სალამი, :cool: ამ პოსტში კი მინდა გაგაცნოთ ინფორმაცია, რომელიც ეხება Grand Theft Auto V-ს :>
მოკლედ დავიწყოთ ჯერ გეიმფლეის ვიდეოთი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
http://www.youtube.com/watch?v=N-xHcvug3WI
ახლა კი ინფორმაცია თვითონ თამაშზე და მის სისტემებზე

(ყველა ინფორმაცია და ყოველი სიტყვა არის გადმოკოპირებული
ამ გვერდიდან, ამ თარგმანის ავტორიც კი მე ვარ და გვერდიც ჩემი, ასე რომ მგონი წესებს არ ვარღვევ)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Rockstar-ისგან ძალიან საინტერესო ინფორმაცია
ესეიგი... ჯეტეა 5–ის ფანებნა როგორც იქნა მიიღეს პასუხები თავიანთ კითხვებზე. ერთერთი ფანის კითხვა იყო: "შესაძლებელი იქნება თუ არა თამაშის დროს გადავცვალოთ პერსონაჯი?"
Rockstar: "მაიკლი, ტრევორი და ფრანკლინი თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ, თითოეულს გააჩნია თავისი მეგობარი, ახლობელი და ა.შ. როცა თქვენ არ იქნებით მისიაზე, რა თქმა უნდა თქვენ შეძლებთ შეცვალოთ თქვენი პერსონაჟი, მაგალითად თუ იყავით ტრევორი და გადაცვლით ფრანკლინზე, თქვენ გააგრძელებთ თამაშს იქიდან სადაც იმყოფება იმ წუთას ის, ანუ თქვენ იქიდან არ აგრძელებთ თამაშს სადაც თქვენ დაამთავრეთ ბოლოს, არამედ სადაც იმოფება ის ფერსონაჟი იმ წუთას. შეიძლება თქვენ გადაცვალეთ ფრანკლინიდან მაიკლზე და ამ დროს მაიკლი შეიძლება იყოს თავის სახლში, სადაც ეჩხუბება თავის ცოლს, ან თუ გადართეთ ტრევორზე ის შეიძლება გაურბოდეს იმ წუთას გაურბის პოლიციას და ა.შ. ასე რომ, თუ თქვენ არ ხართ მისიაზე, ეს თქვენი გადასაწყვეტია, თუ როდის შეცვლით პერსონაჟს."
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

კიდე ერთი პატარა ინფორმაცია Rockstar-ისგან, ჯეტეა 5–ის გეიმფლეის შესახებ.
ერთერთი ფანი: "როდესმე ვნახავთ ჯეტეა 5–ის გეიმფლეის?"
Rockstar: "კი, თან ძალიან მალე. პირველი ოფიციალური გეიმფლეის გამოსვლა უკვე გვიახლოვდება."
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

