








რამდენიმე ფაქტი პოლიციაზე:
- ყველაფერი გახდება უფრო რეალური, შესაძლებელია მოხვდეს ისეც, რომ თუ თქვენ დაარღვევთ საგზაო წესებს, პოლიცია მოგცემთ ერთ ვარსკვლავს.
- პოლიციისგან გაქცევას თქვენ შეძლებთ რუკაზე ნაჩვენები რადიუსის შიგნითან, არ არის აუცილებელი გაცდეთ ამ რადიუს და შემდეგ დაიმალოთ. უბრალოდ თქვენ უნდა მოახერხოთ ისე, რომ შეხვიდეთ რამე ადგილას სადაც იქნება სიწყნარე და დარჩეთ იქ სანამ პოლიცია არ დაწყნარდება.
- მანქანებში პოლიცია ერთმანეთთან სასაუბროდ გამოიყენებს ხელებს.
- თამაშში იქნება საკმაოდ დიდი სამხედრო ბაზა, სხვადასხვა სამხედრო ტექნიკით.
- FIB, ეს იქნება რეალური FBI-ს პაროდია.
- თუ უბრალო გამვლელი დაგინახავთ, რომ თქვენ ქურდობთ, ისინი გამოიძახებენ პოლიციას.
- თუ თქვენ იქნებით მატარებლის სახურავზე და თქვენ შეგამჩნევენ, მაშინვე მოგეცემათ ერთი ვარსკვლავი.
- თუ თქვენ ივლით ქალაქში გოლფის მანქანით, ამ შემთხვევაშიც პოლიცია შეგაჩერებთ.
- თამაშში ნიღაბი ძალიან დიდ როლს ითამაშებს. მაგალითად, როცა თქვენ ძარცვავთ მაღაზიას, ბანკს და ა.შ. და თან გიკეთიათ მასკა, პოლიცია მოგცემთ ვარსკვლავს, მაგრამ როცა დაიმალებით ისე, რომ ვერავინ გხედავთ (ვარსკვლავები ისევ გაქვთ და პოლიცია გეძებთ), ამ დროს უცბათ მოიხსნით ნიღაბს და ყველაფერი დაწყნარდება, ვარსკვლავები გაგიქრებათ.
- პოლიცია კიდევ უფრო დაიხვეწება, რამდენიმე ვარსკვლავზე უკვე ცეცხლის გახსნის მაგივრად, პოლიცია გამოიყენებს სხვა მეთოდს, ელექტროშოკს. ასე იქნება უფრო რეალური, რადგან უნდა ვაღიაროთ, რომ რეალობაში პოლიციელი არ დაიწყებს თქვენზე სროლას ტყილ უბრალოდ.
- ასევე პოლიციას დაეხმარებიან ძაღლები. მაქსიმალური რაოდენობის ვარსკვლავებზე კი სნაიპერებიც.
- ასევე პოლიციისგან მოულოდნელი მოქმედებებიც იქნება. მაგალითად თქვენს შუბლზე ან თავის სხვა ადგილზე სნაიპერის წითელი ლაზერი, ან მოულოდნელად ნასროლი ტყვია სნაიპერისგან, თქვენი მანქანის ბორბალში.
- მთლადაც ნუ დავჩაგრავთ ჩვენს მთავარ პერსონაჟებს და გეტყვით მათზეც საინტერესო სიახლეებს. მაგალითად, როცა ღამე პოლიცია ვერტმფრენიდან მოგანათებთ შუქს, თქვენ შეძლებთ დაიმალოთ ბუჩქებში.
This post has been edited by NewHuman on 23 Aug 2013, 20:48