სუფთა "ჰიტმენურად", ახალი ჰიტმენი ვერ ქაჩავს!
მხოლოდ გრაფიკა არის გაუმჯობესებული.
ტურები არ ვარგა, მხოლოდ ჩაინათაუნები და შეივინგ ლენი შეიძლება ჩავთვალო "ჰიტმენურად"... ისიც არ მომეწონა, მისიები რომ რამოდენიმე სიუჟეტად იყოფა, სადაც ბევრგან, მიზანი არ არის და მხოლოდ გასასვლელის პოვნით უნდა შემოიფარგლო.
იარაღის და ნივთების აღება / დამალვა არარეალურია, ქრება და ჩნდება ხელში, წინა ჰიტმენებისგან განსხვავებით, სადაც დიდი ზომის იარაღს ან ნივთს ვერ დამალავდი. ინსტინქტი სრული იდიოტიზმია, თუმცა რახან ყველაზე რთულ რეჟიმზე თამაშისას ვერ იყენებ, ეგ კიდევ კარგი. იარაღის დამიზნებით სროლა მხოლოდ შენელებულად შეიძლება და ეგეც არ მომწონა.
კონტრაქს მოუდი, კიდევ ჰო, მანდ კიდევ შეიძლება თამაში. თუმცა თავიდანვე რომ ნიშნავდე მიზნებს, ნამდვილად აჯობებდა.
ერთი სიტყვით, საილენთ ასასინი, კონტრაქტსი და ბლად მანი იცვამს აბსოლიუშენს და სამწუხაროა, რომ ის, რაც ჰიტმენის ფორუმზე იწერებოდა, არ იქნა გათვალისწინებული.