აუ, კინაღამ დამავიწყდა და კიდევ კარგი თემა ვნახე.

მეექვსე თავი.. უფრო ზუსტად, მისი ვრცელ შინაარსი.
თავი6 (შინაარსი)
გამოფხიზლებული არტიომი გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით და ვერ ხვდებოდა სად იყო.
- გაიღვიძე? – გაისმა ნაცნობი ხმა. ამ ხმამ აიძულა მისი ფიქრების მოზაიკა აეწყოთ გუშინდელი (გუშინდელი კი?) დღის სურათი. ეს ყველაფერი ახლა უკვე ძალიან არარეალურად და ბუნდოვანად ეჩვენებოდა. თითქოს ძილიდან ახალგაღვიძებული იყო და სიზმრის დეტალები ნელ-ნელა ქრებოდა. – საღამო მშვიდობისა – განაგრძო კაცმა. იგი ცეცხლის მეორე მხარეს იჯდა და არტიომი ალის მიღმა ხედავდა მას. ასეთი სიტუაცია ამ სახეს თითქმის მისტიურ ელფერს აძლევდა. – ახლა ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს გავეცნოთ კიდეც. მე ჩვეულებრივი სახელიც მაქვს, ისეთი როგორიც გარშემო გახვევია და ბევრს ვერაფერს რომ ვერ გეტყვის. თუმცა მე – ჩინგის ხანის ბოლო გარდასახვა ვარ. ამიტომ შეგიძლია დამიძახო ხანი. უფრო მოკლეა.
- ჩინგის ხანი? – ეჭვით შეხედა არტიომმა თანამოსაუბრეს. ამ კაცმა სწორედ გარდასახვა თქვა, არადა რეინკარნაციის არ სჯეროდა.
- მეგობარო – ნაწყენი ხმით თქვა ხანმა – არ ღირს ასე უტიფრად ჩემი თვალების ჭრილის შესწავლა. მას შემდეგ მე კიდევ მრაალი გარდასახვა მქონია, თუმცა ჩინგის ხანი ყველაზე ცნობილია მათდან. სამწუხაროდ სწორედ ამ ეპოქიდან მახსოვს ყველაზე ცოტა რამ, უფრო ზუსტად, რაფერი.
- და რატომ ხანი და არა ჩინგიზი? – არ დანებდა არტიომი – ხანი ხომ გვარიც არაა, არამედ საქმიანობის ფორმა, თუ სწორად მახსოვს.
- არასწორ ასოციაციებს იწვევს, აიტმატოვზე რომ არაფერი ვთქვათ – გაუგებრად უპასუხა იმან – და თან არ ვთვლი საჭიროდ ჩემს წარმოშობაზე ვინმეს ავუხსნა რამე. შენ რა გქვია?
- მე არტიომი და არ ვიცი ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში. შეიძლება ჩემი სახელიც ხმამაღლა ჟღერდა.
- ძალიან სასიამოვნოა – კმაყოფილებით უთხრა ხანმა – იმედი მაქვს ჩემს მოკრძალებულ ტრაპეზას გაიზიარებ. – ხანმა ისეთივე ჩაიდანი შემოდგა ცეცხლზე, როგორიც ვდნხ-ზე ქონდათ.
არტიომმაც გაქექა თავის ზურგჩანთა, ამოიღო იქიდან ჯერ კიდევ მშობლიური სადგურიდან წამოღებული ძეხვი, დანით რამდენიმე ნაჭრად დაჭრა და სუფთა ნაჭერზე დადო – აი, ჩაიზე მისაყოლებლად. ჩაი კი ხანს მათი ქონდა, ვდნხ-სი, არტიომმა მაშინვე იცნო ის გემოზე. ბიჭუნა ფიქრებს მიეცა. ხანიც ჩუმად იჯდა და ეტყობა თავის საფიქრალზე ფიქრობდა. რამდენიმე ხნის შენდეგ შეამჩნია რომ სადგურზე საათებიც კი გაჩერებულიყო. აქვე გაახსენდა ხანის ნათქვამი “საღამო მშვიდობისა” და შეეკითხა
- ახლა რა, საღამოა?
