არა, მხოლოდ გუშინ შევუდექი

სხვათაშორის აქამდე სწორედ იმიტომ არ მქონდა ნათამაშევი რომ პირველი Assassin's Creed-ი მაინცდამაინც არ დამევასა, ძალიან მონოტონური თამაში იყო, ყველა მისია ტყუპისცალივით ჰგავდა ერთმანეთს: წადი A პუნქტიდან B პუნქტში და მოკალი ესა და ეს, თან მკვლელობის მეთოდებიც დიდად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. რა თქმა უნდა თავდაპირველად ეს შენობებზე ლამაზად ძრომიალი და სახურავიდან სახურავზე ეფექტური ხტუნაობა მაგარი სახალისო იყო და კარგადაც ვერთობოდი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ეგეც მოსაბეზრებელი გახდა, ხოლო მისიები (როგორც უკვე ავღნიშნე) ძალიან ერთფეროვანი იყო და ამოდენა თამაშში N რაოდენობის ერთნაირი მისიების შესრულება მაგარი მოსაბეზრებელი იყო ჩემთვის.
თან მე დაბაგული ვერსია შემხვდა, წარამარა ვინდოუსში მაგდებდა და ბოლოს ისეთი ბაგი გაიჩითა რომ უბრალოდ ვერ დავასრულე თამაში (კონკრეტულ ადგილში ვინდოუსში მაგდებდა სულ) - არადა თითქმის დასრულებული მქონდა (აი იმ მთავარ წვერებიან ბოსთან უნდა მებრძოლა

).
ჯერ-ჯერობით ეს მეორე ნაწილი იმიტომ მომწონს და პირველს იმიტომ მირჩევნია, რომ აქ უფრო მეტი მრავალფეროვნებაა, ბევრი სხვადასხვა მინი თამაშია და ა.შ. ვნახოთ მერე რა იქნება, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვარ.