რა დედის წიოკი მიმოხილვა იყოოო! იმენა Half-Life ზე მიდიან, ხომ გეუბნებით რა. კარიდორული შუტერი, სამეცნიერო ფანტასტიკა, მუტანტები, ზომბები.. და კიდევ ერთი საინტერესო ფრაზა გაჟღერდა: როგორ არიან არტიომი და "შავები" დაკავშირებულებიო.
აი მე წიგნში მე-4 თავამდე მივედი და საინტერესო რამეებს გეტყვით.
1. არბატზე პრეზიდენტია ვიღაც თვალთვაძე.
2. არიან როჟები, რომლებსაც სტალკერები ქვიათ და ამათ ზედაპირიდან ჩამოაქვთ მეტროში საწვავი, ტყვიები და მისთანები.
3. ტიპები ჭამენ სოკოებს.

და ღორები ყავთ და ამ ღორებსაც სოკოებს აჭმევენ. ასევე "ვდნხ" ზე (სადაც არტიომი ცხოვრობს) აქვთ საფირმო ჩაი სოკოებისგან.
4. "შავები" ასეთი საშინელები არ არიან წიგნში, როგორიც ვიდეოებშია. სამაგიეროდ "სტალკერისაგან" ისესხეს "კონტროლერების" თვისება - აკონტროლონ ადამიანის გონება.
5. ყვებიან ისეთ საშიშ ამბებს, ისეთი საზიზღარი სიზმრებია აღწერილი, შიშით გული გაგეპარება. საინტერესოა როგორ გადავა ეს ყველაფერი თამაშში.
6. ისევე როგორც სტალკერში, აქაც დაყოფილია ხალხი რამდენიმე კლანად: ნორმალურები, კომუნისტები, ფაშისტები, ე.წ. "განზა" - სავაჭრო გაერთიანება (რუკაზე წრე რომაა, ეგაა))
7. რუკაზე "ვდნხ" აღნიშნულია ისრით. და რამდენი სადგური ყოფილა, რა უბედურებაა.

8. პატარა ამონარიდი წიგნიდან: 5 თუ 6 წლის არტიომი, ძმაკაცები ჟენკა და კოლია რომელიღაცის მშიბლისგან მოპარული აბრეზით წავიდნენ "ბოტანიკური ბაღისკენ" ("ვდნხ"-ს ჩრდილოეთით პირველივე სადგურია) ხოდა როჟებმა აქამდე მოვედითო და ბარემ ზევითაც ავიდეთო. კარები როგორც წესი მეტალის ვეება კარებით იყო ჩაკეტილი. ნახევარი საათის ჩალიჩის მერე მექანიზმი დაქოქეს ამ ბავშვებმა და ნახევრად დამტვრეული ესკალატორით მართლა არ ავიდნე მაღლა? მისდღემჩი ცა არ ენახათ ხო? აბა მეტროში სად ნახავ ცას. ხოდა კიდევ კარგი ღამე იყო, თორემ მზე თვალებს ამოუწვავდა ეგრევე. პლუს არ დაივიწყოთ რადიაცია. ამათ კი დაცვის გარეშე დაიწყეს ამ საოცარი სანახაობის - ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება. ხოდა ცოტაც და შეიბრაწებოდნენ რადიაციისგან, მაგრამ უეცრად უსაშინლესი ხმა გაიგეს, გული გაუსკდათ, თოფიც გზაში დაკარგეს და გავარდნენ უკან მეტროში. გავარდნენ კარგია - კარების მექანიზმი გაიჭედა და ვეღარაფრით ვეღარ დახურეს. ამას პლუს ის საშინელი ხმა ახლოვდებოდა. ხოდა ასე გაღებული კარები მიატოვეს და ჰაიდა სახლში. "ჩვენ გავხსენით გზა ზემოთკენ.. ან უფრო ზუსტად, ქვემოთ, მეტროსკენ"
მიმაგრებული სურათი
საჭის მართვისას მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ? ესე იგი ყველაზე დაბალი კლასის მძღოლი ხარ @ Jonatahn_smith
ეს საქოცეთი ცოტა ძაან ამოვიდა ყელში.. : user: