დავფიქსირდები ამ თემაში და თან ამოვწევ, ასე ქვემოთ არ უნდა იყოს.
მოკლედ ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, შედევრი თამაში გამოდგა.
ვიცოდი რომ მაგარი იქნებოდა და ბევრს მოველოდი, მაგრამ გადააჭარბა მოლოდინს.
რამდენიმე თვის წინ ვაპირებდი გადმოწერას, მაგრამ პირველი ორი ბიოშოკის გაგრძელება მეგონა, გადმოვწერე ეგენიც მაგრამ 7 ზე არ წაიღო და XP-ს მაგის გამო ვერ დავაყენებდი. მერე ვიკიპედიაში ვნახე, რომ არ ჰქონდა კავშირი პირველ ორთან (ბოლოში ოკეანეში ჩაძირული ქალაქის გარდა).
ულამაზესი გარემო და ლოკაციებია, უძლიერესი ატმოსფეროა ზოგადად თამაშში. თავიდან ტურისტივით დავდიოდი და ვათვალიერებდი ყველაფერს - ატრაკციონები, ძეგლები, ხალხის ქცევები და ა.შ.
სთორი არ მეგონა ასეთი გრძელი თუ იქნებოდა. სხვა თამაშებზე ალბათ მომბეზრდებოდა, მაგრამ უფრო ჩამითრია და ისე მინდოდა ბოლოში გასვლა, რომ მაგარი მუღამით დავამთავრე, ერთი წუთით არ გამნელებია ინტერესი.
ბოლოს რომ დავამთავრე ბევრი კითხვა დამრჩა და კაი ხანი ვიფიქრე, ბოლოდან ავუყევი მთელ თამაშს. მერე რევიუებიც გადავიკითხე და საბოლოოდ შედგა პაზლიც, მაგრამ ტიტრების შემდგომმა სცენამ, ოთახში რომ შედის დამიტოვა კითხვები. მაგალითად, რამენაირად დაბრუნდა თუ არა ბუკერი წარსულში ჩვილ ანასთან ერთად სახლში, ბაპტიზმის მიღების ადგილას დახრჩობის შემდეგ (არ ჯდება ლოგიკაში) და მომავალში ჩვეულებრივად გაზრდის, პარალელური განზომილებიდანაა (რაც არ უნდა იყოს, რადგან ნაკლებად დაგვაინტერესებს სხვა განზომილება), თუ არადა რას ნიშნავს ეგ სცენა? ეგ რომ არ ყოფილიყო, უფრო ლოგიკურად დამთავრდებოდა ყველაფერი. აღარც ბუკერი იქნებოდა მომავალში, არც კომსტოკი, არც ანა/ელიზაბეთი და არც კოლუმბია დახრჩობის შემდეგ არცერთ განზომილებაში. ოპტიმისტ კაცს იმედსაც დაგიტოვებს, რომ საბოლოო ჯამში ორივე ცოცხალია.
მოკლედ ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია რაც მითამაშია თუ საუკეთესო არა.
10 ს დავუწერ მიუხედავად იმისა, რომ არის პატარ-პატარა ხარვეზები, მაინც ეპიკური თამაშია.
ელიზაბეთი

ასეთი საყვარელი პერსონაჟი არ შემხვედრია არასდროს. დირიჟაბლში რომ გადაიცვა უფრო დამევასა

მთლიანობაში მაგარი მუღამი მისცა მაგან + მთელი თამაში რომ გეხმარება ყველაფრით, ანუ კარგად იყო მორგებული სათამაშო ინტელექტიც + საინტერესო დიალოგები. ამდენი ხნის ტყვეობის შემდეგ, მაგარი განათლებული გოგო გახდა.
პატრიოტები ყველაზე მურტალი მტრები გამოდგნენ, მაგრად გამიბურღეს ტვინი მთელი თამაში, განსაკუთრებით ბოლო battle-ში დირიჟაბლზე, ერთდროულად რამდენიმე რომ მოდის + უამრავი სხვა მტერი.
ლუტესები ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი პერსონაჟები იყვნენ თამაშის, მაგრამ ამავდროულად ყველა სხვა პერსონაჟის წარსული ბურუსითაა მოცული.
რელიგიური ფანატიზმი კარგად ჩანს თამაშში, უამრავი მონოლოგებით, აუდიო/ვიდეო ჩანაწერებით, ხალხის დამოკიდებულებით, ქადაგებებით და ა.შ. თუმცა მაინც უცნაურია, როგორ გახდა გალოთებული ომის ვეტერანი "ასეთი" და მერე როგორ მიაღწია ამდენს, რაც უძლიერესი ქალაქ-სახელმწიფოს შექმნაში გადაიზარდა.
რასიზმი/ქსენოფობიის ელემენტებიც კარგადაა გადმოცემული, რას უშვებიან კოლუმბიაში სხვა რასების წარმომადგენლებს და მათ როგორ ექსპლუატაციას ეწევიან.
3 საღამო მოვანდომე ამის დახურვას. დროთა განმავლობაში, როცა ცოტა დამავიწყდება სთორი, კიდევ უნდა დავხურო.
მოკლედ 10/10