეში უკვე 2 ვე ეკონომიკური ბონუსი მქონდა და 20 K გამიხდა შემოსავალი... და როცა ეს ბედნიერი დღე დადგა თამაშიც დაიხურა

საერთო ჯამში მაინც საინტერესო და სასიამოვნო იყო ამ თამაშთან გატარებული 12 საათი... სხვა ვერაფერს ვიტყოდი.. და არც ველოდებოდი ამ თამაშისგან ტრიუმფებს.