- ჩემთან საღამოა
- ეს როგორ? – გაუკვირდა არტიომს
- შენ ბიჭუნა როგორც ჩანს ისეთი სადგურიდან ხარ, სადაც საათები მუშაობს და ყველა დიდ პატივს სცემს მათ. ყველასთვის ერთნაირად მიდის დრო. მაგრამ სინამდვილეში ეს დრო ზემოთ მიდის. მეტროში კი სულ სიბნელეა, აქ აზრი აღარ აქვს დროს. ვისთვის ის ნელა მიდის და მოწეული სიგარეტის ღერებით განისაზღვრება, ზოგისთვის კი მიჭენაობს. აი შენ საათი გიკეთია და მისით საზღვრავ დროს. მაგრამ აბა გატეხე იგი. მიხვდები როგორ საოცრად შეიცვლება. მე შეიძლება გითხრა “საღამო მშვიდობისა” და შენ მიპასუხო “დილა მშვიდობისა” თუმცა არც ერთი არ იქნება შეცდომა.
არტიომმა წარმოიდგინა როგორი სისათუთით ეპყრობოდნენ ვდნხ-ზე საათებს, როგორ მაშინვე შეაკეთებდნენ ხოლმე მათ და გუნებაში გაეცინა. აი, დროს აზრი აღარ ქონია. ეს რომ გაეგოთ მის სადგურზე ნეტავ რას იტყოდნენ.
- ადრე რომ მეტროები დადიოდნენ, იქაც ხომ ამბობდნენ “ესა და ეს სადგური. ბაქანი მარცხენა” – დაიწყო არტიომმა – მაგრამ თუ მოძრაობის საპირისპიროდ დგახარ, მაშინ მარჯვნივ გამოდის ბაქანი. ხოლო ვინც ზის, იმათთვის წინ იქნება, ან უკან – გააჩნია როგორ ზიან. ასე არაა?
- მართალია – კმაყოფილება გამოთქვა ხანმა – ეს მემანქანისათვისაა აბსოლუტური მარცხენა ან მარჯვენა. ისე შენ შემპირდი მოგეყოლა რა დაემართა შენს მეგობარს.
ხანის ამ სიტყვებმა დაღუპული ბურბონი გაახსენა არტიომს. ძალიან უსიამოვნო იყო რომ ამდგარიყო და გვამი მოეთრია სადგურზე – ბურბონმა ხომ უთხრა რომ აქ მეგობრები ყავდა. სხვა საქმეა როდესაც გგონია რომ ადამიანი ცოცხალია, ახლა კი არც იცის როგორ მდგომარეობაში დახვდება ის. ან ამ გვამისთვის რა მოეხერხებინა. ბოლოს ბიჭმა გადაწყვიტა ხანისთვის ეკითხა.
- აი, თქვენთან რომ გარდაიცვლება ვინმე, იმას რას უშვებით?
- იცი არტიომ, სადგურიდან ორი გვირაბი გადის. – არტიომს მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ მართლაც ორი გვირაბი გადის ყველა სადგურიდან და ბურბონმა რატომღაც ეს დაწყევლილი აირჩია აქ ჩამოსასვლელად. – მაგრამ მეორე გვირაბი დაზიანებულია. აი, აქვე ახლოს მიწა დაჯდა და იმხელა ორმო წარმოიქმნა, რომ ვერც ერთი ფანარი მეორე მხარეს და ძირს ვერ წვდება. ხოდა ამ ორმოში ვაგდებთ ხოლმე მკვდრებს.
არტიომმა ერთი კი იფიქრა, რომ რა აზრი ქონდა ბურბონის გვამი გვირაბში გაიხრწნებოდა თუ ორმოში და თავის დარწმუნებაც დაიწყო, რომ ჯობდა დაეტოვებინა ადგილზე. მაგრამ თვალწინ ბურბონის სახე წარმოუდბა, როდესაც იმან თქვა “მე მოვკვდი” და მაშინვე ფეხზე წამოხტა – მე უნდა წავიდე და წამოვიღო. მე ხომ შევპირდი მას რომ გამოვიყვანდი იქიდან. თან აქ მეგობრები ყოლია.. ბიჭი ფანრის ნათებით ჩახტა რელზებზე და ძალის ძალად გადაგა ნაბიჯი გვირაბისაკენ. მოულოდნელად რაღაც ძალიან მძიმე შეეხო მხარზე. მოულოდნელობისაგან არტიომმა შეყვირა, მოიგლიჯა ავტომატი მხრიდან და სწრაფად შემობრუნდა, თუმცა ხვდებოდა რომ უკვე გვიანი იყო. მძიმე ხელის პატრონი ხანი გამოდგა. გამოგცადე – უთხრა მან – შენი მეგობარი, სანამ გეძინა, მე წამოვიღე და ჩავაგდე იმ ორმოში. არტიომს გულზე მოეშვა, მაგრამ ახლა ახალი შეკითხვა დაებადა.
- რატომ წამოიღეთ ის გვამი?
- იმიტომ რომ ხილვა მქონდა.. სიზმარში მითხრეს რომ ჩრდილოეთიდან მოვიდოდა ახალგაზრდა ბიჭი და მე მას უნდა დავხმარებოდი.
- კი მაგრამ თქვენ ჩემს ყვირილის და ავტომატის ხმაზე არ მოხვედით? – გაოცდა არტიომი.
- ეჰ ბიჭუნა, გგონია როდესაც ვინმე ისვრის გვირაბში ყოველთვის შევრბივარ და ვნახულობ? არა, ასე ძალიან უაზროდ დავამთავრებდი სიცოცხლეს. მაგრამ ერთხელ სიზმარში ვნახე ძლიერი და სულ თეთრებში ჩაცმული მამაკაცი, რომლის სახელის ნახევარსაც მე ვატარებ. მან მითხრა რომ ჩრდილოეთ გვირაბიდან მოხვიდოდი და შენი სახებაც მანახა. თავიდან მეგონა რომ ამ ადამიანს ჩემი დამონება უნდოდა და ჩემს სიზმრებში შემოჭრას არავის ვპატიობ. მაგრამ მერე მივხვდი რომ მას ძალიან სჭირდებოდა ჩემი დახმარება, რომ უჩემოდ და ჩემი დასაყრდენის გარეშე ის ძალიან ცუდადაა. ხოდა ამიტომაც დავეხმარე მას და წამოვედი შენს შესახვედრად. ხომ არ იცნობ ამ ადამიანს?
არტიომს თვალწინ გაურბინა სიზმარმა, სადაც ხანტერი ასევე თეთრ ტანსაცმელში იყო ჩაცმული და მასაც სთხოვდა წასვლას. დიახ, ის იცნობს ამ ადამიანს, რომელის სახელის ნახევარც ხანს ქვია. არტიომმა მოუყვა ხანს რაც დაემართა მის მეგობარს. ამ უკანასკნელმა იფიქრა და უთხრა:
- ეს მკვდრების ხმებია. და როგორც ჩანს მარტო შენ გესმის ის. შენი მეგობარი რომ რაღაცეებს ამბობდა, ეს მკვდრების ხმები იყო, ისინი ლაპარაკობდნენ შენი მეგობრის პირით და მერე სულაც თან წაიყვანეს. იცი არტიომ, ამჯერად კაცობრიობამ ძალიან მოინდომა. ატომურმა აფეთქებებმა არა მარტო მატერიალური სამყარო მოსპო, არამედ ინფორმაციული სფეროც – ნოოსფერო. აღარ არსებობს აღარანაირი სამოთხე და ჯოჯოხეთი. სულებს აღარ აქვთ წასასვლელი და ისინი აქვე რჩებიან, მეტროში, სწორედ ამ მილებში. ამით აიხსნება ის, რომ ეს ჩემი ბოლო გარდასახვაა.
არტიომს ბურბონის ჩანთა გაახსენდა. შეიძლება მასში იყო ისეთი რამე, რაც ახსნიდა ვაჭრის ჯიუტ მისწრაფებას გამოსულიყო ასეთ ცუდ ადგილას. მაგრამ ძალიან ერიდებოდა გარდაცვლილი ადამიანის ნივთების გაქექვა. მიხვდა რა ამას, ხანმა ჩვეული ავტორიტეტული ხმით დაარწმუნა ბიჭუნა, რომ ეს ჩანთა მისი კუთვნილი ჯილდო იყო იმისათვის, რაც გააკეთა. ბოლო-ბოლო არტიომმა გაბედა და ამოალაგა ნივთები. ოთხი ავტომატის მჭიდი – სრულაიდ გაუგებარია რად სჭრიდებოდა ასეთი არსენალი ვაჭარს. ასევე თვითონ ავტომატი, უაღრესად მოსახერხებელი, მოკლე, ძალიან მოვლილი და როგორც ჩანს სრულიად ახალი – არტიომმა გადაწყვიტა დაეტოვა ეს იარაღი საკუთარი “ბალალაიკას” ნაცვლად. ასევე აღმოჩნდა რაღაც რაოდენობდა საჭმელი. მაგრამ ვერსად იპოვა დაპირებული გასამრჯელო. რამდენიმე ხნის ფიქრის მერე არტიომმა დაასკვნა, რომ შეიძლება ბურბონი საერთოდაც არ აპირებდა არაფრის გადახდას. არამედ გაივლიდნენ თუ არა ამ გვირაბს, აიღებდა და მიახრეტავდა. მერე თუ ვინმე იკითხარვდა რა, ათასი რამე შიელძება მოხდეს ამ გვირაბში და ეს ბიჭი კი თავისით წამომყვაო. ასევე ტყუილი იქნებოდა ალბათ მეგობრების არსებობაც ამ ღვთისგან დავიწყებყულ ადგილაას. და რამდენიც არ აშუქა ჩანთის ძირი, ერთი უცნაურად დახატული მეტროს სქემის გარდა ვერაფდეი რიპოვა ბიჭუნამ.
ხანი დაინტერესდა ბიჭის გეგმებით, სად მიდიოდა ის. არტიომმაც მოუყვა პოლისამდე მიმავალის საკუთარი მარშუტი და რუკაზეც აჩვენა. მაგრამ ხანს სულაც არ მოეწონა ეს ამბავი. გამოართვა რუკა, შუაზე გადახია და ცეცხლში ჩააგდო. ეს შენი სქემა ომამდეა გაკეთებული და საერთოდ არაფრის აზრზე არაა – დაიბუხუნა ხანმა – მას მერე იმდენი რამე შეცვალა, იმდენი ადგილია ჩამონგრეული, გადაკეტილი ან აუშენებლეი, შემი ამრშუტით ვერასადც ვერ გახვიდოდი, გარდა სიკვდილის ადგილისა. აბა შენი თანამგზავრის გეგმა მაჩვენე. წინა სქემის გამოცდილებიდან გამომდინარე არტიომი არ ჩქარობდა უკანასკნელი მეგზური ხანისათვის მიცემას. თუმცა ამ უკანასკნელმა თქვა რომ არაფერს დაუშავებდა ამ გეგმას. ბურბონის სქემა ჩვეულებრივ ქაღარლდზე დახატული ნახაზი იყო. მაგრამ ხამნა დაიჭირა თუ არა, სიმძიმისაგან ხელი დაბლა ჩამოუვიდა
– რა მძიმე რამე ყოფილა – ჩაილაპარაკა მან – საინტერესოა.. მე კი მეგონა ასეთი რუკა აღარ არსებობდა. სულ რამდენიმე იყო და ეს შეიძლება ბოლოცაა. ეს ხომ გიდია.. სწორედ რომ გიდი. იცი არტიომ, მომეცი ეს რუკა – უფრო უბრძანა ვიდრე სთხოვა ხანმა – და მე ჩემსას მოგცემ. თუ გინდა ამ ნიშნებსაც გადმოგიხატავ.
- აიღეთ – უპასუხა არტიომმა – მე მაინც ვერაფერს გავიგებდი და შეიძლება გადამეგდო კიდეც. ცოტას მაინც გადავიხდი ჩემს გადარჩენას.
- არა, ეს მე უნდა გადაგიხადო კიდევ რამე ამაში.. იცი.. აი ეს გამომართვი – ხანმა უცნაური ფორმის ფანარი მისცა – ამას ელემენტები არა აქვს. სამაგიეროდ ხელის დამტენი აქვს. აი ბერკეტს უნდა დააწვე და გაანათებს. ძალიან ძლიერი არაა, მაგრამ ხანდახან სიცოცხლე უხსნია ჩემი. ახლა კი წამოდი, ხალხი ვიპოვოთ რომ გზა გავაგრძელოთ. ქარავანის გარეშე ამ ადგილებში სიარული საშიშია.
არტიომმა ჩანთას დაავლო ხელი, მაგრამ ხანმა გააჩერა – აქ ჩემი ისე ეშინიათ, შენს ნივთებსაც არავინ მოკდებს ხელს. პლატფორმის გავლით ისინი ყველაზე განათებულ კოცონს მიუახლოვნენ. უფრო მცირედ განათებულ კოცონთან მამაკაცის და ქალის სილუეტები ერთმანეთს ეხუტებოდნენ. არტიომს რამის კისერი მოწყდა მათ ყურებაში. დიდ კოცონთან კი მთელი რაზმი იყო შეკრებილი. ერთ-ერთი კი ამბავს ყვებოდა.
- ..ხოდა, დაინახა, რომ მკერდთან თეთრი ლაქები გაუჩნდა. ეკითხება ჩვენს ექიმს, გადავრჩებიო. შანსი არააო – უპასუხა. ორი კვირის სიცოცხლე დაგრა მარტოვო. ვხედავ, ერთი ჩვენგანი უკვე პისტოლეტს წაეტანა, თუ რამეა და ვესვრიო..
- რაზე ლაპარაკობს – კითხა არტიომმა ხანს
- შავი ჭირი დაიწყო – უპასუხა მან. ამ სიყვებმა ჟრუანტელი გამოიწვია არტიომში. ვდნხ-ზე ვირთხები თითქმის არ იყო. შესაბამისად დაავადებაც არ გადაქონდათ. მაგრამ ბიჭს პატარაობაში წაკითხული ქონდა შავი ჭირის ეპიდემიებზე და ამ ამბებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მასზე.
- ..ლიოხამაც – განაგრძობდა ამბის მოყოლას გამხდარი კაცი – მომეცით იარაღი და ტყვიებიო და წავალო. გაგვიხარდა, აბა როგორია შენიანს ესროლო, არავი მოწონს. მივეცით იარაღი, წავიდა და იმის მერე არ გვინახავს. ჩვენ კი დავბანაკდით და ორი კვირის მანძილზე ერთმანეთს არ ვეკარებოდით. ლიოხას ხომ ყველა ვეკონტაქტებოდით და გამოჩნდებოდა ვინ ვიყავით დაავალდებული და ვინ არა. ერთი იყო კიდე, ბუტილკა ერქვა, იმიტომ რომ ყველაფერს სვავდა. ხოდა ის იყო ხოლმე ძალიან ახლოს ლიოხასთან. ამიტომ იმას ყველაზე მეტად ვერიდებოდით. წყალი რომ გამოელია, ჩვენსას ვაძლევდით, მარა ასე, შორიდან დავყდგავდით და გავიდოდით. ორი კვირის თავზე გაქრა ბუტილკა. ერტობა რამე ნახა ტანზე და მოძუძგა, არავინ მომკლასო. გავიდა დრო, ყველანი კარგად ვიყავით და ავდექით და დავიშალეთ. აი ასე, ხარივით ვარ ჯანმრთელი.
ეს კაცი კი ამტკიცებდა ჯანმრთელი ვარო, მარა არტიომმა შეამჩნია რომ მის გარშემო რაღაც სიხალვათე შეიქმნა. არადა ადგილები თითქოს არ იყო კოცონთან. მერე ერთმა გაბურძგნულმა უთხრა.
