გუშინ ღამე მოვრჩი Singularity-ის (სულ სამი დღე დამჭირდა ამ თამაშის დასახურად), საკმაოდ კარგი თამაშია თუმცა ცოტათი მოკლეა, ავტორებმა ბევრი რამე გადაიღეს Bioshock-დან ("აფგრეიდების აპარატები" სუფთა Bioshock-ია

) და Half Life 2-დან, თუმცა არის ორიგინალური იდეებიც, თუნდაც ეს დროის მანიპულაციის მოწყობილობა (TMD) რომ ავიღოთ

თუმცა ალბათ შეიძლებოდა ცოტათი დიდი თამაშის გაკეთებაც და TMD-ის ფუნქციების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაც.
გრაფიკა და ლეველების დიზაინი მხოლოდ შექებას იმსახურებს, ძალიან ატმოსფერული თამაშია და ამ თამაშის ლეველ დიზაინი ამაში უდიდეს როლს თამაშობს. რაც შეეხება სირთულეს: ნორმალურ სირთულეზე სულ 3-ჯერ მომკლეს და ჩემისთანა არცთუ ისეთ მაგარი გეიმერის კვალობაზე ეს იმას ნიშნავს რომ თამაში საკმაოდ ადვილია (მაგალითად იგივე Bioshock-ი ამასთან შედარებით უფრო რთული სათამაშო იყო), health pack-ები და იარაღები თავზე საყრელად იყო და ხშირად ადგილი არ მრჩებოდა არც ტყვიებისთვის და არც health pack-ებისთვის (მიუხედავად იმისა რომ შესაბამისი აფგრეიდებიც შევიძინე).
მოკლედ მთლიანობაში ამ თამაშისგან დადებითი ემოციები დამრჩა, ერთი პატარა, მაგრამ საკმაოდ თავისებური და კარგი შუთერი გამოვიდა, დარწმუნებული ვარ რომ ამის მეორე ნაწილს ორ-სამ წელიწადში ვიხილავთ, იმიტომ რომ ხალხს მოსწონს ასეთი თამაშები და კლიენტურა ნამდვილად არ მოაკლდება Singularity-ის მესვეურებს