ვუყურე თავიდან ბოლომდე გასვლას იუტუბზე. ძალიან სულელურ სვლებს აკეთებდა მოთამაშე, ერთხელ არ დაუტენია ფანარი და bastard gun არ გადაუგდია ხელიდან, სულ გიჟია ვიღაცა. ხოდა იმის თქმა შემიძლია, რომ სრულიად ახალი ისტორია, ახალი ლოკაციები და ახალი ადამიანები შემოვიდნენ სცენაზე.
მთელი თამაში დაძაბულობა და შიში არ გტოვებს. მუსიკა მიდის ხოლმე ძალიან ემოციური, განსაკუთრებით თვითმფრინავის ვარდნის მომენტია მართლა სულში ჩამწვდომი. იარაღის დახვეწა რომ შეგიძლია საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. კიდე რა მომეწონა.. ა, ახლო ბრძოლის ანიმაციები, აი მონსტრი რომ ახლოსაა და დანას რომ ხმარობ - კარგია.
არ მომეწონა ელექტროსაათი. 2033-ის საათი ძაან კარგი იყო. ასევე საიდანღაც გაიჩითა არტიომის ვაჟი, როდესაც ანასთან ცხოვრებაში არაფერი ქონია როგორც ჩვენ ვხედავთ. პატარა "შავი" უცნაური არსებაა, იდეაში უნდა მოგაწონონ, მარა ხანდახან ისეთ ადგილზე იჩითება შეიძლება შემოგაკვდეს.

ველოდებოდი რომ "დიადი ჭიისა" და იეღოველების სასტავი გაიჩითებოდა, მარა სიდან აბა?
საერთო ჯამში დავუწერდი 7 ქულას. ქულები დააკლდა სუსტი დასასრულის და ალაგ-ალაგ არალოგიკური "აუცილებლად გასაკეთებელი" ქმედებების გამო (მაგალითად თუ ჭაობში ბენზინს ვერ იპოვი (და ლოგიკურად ასეც იქნება ადამიანთა 21 წელი პარაზიტობის მერე) ბარჟას ვერ დაქოქავ და იქით ნაპირზე ვერ მიხვალ). და ქართველი სად ნახეთ ამ ნაწილში? რასაც ვუყურე არავის უთქვამს "სლუში დარაგოი, დავაი ქუფი ეტა, კაცო" -ვო.

პ.ს. ბიოშოკის ვოლქსრუსაც ვუყურე აი პირველი ლედი რომ საფლავიდან დგება, იქამდე. ძალიან მომბეზრდა და დავანებე ყურებას თავი. დავიჯერო ამის მერე იწყება რამე საინტერესო?
This post has been edited by dj-guro on 18 May 2013, 01:32
საჭის მართვისას მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ? ესე იგი ყველაზე დაბალი კლასის მძღოლი ხარ @ Jonatahn_smith
ეს საქოცეთი ცოტა ძაან ამოვიდა ყელში.. : user: