გუშინ მოვრჩი ამის ძირითად მისიებს (DLC მისიები არ მითამაშია). 70 ეჩივმენტიდან 36 გავხსენი (დანარჩენების გახსნისთვის საჭიროა თამაშის თავიდან გავლა და ეგ მაგრად მეზარება).
ცუდი ნამდვილად არაა, შუთერის, ჰორორის და სთელსის საკმაოდ ნორმალური ნაზავია, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ პირველი თამაშის ზუსტი გადამღერებაა რა, ახალი არაფერი არაა.
პლიუსები: თითოეული ლეველის უმაღლესი დონის დეტალიზაცია და საუცხოოდ შესრულებული ლოკაციები. გეიმ დიზაინერებს ნამდვილად ხუთიანი კი არა ათიანი ეკუთვნით, მართლა გადასარევი ნამუშევარია. ანიმაცია, მოდელები, ატმოსფერო მართლაც შესანიშნავი და ერთერთი საუკეთესოა ზოგადად თამაშებში რაც კი მინახავს. სიუჟეტი საკმაოდ კარგი აქვს, არც მთლად ჰეფი ენდი, მაგრამ მთლად დეპრესიული (როგორც პირველში იყო) ბოლოც არ ჰქონია.
მინუსები: იქედან გამომდინარე რომ ამ ბოლო დროს open world-ი თამაშები ჩვემთვის ფაქტიურად must-ად იქცა ეს "კორიდორულობა" უკვე შემაწუხებელია, სთელსი ძალზედ პრიმიტიულია (ყოველ შემთხვევაში საშუალო სირთულეზე), ზედ თუ არ მოგანათეს ფანარი ვერავინ ვერ გხედავს

და ნუ როგორც უკვე ავღნიშნე ფაქტიურად პირველი თამაშის კოპირებაა... ცოტა არ იყოს სასაცილო ინგლისური გახმოვანება, ეს გამოკვეთილი რუსული აქცენტი და რუსული სიტყვების შერევა ინგლისურ მეტყველებაში შეიძლება რუსულის არ მცოდნე ადამიანისთვის ეგზოტიკურად და ორიგინალურად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის სასაცილო და ცოტათი გამაღიზიანებელიცაა "ოი ბლიაძ, იომაიო ფაქინგ შით!"

საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი დავრჩი და ვფიქრობ, რომ ტყუილად არ დამიხარჯავს ამ თამაშზე დრო, 7/10