- და რა იცი რომ ჯანმრთელი ხარ?
- როგორ არა ხალხო – გაოცდა გამხდარი – ჯანმრთელი ვარ, აბა რა ვარ? მე ხომ არაფერი დამემართა.
- იცი, ზოგს ორი კვირის მერე გამოსდის ნიშნები, ზოგს უფრო მერე. რა ვიცით?
- ჯანრთელი ვარ – რამის ისტერიკაში ჩავარდა გამხდარი, წამოხტა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო – აი, ნახეთ, მაქვს ლაქები? არა მაქვს. ჯანმრთელი ვარ.
- ჰოო.. შენ შეიძლება არა გაქვს ლაქები – ეჭვიანად უყურებდ გაბურძგნული და დანარჩენი ხალხიც არ უყურებდა ნდობით – მაგრამ შენ შიეძლება იმუნიტეტი გაქვს. მაგრამ გადამტანი კი იქნები.
- ჯანმრთელი ვარ, ჯანრმთელი! – გამხდარმა აღარ იცოდა რა ექნა და ხელებს წევდა მაღლა და იღლიებს ანახვებდა – აი, ჯანმრთელი ვარ.
- არ ვიცით, არა.. პროფილიაქტიკა მაინც საჭიროა – გაბურძგნულმა პისტოლეტი ამოიღო და დაუმიზნა.
არტიომმა მეტი ვეღარ გაუძლო. ავტომატი მოიმარჯვა და ისაა ნაბიჯი გადადგა, რომ ხანის ხელმა, და მერე როგორმა მძიმე ხელმა, ადგილზე გააშეშა – არ გინდა. მაგის გამოსარჩლებით ტყულად თავს დაიღუპავ და შენი მისია შეუსრულებელი დარჩება. ამ დროს გამხდარმა დაავლო ხელი ტანსაცმელს, ისკუპა რელზებზე და ჩრდილეთ გვირაბისაკენ მოუსვა, სადაც მკვდრების ორმო იყო. შეიძლება ეს ამბავი თავიდან ამოუვარდა შიშისაგან ან შეიძლება არც იცოდა რომ იქ გზა წყდებოდა. იმიტომ რომ შორიდან მომავალი მისი ჩექმების ბრახუნი მოულოდნელად შეწყდა. ნელა კი არ გაჩუმდა, ერთბაშად მორჩა, თითქოს ვიღაცამ ხმა გამორთოო. ეს ძალიან უცნაური იყო ადამიანის სმენისათვის. ხანმა დრო იხელთა, არტიმს უთხრა ახლა მიყურეო და გამოაცხადა.
- აქ დარჩენა საშიშია. ჰაერი დაინფიცირებულია. სასწრაფოდ უნდა ავდგეთ და წავიდეთ. დრო 15 წუთი გვაქვს.
ხალხში თანხმობის ჩოჩქოლი ატყდა და სასწსრაფოდ ნივთების თავმოყრა დაიწყეს.
- აი, არტიომ, ხადევ რა ადვილია შეშინებული ხალხის მართვა. ესენი ზოგნი აქ ცხოვრობენ, ზოგი საერთოდ არ მოდიოდა სამხრეთისაკენ, მაგრამ ახლა ყველა ჩვენ წმოგვყვება. მთავარია დროზე მოხდეს ყველაფერი და გონზე მოსვლა ვერ მოასწრონ.
- ხო მაგრამ ისინი ხომ ერთმანეთ ელაპარაკებიან ჯერ კიდევ.
- რას ვიზამთ ბიჭუნა, ადამიანი საზოგადოებრივი ცხოველია. თუმდაც მისი გონება სხვამ მართოს, მაინც ექნება ინსტიქტი იკონტაქტოს თავის მსგავზებთან.
არტიომმა იგრძნო რომ მოჩვენებითი სიმშვიდის მიუხედავად სიტუაცია მაინც იძაბებოდა. ხანთან გაბურძგნული მივიდა და შემტევი ტონით დაიწყო
- იცი რა, შენ ტვინს გვირევ მემგონი. მე საერთოდ არ მინდა სამხრეთისკენ, იქიდან მოვდიოდი და პროსპექტზე უნდა გავსულიყავი. დაველოდიებით აგერ ცოტა ხანი, გაივლის იმ გვირაბში რომ რაღაც ხდება და წავლათ. ასე არაა სემენოვ – ბრბოდან ვიღაცამ თანხმობით უპასუხა, თუმცა სუსტად – დაინფიცირებას რაც შეეხება, ეს დაავადება შეხებით გადადის და არა ჰაერიდან. იმის ნივთები კი დავწვით. და საერთოდაც, არაფერი დაავადება აქ არაა. ასე რომ დაახვიე შენი წინადადებებით. არსადაც არ წამოვალ.
არტიომი ასეთ შემოტევას არ ელოდა და მალულად შეხედა ხანს. ბიჭი მაშინვე მიხვდა რომ გაბურძგნულს კარგი დღე არ დაადგებოდა, ხანის თავლებში ჯოჯოხეთური ნარინჯისფერი ალი ენთო.
- აბა რაღაზე დაღუპე ის კაცი თუ დაავადება არაა? – ძალად ტკბილი ხმით კითხა ხანმა
- პროფილაქტიკის მიზნით – ირონიულად უპასუხა გაბურძგნულმა
- ეს პროფილაქტიკა არაა მეგობარო. ეს მედიცინა არ გეგონოს - ბრალდებაა. რა უფლებით სდებდი ბრალს?
- ჯერ ერთი შენი მეგობარი არა ვარ. და მერე ბრალს ძლიერის უფლებით ვდებდი. გაგიგია ასეთი რამე? და ძალიანაც ნუ იბლატავებ, თორემ შენც და მაგ შენს ღლაპსაც მიგაპროფილაქტიკებთ. – გაბურძგნულმა ისევ პისტოლეტისკენ წაიღო ხელი.
ამჯერად ხანმა ვეღარ მოასწრო არტიომის გაჩერება და გაბურძგნულის მკერდი ავტომატის ლულაზე აღმოჩნდა მიბჯენილი. ბიჭი ღმრად სუნთქავდა და ესმოდა როგორ ცემდა მისი გული და როგორ ხმაურობდა სისხლი ყურებში. ერთი მოძრაობაც რომ გაეკეთებინა გაბურძგნულს და ხელი ისევ პისტოლეტისკენ წაეღო, არტიომი ჩახმახს გამოკრავდა. არ დაუშვენდა რომ ამ ადამიანს მისი მისია ჩაეშალა. გაბურძგნული გაშეშდა, მაგრამ თვალებს ბოროტად აბრიალებდა. მოულოდნელად ხანმა ნაბიჯი გადადგა და ყურში ჩაძახა: გაჩუმდი! შენ მე დამემორჩილები! თუ არა და მოკვდები! გაბურძგნულის სული უცებ გატყდა. ხელები უღონოდ ჩამოუშვა და არტიომმა გაიფიქრა, ეს მისი ავტომატის გამო კი არ მოხდა, არამედ ხანის ჰიპნოზური ხმის წყალობით. შენთვის ძალიან ადრეა ძლიერის უფლებაზე ლაპარაკი. ჯერ ძალიან სუსტი ხარ ამისთვი – დააყოლა ხანმა თავის ნალაპარაკევს და ზურგი აქცია – აბა არტიომ, შენ ამათ ადამიანებს ეძახი? ესენი არიან აფთრების ხროვა. მარგამ დაავიწყდათ – მე მგელი ვარ ამ ხროვაში. ზოგიერთ სადგურზე მარტო ამ სახელით მიცნობენ.. – არტიომი მიხვდა ვის აგონებდა ხანი ხანდახან – შენ კი მგლის ლეკვი – ხანის ამ ბოლოს სიტყვებიდან რაღაცნაირად თბილი ნოტები მოესმა ბიჭს.