რაც ყველაზე საინტერესო იქნება ჯეტეა 5–ში, ეს არის...
– თქვენ შეძლებთ იყიდოთ ახალი ტანსაცმელი თქვენი პერსონაჟისთვის.
– გაუკეთოთ პერსონაჟს ტატუები და ახალი ვარცხნილობა.
– მანქანის "გათუნინგება" შესაძლებელი იქნება თითქმის მთლიანად. შესაძლებელი იქნება ახალი ბამპერების, დისკების, ფარების, წარწერების, მატორის, სპოილერების და რავი კიდე რა გითხრათ.. ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი იქნება.
– იარაღზე შესაძლებელი იქნება მაყუჩის, პრიცელის, ლაზერის გაკეთება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ვისაც გაინტერესებთ პერსონაჯების საცხოვრებელი:
– მაიკლი ცხოვრობს მთაზე, Rockford Hills.
– ტრევორი ცხოვრობს ტრაილერში, ბაიკერების და ნარკო დილერების ახლოს – Blaine County–ზე, Alamo–ს ტბასთან ახლოს.
– ფრანკლინი ცხოვრობს სამხრეთ ლოს სანტოსში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ახლა კი ცოტა ინფორმაცია იარაღის სისტემაზე...
როცა თქვენ ცვლით იარაღს, დრო ნელდება და ეკრანზე გამოდის მრგვალი ფანჯარა სადაც ნაჩვენებია იარაღები. ისინი იქნებიან განაწილებული სლოტებზე:
- პისტოლეტი
- მძიმე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით
- ავტომატი
- სნაიპერული თოფი
- მუშტები
- ვინჩესტერები
- ყუმბარმტყორცნი
- ნაღმი
როცა თქვენ აირჩევთ იარაღს, მასთან გამოდის კიდევ ერთი პატარა ფანჯარა ზემოთა მარჯვენა კუთხეში, სადაც ნაჩვენებია იარაღის სქილები.
- ზიანი
- სროლის სიჩქარე
- სიზუსტე
- სიშორე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ისევ ვაგრძელებ თქვენთვის ინფორმაციის მოწოდებას GTA 5-ზე
როგორც ალბათ შეამჩნიეთ, ვინც უყურეთ ვიდეოს, რომ როცა ცვლით პერსონაჟებს გამოდის პატარა ფანჯარა სადაც წერია მათი "Skill"-ები. ყოველ პერსონაჟს ფანჯარის საკუთარი ფერი აქვს. ტრევორს - ყავისფერი, ფრანკლინს - მწვანე და მაიკლს - ცისფერი. ეს ფანჯარა გვიჩვენებს მათ სქილებს:
- სპეც შესაძლებლობა
- გამბედაობა
- გამოცდილება სროლაში
- ძალა
- ეს სიტყვა ვერ გადავთარგმნე, ვიცი რასაც ნიშნავს მაგრამ ქართული სიტყვა ვერ შევურჩიე და მიახლოებით გეტყვით. ანუ, ეს სქილი გვიჩვენებს თუ რამდენად ტექნიკურია პერსონაჟი პოლიციისგან დამალვისდროს, რამდენად სწრაფად შეუძლია მას დამალვა და რამდენად ჩუმად.
- გამოცდილება საჰაერო სტრანსპორტის ტარებაში
- გამოცდილება საგზაო ტრანსპორტის ტარებაში
- ფილტვების მოცულობა
სულ ეს არ არის, დღეს კიდევ მოგაწოდებთ ინფორმაციებს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ალბათ არავის არ მოწონს, როცა NPC ზის კომპიუტერთან და ის ყოველთვის გამორთულია. როგორც ჩანს როკსტარმა ეს გაითვალისწინა და გამოასწონა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

GTA 5-ში გველოდება რუკის ორი რეჟიმი.
პირველი - როცა თქვენ სეირნობთ ფეხით, რუკა იქნება პირველ სტანდარტულ რეჟიმში.
მეორე - როცა თქვენ ხართ ტრანსპორტში, რუკა იქნება დახრილი, ის უფრო დაემსგავსება 3D რუკას
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ძალიან მაგარი ინფორმაცია ვნახე "CVG"-სგან
"CVG"-მ ჩაიწერა ინტერვიო ერთერთ Rockstar North დეველოპერთან, სადაც მიიღო რამდენიმე ახალი და საინტერესო ინფორმაცია
- თუ თქვენ დატოვებთ თქვენს მანქანას შუა ქუჩაში, მას გადაიყვანენ საჯარიმოზე. იმისთვის რომ გამოიყვანოთ ის, თქვენ მოგიწევთ ჯარიმის გადახდა.
- როცა იარაღში მთავრდება ტყვიები, ის მაინც გრჩებათ ხელში და არ ქრება.
- "Headshot"-ზე მიიღებთ პრიზებს.
- მტრები მოიქცევიან ერთმანეთისგან განსხვავებულად. SWAT იქნება ძალიან ტექნიკური, განგსტერები კი პირიქით.
- "LS Custom"-ში სადაც თუნინგდება მანქანა, თქვენ ასევე შეძლებთ დააყენოთ მასზე სასურველი სიგნალიზაცია.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

კიდევ ერთი პატარა ინფორმაცია GTA 5-ზე.
Rockstar-მა, როგორც სხვა სისტემები ასევე დახვეწა სროლის სისტემაც. წინა პოსტებში ალბათ ნახავდით მოკლე ინფორმაციას, იარაღის გადაცვლასთან და იარაღების სქილებზე. აქ კი მინდა დავამატო, რომ ჩვენ შევძლებთ ავირჩიოთ სამი სხვადასხვა მიზანი: free aim (თავისუფალი დამიზნება), soft lock (საშუალო რეჟიმი), hard lock (მექანიკური რეჟიმი). როცა თქვენ მოკლავთ მოწინააღმდეგეს, მიზანი გადაიქცევა პატარა "X"-თი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მოკალით მოწინააღმდეგე. მიზანი ასევე იცვლის თავის ფერს, თეთრიდან წითელზე, იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაუმიზნებთ თქვენიანს.
ნივთის/მანქანის უკან დამალვის ანიმაციაც უფრო დაიხვეწა, დაემატა გადატრიალების ახალი ანიმაციას.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

როგორც შეგპირდით, ახლა განვიხილავთ ინფორმაციას "მოგზაურობებთან და საერთოთ თავისუფალ სამყაროზე"
ესე იგი, "Rockstar"-ის მთავარი მისია იყო Grand Theft Auto V-ში შეექმნა თავისუფალი სამყარო. Rockstar-მა ამ თამაშში ჩაამატა ყველაფერი, რაც კი იცოდა მთელი თავისი მუშაობის მანძილზე "Open-World" თამაშებზე.
მოდით დავიწოთ "ლოს-სანტოსიდან", უზარმაზარი ქალაქიდან რომელიც შექმნა Rockstar-მა. ალბათ ყველას გაინტერესებთ მისი სიდიდე, როგორც საინფორმაციო საიტებზე ამბობენ ის იქნება 5-ჯერ დიდი ვიდრე "Red Dead Redemption"-ში, უფრო ადვილად რომ ვთქვათ, ავიღოთ Grand Theft Auto: San Andres, Grand Theft Auto IV, Red Dead Redemption და შევაერთოთ ისინი, დიდი გამოვიდა არა? მაგრამ აქვე დავამატებ, რომ ამ ზომაში შედის წყ**ს ქვეშა სამყარო.
უდაბნოები - Rockstar დაგვპირდა, რომ დაამატებს საინტერესო დეტალებს, იმისთვის რომ უდაბნო არ იყოს ცარიელი და უბრალო პეიზაჟი მოთამაშეებისთვის.
ცოცხალი ქალაქი - როცა მაიკლი მიდის ქუჩაში, ხალხი არ დგას ერთ ადგილას, ისინი სულ მოძრაობენ და გადაადგილდებიან ერთი ადგილიდან მეორეზე, ასევე ისინი უფრო რეალურად რეაგირებენ თქვენს ქმედებებზე. მაგალითად, როცა მაიკლი გაივლის ორ ადამიანთან, სადაც მაქ აცვიათ რეინჯერების ტანსაცმელი და უკეთიათ მასკები, მაიკლი იღებს თავისი ჯიბიდან სმარტფონს და იწყებს სურათის გადაღებას. კაცი კი, რომელიც გამოწყობილია როგორც რეინჯერი, ტრიალდება მაიკლისკენ და იღებს მისთვის პოზას კამერის წინ.
ოკეანე - ზოგიერთი გემი აღჭურვილია წყალქვეშა აპარატურით, რაც ეხმარება ტრევორ ჩავიდეს წყ**ს ქვეშ. წყ**ს სიღრმეში კი გვხვდება სრულიად სხვა სამყარო, სადაც მოთამაშე შეიძლება დაიკარგოს კიდევაც. ოკეანეს უფრო და უფრო კი ალამაზებს სხვადასხვა ლამაზი თევზები და წყ**ს მცენარეები. უცბათ ტრევორი ხედავს გიგანტურ ჩაძირულ გემს და მიცურავს მისკენ, ასევე რა საკვირელია ეს გემი მიიქცევდა სხვა "Dive"-ერების ყურადღებას (წყ**ს მყვინთავები) და ისინიც მიუახლოვდებოდნენ მას. Rockstar-მა არ მოგვცა ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ გვპირდება, რომ წყ**ს ქვეშაც კი იქნება საინტერესო დეტალები და ჩვენ შევძლებთ მათ პოვნას.
ამით დავამთავრებ ამ პოსტს, იმედია მოგეწონათ
დარჩით ჩვენთან და გაიგეთ სხვა საინტერესო ინფორმაცია Grand Theft Auto V-ზე
ამას მოვრჩი, მაგრამ თანდათან რასაც ჩემ გვერდზე დავწერ, აქაც გამოვაქვეყნებ. ვისაც დაგაინტერესათ იმედია წაიკითხეთ და ახლა ველოდები თქვენს შეფასებას
[COLOR=red][COLOR=red]
This post has been edited by burnout on 12 Jul 2013, 14:12