ნახატხატი ექსტრა - მაგარი ლუდია. ოღონდ მაშინაა მაგარი, როდესაც მეტი გასაკეთებელი არაფერი გაქვს, თორემ საკაიფოდ ათრობს. აი ისე, როგორც ბალტიკა 9 ნომერი. ოღონდ მისგან განსხვავებით სასიამოვნო დასალევია და ძილის გრძნობას არ იწვევს.
და აი, 8 % იანი ლუდის ზემოქმედების ქვეშ, მაშინ, როდესაც მეწვია შთაგონება და სახლშიც მოვედი, მინდა დავწერო.. აუ, შუქი დამრჩა ანთებული.. კაროჩე,. დავიწყე.
მამა და შვილიჰო, სტალკერიო, სტალკერიო, დიალოგიო.. ძალიან ბევრს ეგონა, რომ მეტრო 2033 იქნებოდა სტალკერის ანალოგი ან მინიმუმ, პერსონაჟები მაინც იქნებოდნენ ერთნაირი. თამაშის მომლოდინე გეიმერულ სამყაროს იმედები ნამდვილად არ გაუცრუვდა: მეტრო 2033 ის შემქმნელებმა ძალიან ბევრი მოინდომეს და შექმნეს სტალკერისაგან განსხვავებული სამყარო, სადაც ერთ ლოკაციაზე ერთი და იგივე სახიან და ფორმის ადამიანს იშვიათად ნახავ. ის კი არა და იმისათვის, რომ პერსონაჟები ერთმანეთს არ გვანებოდნენ, ზოგიერთ მათგანს იარები მიუმატეს, ზოგს წვერი, ზოგსაც ლაპარაკის მანერა.
მეტრო 2033 არაფრით გავს სტალკერს. ერთადერთი თუ რუსულ გახმოვანებას არ ჩავთვლით. იქ აშკარად იგივე მსახიობები არინ, რომლებმაც სტალკერი გაახმოვანეს. სხვა მხრივ კი მეტრო კალიდორული შუტერია - სტალკერი ღია სამყაროსი. მეტროში იარაღები და ტყვია-წამალი ძალიან შეზღუდულია - სტალკერში თავზე გადაგდის. მეტროში ძალიან უფრთიხლდები ნიღაბს და საერთოდ ყველაფერს - სტალკერში გკიდია (შადოუზე მაქვს ლაპარაკი). მოკლედ, მეტრო 2033 რაღაცით უახლოვდება Half-Life-ს
Half-Life Vs Metro 2033ნუ გეშინიათ გორდონ ფრიმენის ფანებო. THQ ჯერ ძალიან ახალგაზრდა მწარმოებელია იმისათვის, რომ ლეგენდებს თუნდაც დაეწიოს. მე მართალია ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ Half-Life ის (განსაკუთრებით მე- ის) შეგრძნებები მექნბოდა, მარა იმედი გამიცრუვდა. არ არის იმდენი იარაღის არჩევანი. არ არის იმდენი მოულოდნელი თავდასხმები. არ არის იმდენი დაბალანსებული განათება, საშიშროება და სიუჟეტი. არ არის ისეთი დრაივი, რაც ასე ახასიათებს Haf-life-ს. და მთავარი - მეტრო ძალიან მალე და ძალიან ადვილად იხურება. მე მახსოვს ჩემი პირველად ნათამაშევი Half-life 1, ერთი თვე მოვუნდი რამის, მერე 1 კვირა, ბოლოს 2 დღე.. მერე შემეშინდა თამაში. მეტრო იხურება 10-11 საათში და წიგნიდან ამოგდებულია ძალიან ბევრი და ჩემი აზრით საინტერესო მომენტი.
წიგნი..დიმიტრი გლუხარინი ერთ დღესაც, საქმე რომ არა ქონდა რა, დაჯდა და დაწერა წიგნი "მეტრო 2033". ამისათვის მას მოუწია რამდენიმე რუბლის დახარჯვა და მეტროს სადგურების მონახულება, რათა კარგად აღეწერა ისინი. ამავე დროს ადამიანს ქონდა კარგი ფანტაზიაც და საბოლოო ჯამში გამოვიდა სამეცნიერო ფანტასტიკური მისტიკური და პოსტ აპოკალიფსური წიგნი. მიუხედავად მისი ფანსატიკური ჟანრისა, წიგნში აღსანიშნავია რამდენიმე ადგილი.
* აპოკალისფისი მიუხედავად, ადამიანები ისევ განაგრძობენ ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტას. არადა ისედაც ცოტანი არიან
* მაძღარი მშიერს პურს წვრილად უფშვნიდა და აყედრიდა - რა ღორულად ჭამო. ლაპარაკია "პოლის"-ზე.
* ხშირად ერთი და იგივე ფაქტი ერთს შეიძლება დადებითად მოეჩვენოს, მეორეს უარყოფითად. - ლაპარაკია შავებზე.
* ძალიან კარგადაა გადმოცემული ადამიანის გაუმაძღარი და დამანგრეველი ბუნება - ლაპარაკია შავების განადგურებაზე, როდესაც ეს უკანასკნელნი უბრალოდ ელჩებს გზავნიდნენ, რომ გაერთიანებოდნენ ადამიანებთან და საერთო ძალით ეცხოვრათ ზემოთ.
* კარგადაა გადმოცემული ადამიანის მრავალსახიანობა. მეტროში შეხვდები როგორც სატანისტებს, ისე იეღოველებს, კომუნისტებს და ფაშისტებს, მეძავებსა და სპეკულიანტებს, ცხოვრების აზრდაკარგულ ადამიანებს, რომლებსაც "დიდებული მატლის" სწამთ.. და ასევე კარგადაა გადმოცემული ის ემოცია, როდესაც ადამიანი გაიგებს, რომ არანაირი "დიდებული მატლი" არ არსებობს და ისინი არიან სულ
მარტომისტიკური ელემენტები ძალიან წაკითხვადს ხდის წიგნს. სამწუხაროდ სადღაც შუისკენ ეს ელემენტები საერთოდ ქრება და ძალიან მონოტორული ხდება შინაარსი, მაგრამ ბოლოსკენ გამობრწინებები ისევ არის და ნამდვილად ღირს ამ წიგნის წაკითხვა. ბევრს თუ ვერაფერს გაიგებთ, კარგად მაინც გაერთობით.
ამოჭრილი ნაწილებიარ ვიცი რატომ, მაგრამ თამაში მეტრო 2033 ისეთი ემოციური არ გამოვიდა, როგორიც წიგნია. ჩამოვთვლი განსხვავებებს.
1. თამაშში ვერ გრძნობ რომ მეტროს სადგურში ხარ. გგონია რომ ხარ სადღაც მიწისქვეშა ბუნკერში და სად დადიხარ, კაცმა არ იცის.
2. წიგნში უმეტეს ნაწილად გვირაბებში დადიხარ
ფეხით და გარშემო აბსოლუტური სიბნელეა. ამ სიბნელეს ემატება გვირაბის ხმები, შენი ნაბიჯების ექო, ვირთხების ხმა და უკნიდან მომავალი ხმები.. თან ეს გვირაბი არა და არ მთავრდება და არის მომენტები, როდესაც ვერ იგებ წინ მიდიხარ თუ ადგილზე ბუქსაობ. თამაშში ნურას უკაცრავად - განებუვრებული ვართ მანათობელი სოკოებით, ურიკებით, მოკლე გვირაბებით. ეს ყველაფერი შიშის გრძნობას ანელებს.
3. მაღლაც დავწერე და გავიმეორებ - სადგური "პოლისი"-ს დათვალიერების არ შესაძლებლობა დანაშაულია დამპროექტებლების მხრიდან. მით უმეტეს, რომ არტიომს მთელი 3 საათი ქონდა სანამ კრება განაჩემს გამოიტანდა და ამ დროში მან გაისეირნა პოლისში. თამაშში ნურას უკაცრავად. პოლისი არა ზანგი.
4. ადგილობრივი წარმოების იარაღები - წიგნში ერთი საცოდავი კალაშნიკოვი გკიდია და იმასაც მარტო ერთხელ ცვლი უფრო მოკლე ვერსიაზე. თამაშში კი იმდენი იარაღი გაქვს, არჩევანის საშუალებაც კი გაქვს - გახვიდე ჩუმად ან გადახოცო ყველა. თუმცა ამ პუნქტს ნაკლად ვერ ჩავუთვლით. ბოლო-ბოლო შუტერია. წიგნში ერთხელ ისვრი მარტო და მაშინაც ფაშისტები გიჭერენ.

5. ზედაპირი და სეირნობა - სადაა მასე, რომ როცა გაგიხარდება ზედაპირზე ახვიდე? წიგნში ერთადერთხელ მოძრაობ ზედაპირზე და მაშინაც რამის სული გამეპარა ისეა აღწერილი იქაურობა. ის საწყალი მუტანტები, ზედაპირზე რომ დარბიან, მორბიან შენტან და შეტევის წინ უკანა ფეხებზე ლემურებივით დგებიან და საცოდავად ყმუიან, ისე საზარლადაა აღწერილი წიგნში.. ეს უნდა კარგად გადმოეტანათ.
6. ბევრი ფრაზა თამაშში სახეშეცვლილია ან საერთოდ ამოღებულია. ზოგიერთი მოვლენა (მაგალითად ხანთან შეხვედრა) საერთოდ გადაკეთებულია (არადა მაგარი მომენტია), ზოგი კი საერთოდ ამოგდებულია (მაგალითად მელნიკმა კი არა, პოლისის მმართველებმა დაავალეს არტიომს ბიბლიოთეკაში D6 ის თუ რაღაც ამდაგვარის ძებნა, დანიელა ერთ-ერთი მადგანია და როგორც ზემოთ დავწერე, ძალიან მისტიკურად იღუპება. ამის არ გადმოტანა.. ტეხავს)
7. თოვლი და უბედურება. რა თქმა უნდა ძალიან სახალისოა, როდესაც დაორთქლილი და გაყინული აირწინაღიდან ვერაფერს ხედავ, მაგრამ წიგნში ზამთარი კი არა ზაფხულია და რა იციან ხოლმე ამ თამაშებში, როდესაც რუსეთის აღწერა უნდათ, აუცილებლად თოვლი უნდა იდოს და მოდიოდეს. მერე რა რომ ზამთარია? ბიბლიოთეკიდან რომ გამოდიხარ ეგეთი ჭექა-ქუხილია, ზაფხულის წვიმაში გეგონება თავი.
8. რა უბედურებაა მარტო ბავშვები და ზრდასრულები კაცო? ერთად ერთხელ ვნახე მარტო ახალგაზრდა გოგო ლეტ დვაცეტ სჩემტა. დანარჩენები არიან ან სულ ბალღები (და 99 % ბიჭები) ან სულ მოზრდილები (99% კაცები). რა არის, ქალი დაილია მეტროში? გადაშენდებით თქვე ოხრებო და უყარეთ მერე კაკალი.
9. სადაა განზა, ყველაზე მდიდარი სადგურების ერთიანობა? ერთი წარწერით და საბაჟო პუნქტით გინდათ გაგვიყვანოთ ფონს?
დასკვნადარწმუნებული ვარ თუ 7th guest -ი ამ საქმეს მოკიდებს ხელს, ჩემზე ძლიერი რევიუ გამოუვა. მე კი დასკვნის სახით ვიტყვი: თამაში შეიძლება. განსაკუთრებით თუ მის ატმოსფეროში ჩაიძირები და მცხოვრებლების ამბებს მოუსმენ. ეს მართლა საინტერესოა. ამ ფორმითაა გადმოცემული მრავალი ისტორია წიგნიდან. ასევე გული მომიკლა ერთ-ერთ სადგურში მათხოვარის მომართვამ: "გაიმეტეთ ერთი პულკა ყოფილი სისტემური ადმინისტრატორისათვის" - საცოდავი ვინ იცის როგორი სის-ადმინი იყო, მარა ახალ სამყაროში კაცი-შვილს არ ჭირდება: ერთადერთი პოლისში დგას კომპიუტერი. თვით მდიდარ განზასაც კი არ აქვს ამხელა ფუფუნების საშუალება. თამაშის ჩემეული შეფასებაა 7.5/10 - კარგი გრაფიკის და წიგნის ზოგიერთი მომენტის ორიგინალურად გადმოცემის გამო.