SA-MP.GE PRESENTSGrand Theft Auto-ს თამაშის სერიების შესახებ:Grand Theft Auto (ქართ. მანქანების დიდებული ქურდობა) ან უბრალოდ GTA, არის ვიდეო თამაშების სერია. იდეა დევიდ ჯონსს ეკუთვნის და პროექტიც მისივე განხორციელებულია. სერიის გამოცემას სათავეში ჩაუდგნენ დენი და სემ ჰაუსერები. სერია შექმნილია შოტლანდიური კომპანია Rockstar North-ის მიერ და გამოცემულია Rockstar Games-ის მიერ. თამაში მოქმედებითი, სათავგადასავლო და რბოლის ჟანრების ნარევია.
სერიის გამოცემა დაიწყო 1997 წელს, ხოლო დღესდღეობით გამოშვებულია ცხრა სრული თამაში. თამაშის მთავარი პერსონაჟების ხმები გახმოვანებული აქვთ ფილმის სამყაროს ისეთ ვეტერანებს, როგორებიც არიან მაიკლ მედსენი, ბარტ რეინოლდსი, დენის ჰოპერი, გერი ბიუზი, სამუელ ლ. ჯექსონი, კრის პენი, ჯეიმზ ვუდსი, ჯო პანტოლიანო, ფრენკ ვინსენტი, რობერტ ლოჯია, პიტერ ფონდა, კაილ მაკლახლენი და რეი ლიოტა. თამაშს სახელწოდება მიღებული აქვს grand theft auto-დან, რაც ინგლისურ ენაზე მანქანის ქურდობის ერთ-ერთი ტერმინია.
San Andreas Multiplayer- თამაშის დაწყებამდე რა თქმა უნდა უნდა გქონდეთ GTA San Andreas-ი დაყენებული თქვენს კომპიუტერში. სასურველია, რომ GTA გადმოწერილი იყოს Avoe.Ge-დან. GTA-ს ეს ვერსია არის სრულყოფილი და არ აქვს პრობლემები.
- GTA-ს ონლაინში სათამაშოდ აუცილებელია გადმოწეროთ SA-MP Client. მისი გადმოწერა შეგიძლიათ SA-MP.GE-ს FTP-დან. მოცემული ვერსია საბოლოოა და თავისუფლად შეძლებთ ითამაშოთ SA-MP.GE-ს სერვერზე. კლიენტის დაყენების ინსტრუქცია იხილეთ ამ ბმულზე
- სერვერზე შესვლამდე რამოდენიმე ნაბიჯი გვაკლია. რა თქმა უნდა სერვერი უნდა დავამატოთ ფავორიტებში. (SERVER IP: 88.198.160.172:7777)
- სერვერზე შესვლისას აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაცია საკმაოდ მარტივია თუ ყველაფერს დაკვირვებით წაიკითხავთ სერვერზე.
ჩვენი სერვერის შესახებჩვენთან თქვენ შეძლებთ აიხდინოთ ოცნებები, გააკეთოთ ისეთი რამ, რასაც რეალურ ცხოვრებაში ვერ შეძლებთ. მიაღწიოთ იმას, რისი მიღცევაც რეალურ ცვორებაში უფრო რთულია და გაცილებით დიდი დრო უნდა. თქვენ გადმოხვალთ არარეალური პერსონაჭების სამყაროში, მაგრამ მათ სავსებით რეალური ადამიანები მართავენ. თქვენც ერთ-ერთი მათგანი შეიძლება გახდეთ, ძალზედ მარტივად აიხდინოთ თქვენი ოცნებები, ნახოთ, განიცადოთ, მოყვეთ, იურთიერთოთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ჩვეულებრივი მეეზოვიდან და გახდეთ ქალაქის მერი, მინისტრი, შეხვიდეთ კრიმინალურ ოჯახში, ბანდაში, გახდეთ დაქირავებული მკვლელი, ტაქსისტი, პოლიციელი, ფედერალური ბიუროს აგენტი, ჟურნალისტი, მეხანძრე, ექიმი და ა.შ.
რაც შეეხება ჩვენ შტატში ცხოვრების მსვლელობას. გვყავს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე. მცირდება კრიმინალი და არაადეკვატური მოთამაშეები ხდებიან ადეკვატურები. სულ მალე იქნება მერის არჩევნები, რომელშიც შტატის ყველა მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას. ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. სხვადასხვა არაოფიციალური ორგანიზაცია მუშაობს და აქტიურად ატარებს ღონისძიებებს სისწრაფის მოყვარულთათვის. მაფიოზური კლანები დღითიდღე ძლიერდებიან. ქუჩის ბანდებში აქტიურად შედიან ახალგაზრდები. ჩვენთან ბევრი საინტერესო რაღაც ხდება რასაც აქ ვერ დავწერ, შეიძლება დავწერო, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი და განცდილი სჯობს.
ჩვენთან ჯობია! ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით - ბევრად დახვეწილი თამაშის მოდი, გამოცდილი ადმინისტრაცია. თამაშის და ფორუმის განვითარების დონე ბევრად განსხვავდება ბევრისგან. ეს ის თამაშია რომლის მსვლელობაშიც დიდი წვლილი შეაქვს ფორუმს. თავად გადახედეთ
ფორუმს და დარწმუნდებით
სერვერზე სათამაშო ნიკი აუცილებლად უნდა შედგებოდეს სახელი_გვარის პრინციპისგან, მაგალითად George_Brown, Mike_Stone და ა.შ. სიმბოლო "_" აუცილებელია.პანკისელთან თხოვნა - პანკი, იქნებ პირველი პოსტი ამ ტექსტით ჩაანაცვლო.
This post has been edited by HacKerA on 28 Sep 2012, 23:11