მაშ ასე, მაქვს იდეა გადავახმოვანქართულო მთელი ამ თამაშის ხმები. სულ არის 2552 + 167 = 2719 ცალი ხმა. მარა 612 ცალი არის ცარიელი. ანუ სულ ჯამში გასახმოვანებელია 2107 ცალი ხმა.
გადანაწილება ასეთია:
Scout - მზვერავი - გურული
Soldier - ჯარისკაცი - სვანი
Pyro - პირო - ოსი
Deamoman - ამფეთქებელი - ქართლელი
Heavy - მეტყვიამფრქვევე - კახელი
Engineer - მშენებელი - რაჭველი
Sniper - ჩუბინი - აჭარელი
Medic - ექიმი - მეგრელი
Spy - ჯაშუში - იმერელი

ეხლა ვინ რატო:
მზვერავი ისედაც სწრაფად დარბის და თან მწარე ენა აქვს. ასე რომ გაქანებული გურულია.
ჯარისკაცი ჯიგარია, მარა ცოტა რთული ხასიათები აქვს. სვანიც ამიტომაა.
პირო - ამის ხმა არ ისმის ვაფშე და..
ამფეთქებელი - ქართლელი იმიტომაა, რომ ქართლელის ხასიათის სხვა ვერ ვნახე.

მეტყვიამფრქვევე - ეს მომენტებში იგინება. თან ძალიან ჯიგარი ჩარია. საიმედო. კაი მოსული ტანიც აქვს. ასე რომ ან სვანი უნდა ყოფილიყო ან კახელი.

მშენებელი - რაჭველი ბიძაშვილის გამო გახდა, ამის იდეა იყო. თან ხანდახან ისე ნელა შენდება ეს რაღაცეები, ნაღდად რაჭველია.
ჩუბინი - აჭარაც ხომ უნდა ყოფილიყო კაცო.

ექიმი - ორიგინალი ექიმი გერმანელია და გერმანულ სიტყვებს ხმარობს ხოლმე. ასე რომ ეს მეგრულს იხმარებს.

ჯაშუში - წარმოშობით ფრანგია. ფრანგი, სიყვარული, ვარდი, სავარდო და სამაისო ჩემო ქუთაისო - იმერელი რა.
This post has been edited by dj-guro on 3 May 2012, 20:29
საჭის მართვისას მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ? ესე იგი ყველაზე დაბალი კლასის მძღოლი ხარ @ Jonatahn_smith
ეს საქოცეთი ცოტა ძაან ამოვიდა ყელში.. : user: